სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გასაჩივრება დღეს სრულდება - ინსტრუქცია
02-09-2020
-
+


საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების სააპელაციო განაცხადების მიიღება დღეს, 2 სექტემბრის 18:00 საათზე მთავრდება. 
სააპელაციო განაცხადის გაკეთება აპლიკანტებს მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge და naec.ge შეუძლიათ.

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილემ უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური - 50 ლარი. გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში. ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა განცხადების საფუძველზე უბრუნდება გამოცდაში მონაწილეს. 

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო თანხა: 

1.  ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

2. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

3. „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრებში - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;

4.  „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

5. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.

სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია:

სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდებს: online.naec.ge ან naec.ge და აპელაციისათვის განკუთვნილი ღილაკის გამოყენების შემდეგ შესაბამის ველებში უნდა  შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) კოდი.

ღილაკის - „შესვლა“ - გამოყენების შემდეგ იწყებთ ტესტის იმ ნაწილების მონიშვნას, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, სისტემა არ მოგცემთ პროცესის დასრულების შესაძლებლობას).

ამ აღნიშვნების  შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს შეინახავს, როგორც დროებითს, რომელშიც არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილების შეტანა. დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ გამოიყენებთ ღილაკს „გაგზავნა“.

აპელაციის შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება გათანაბრებული ქულებიც. გათანაბრებული ქულა არის ის საბოლოო შედეგი, რომლითაც დგინდება გადალახა თუ არა ზღვარი მაგისტრობის მსურველმა ტესტის თითოეულ ნაწილში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება