სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბავშვის უფლებათა კოდექსი ამოქმედდა
01-09-2020
-
+


პირველი სექტემბრიდან „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ამოქმედდა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა. კოდექსი საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით 2019 წლის  20 სექტემბერს მიიღო.

„იმედი გვაქვს, ბავშვის უფლებათა კოდექსი საგრძნობლად გააუმჯობესებს ბავშვების ცხოვრებას საქართველოში.

კოდექსის განხორციელება მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს და გაეროს ბავშვთა ფონდი მზადაა ხელი შეუწყოს ამ პროცესს. ჩვენი დახმარება ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას, აღსრულების სხვადასხვა მექანიზმის შექმნას, პროფესიონალთა სპეციალიზაციას და კონკრეტული ინსტრუმენტებისა და სახელმძღვანელო რეგულაციების შემუშავებას ბავშვებთან მუშაობის შესახებ“, - განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.

ბავშვის უფლებათა კოდექსის ამოქმედებისათვის მზადების ერთწლიან  პერიოდში გატარდა შემდეგი ღონისძიებები: 

  • მუნიციპალიტეტებისთვის მომზადდა ნორმატიული აქტები.
  • შემუშავდა სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს  შორის კოორდინაციის ახალი სისტემა.
  • ქვეყნის 64 მუნიციპალიტეტში  შეიქმნა ბავშვთა დაცვისა და ბავშვთა მხარდაჭერის სტრუქტურული ერთეულები.
  • თითოეული  თვითმმართველობისთვის   გადამზადდა  200 -მდე სოციალურ მუშაკი და  კოდექსის  64 კოორდინატორი.
  • გადამზადდნენ მოსამართლეები, ადვოკატები და იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები.
  •  გადამზადდა სხვადასხვა უწყების 400-ზე მეტი საჯარო მოხელე.
  • კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, კოდექსის ფარგლებში ამუშავდა ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი - 111.
  • საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ბავშვის უფლებათა კოდექსის კოორდინაციისა და ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმი - ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო.

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ აღსრულების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში კომიტეტთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ევროკავშირი(EU) და ფრიდრიხ ებერტის ფონდი (FES).


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება