სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ტესტირება 5-6 სექტემბერს ჩატარდება - იხილეთ ტესტის ნიმუში
26-08-2020
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 2020 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირების ჩატარების განრიგი დამტკიცდა.

პროფესიული განათლების მიღების მსურველ პირთა პროფესიული ტესტირება 2020 წლის 5-6 სექტემბერს დილის 09:00 საათიდან დაიწყება.

მანამდე კი, ერთი დღით ადრე, დარეგისტრირებულ მონაწილეს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს პრეტესტში. დეტალური ინფორმაცია ტესტირების ჩატარების შესახებ გამოსაცდელის საგამოცდო ბარათზე იქნება მოცემული.

ბარათზე მითითებული იქნება:

  •      მონაწილის პირადი ინფორმაცია;
  •      რეგისტრაციის დრო;
  •      საგამოცდო ცენტრის მისამართი; 

პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირებული პირები მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს საგამოცდო ბარათების შესახებ, რომლებიც გაიცემა პროფესიულ კოლეჯებში, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს სასწავლებლებსა და  საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. 

საგამოცდო ბარათის მისაღებად უნდა წარმოადგინოთ:

  •    სარეგისტრაციო ფურცელი;
  •    პირადობის/
  • ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დაბადების მოწმობა, პასპორტი ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

პრეტესტი ტესტირების წინა დღეს ონლაინ რეჟიმში  ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია. ამ პროცესის მთავარი მიზანი შეფასება კი არაა, არამედ მონაწილეებისათვის ტესტის ფორმატისა და  პროცედურების გაცნობა.

პროფესიული ტესტირება კომპიუტერით ტარდება. ტესტი პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილებისაგან შედგება. დაფინანსების მოსაპოვებლად მონაწილემ პროფესიული უნარებისა და საგნობრივი ტესტის მაქსიმალური ჯამური ქულის 25%-ზე მეტი უნდა დააგროვოს.

ტესტურ დავალებათა ნიმუშები:

ქართული ენა

მათემატიკა

მათემატიკა სომხურად

მათემატიკა აზერბაიჯანულად

მათემატიკა რუსულად

უცხოური ენები

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება სომხურად

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება აზერბაიჯანულად

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება რუსულად

ფიზიკა

ფიზიკა სომხურად

ფიზიკა აზერბაიჯანულად

ფიზიკა რუსულად

ქიმია

ქიმია სომხურად

ქიმია აზერბაიჯანულად

ქიმია რუსულად

ბიოლოგია

ბიოლოგია სომხურად

ბიოლოგია აზერბაიჯანულად

ბიოლოგია რუსულად

მექანიკური და სივრცითი უნარების ტესტი
საბაზო აკადემიური უნარების ტესტი
საკანცელარიო უნარების ტესტი
სივრცითი უნარების ტესტი
საბაზო ცოდნის შესამოწმებელი ტესტი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება