სიახლეები
სიახლეები

გაიცანით პროფესორთა გუნდი, რომელიც სტუდენტებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში დახვდებათ
25-08-2020
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტთა პირველი ნაკადის მისაღებად მზად არის. როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა განგვიცხადეს, სტუდენტებს კომპიუტერული მეცნიერებების, მენეჯმენტისა და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამებზე ქართველ პროფესორებთან ერთად მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები წაუკითხავენ ლექციებს. სწავლება კი ინგლისურ ენაზე წარიმართება. 

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამუშაოებს დავყოფდი ორ ნაწილად. პირველი - ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა. მეორე - სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამები. როგორც მოგეხსენებათ, წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს სამი პროგრამული მიმართულებით მიიღებს: მენეჯმენტის, კომპიუტერული მეცნიერებების და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამებზე. ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, ამ ეტაპზე უნივერსიტეტი მზად არის 1000-მდე სტუდენტის მისაღებად. სრულად მოწყობილია და გამზადებულია როგორც სტუდენტთა საცხოვრებელი კორპუსი, ისე აკადემიური კორპუსი თავისი სივრცეებით, რომლებიც სრულად აღჭურვილია თანამედროვე, მოწინავე ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებებით.

როგორ დავხვდებით სტუდენტების პირველ კოჰორტას?- დავხვდებით გერმანელი და ქართველი პროფესორებით, დარგის სპეციალისტებით, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტთან ერთად შემუშავებული პროგრამებით, მაღალტექნოლოგიური გარემოთი. 

მენეჯმენტის პროგრამაზე აბიტურიენტებს პირველ სემესტრში ლექციებს წაუკითხავენ გერმანელი პროფესორები: რუპერტ ბრენდმეიერი, მარტინ კუპიეკი, ბეტინა მაცინოვსკი. ასევე, ქართველი პროფესორები - აკაკი ხელაძე და მურთაზ კვირკვაია.

პროფესორ რუპერტ ა. ბრენდმეიერს  აქვს 30 წელზე მეტი ხნის გამოცდილება საერთაშორისო ბიზნესებში, საჯარო სექტორსა და აკადემიაში. მისი მთავარი ინტერესი მენეჯმენტში არის ლიდერობა, ინოვაციების მენეჯმენტი და გამძლეობა.

პროფესორი ბრანდმეიერი არის სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი (PMP), CISM, SSCP და SCRUM-Master. იგი იყო პროფესორი შუა აღმოსავლეთისა და გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში. რაც შეეხება სამეცნიერო ნაშრომების პუბლიკაციები გამოქვეყნებული აქვს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, ბიზნესის დაზვერვა და ბაზრის შესვლასთან დაკავშირებული კვლევები“, - აცხადებს KIU-ს მენეჯმენტის პროგრამის ხელმძღვანელმა ნათია ზედგინიძე.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის ხელმძღვანელი რამაზ ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ სტუდენტებს ძალიან ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვნად განსხვავებულ ცოდნას შესთავაზებენ.

აღნიშნული განცხადების საფუძველი კი, მისი თქმით KIU-ს პროფესორების მრავალწლიანი, მრავალფეროვანი და საერთაშორისო გამოცდილებაა.

„კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით ორი გერმანელი პროფესორი წაიკითხავს ლექციებს პროფესორი ჰელმუტ ზაიდლი და პროფესორი ვოლფგანგ ჯ. პოლი. მათთან ერთად სასწავლო პროცესში მონაწილეობას მიიღებს ქართველი პროფესორები ია მოსაშვილი და ბესიკ დუნდუა.

ჰელმუტ ზაიდლი გახლავთ, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც ამავე უნივერისტეტში ხელმძღვანელობს ენებისა და სპეციფიკიციების ფორმალიზმის მიმართულებას. პროფესორი ზაიდლი KIU-ში წაიკითხავს „ინფორმატიკის შესავალს“. ეს არის სწორედ ის კურსი, რომელსაც იგი მიუნხენის ტექნიკურ უნივერისტეტში კითხულობს. ისევე როგორც მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში ამ კურსს აქვს თანმდევი ლაბორატორიული კურსი „დაპროგრამების საფუძვლები“, რომელსაც ასევე პროფესორი ზაიდლი გაუწევს კურირებას. „ინფორმატიკის შესავალი“ და „დაპროგრამების საფუძვლები“ ერთად წარმოადგენს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ფლაგმან შესავალ სასწავლო კურს ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების მიმართულებით და ზუსტად ანალოგიურ სასწავლო კურსს სთავაზობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თავის პირველკურსელებს. 

დიდი მიღწევები აქვს პროფესორ ზაიდლს მეცნიერებაში, რაც ასევე საინტერესო იქნება ჩვენი სტუდენტებისთვის. მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი კომპიუტერულ მეცნიერებაში A და A* რეიტინგის მქონე სამეცნიერო ჟურნალებსა და კონფერენციების  შრომებში. 

პროფესორ ზაიდლს აქვს ადმინისტრაციული და ახალი პროგრამების დანერგვის  გამოცდილება. მიუნხენის ტექნიკურ უნივერისტეტში იგი იყო ინფორმატიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, წვლილი შეიტანა „Game Emgineering”-ის და „Data Engineering”-ის პროგრამების დაფუძნებაში, ძალიან კარგად იცნობს სასწავლო პროცესს და მოხარული ვარ რომ ის დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელია.

კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამას ყავს თანახელმძღვანელი, ცნობილი და წარმატებული მეცნიერი ვოლფგანგ ჯ. პოლი, რომელიც ჩვენთან კომპიუტერის არქიტექტურის კურსს წაიკითხავს.

პროფესორ პოლს შთამბეჭდავი მიღწევები აქვს. მან სადოქტორო დისერტაცია 22 წლის ასაკში დაიცვა თეორიულ კომპიუტერულ მეცნიერებებში. არის ლაიბნიცის პრიზის მფლობელი და მას ასევე აქვს ერთ-ერთი ცნობილი და დიდი ამერიკული კომპანიის IBM-ის პრიზი(IBM invention achievement award). 

პროფესორი პოლი მრავალ სამეცნიერო პროექტს ხელმძღვანელობდა. მას 65 დოქტორანტი ყავს გაზრდილი, რომლებიც სხვდასხვა უნივერსიტეტებში და წამყვან კომპანიებში წარმატებით განაგრძობენ მოღვაწეობას. ჩვენი სტუდენტებისთვის საინტერესო იქნება მისი დამოკიდებულება დოქტორანტებთან მიმართებაში. იგი თავის დოქტორანტებს   ყოველთვის სტანდარტულზე მაღალ ხელფასს აძლევდა, რადგან ფიქრობდა, რომ მნიშვნელოვანი იყო მათ კარგი ანაზღაურება ჰქონოდათ და ვფიქრობ, რომ იგივე მიდგომას შეინარჩუნებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. 

პროფესორ პოლს დაწერილი აქვს წიგნები რომელიც სხვადასხვა უცხოურ უნივერსიტეტში გამოიყენება და ჩვენი სტუდენტებიც ამ წიგნით დაიწყებენ კომპიუტერის არქიტექტურის შესწავლას. ის მრავალმხრივ საინტერესო პიროვნებაა და ამის ერთ ერთი დასტურია კარატეს სამგზის მსოფლიო ჩემპიონთან ერთად დაწერილი წიგნი კარატეს შესახებ.

მათემატიკის საბაკალავრო პროგრამაში წრფივი ალგებრის კურსს პროფესორ ანზორ ბერიძესთან ერთად წაიკითხავს პროფესორი მარკუს ნოიჰაუზერი. მას აქვს სწავლებისა და მუშაობის გამოცდილება  ისეთ წამყვან გერმანულ უნივერისტეტებში, როგორიცაამიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი და აახენის ტექნიკური უნივერსიტეტი. გარდა ამისა იგი ასწავლიდა გერმანიისა და შვეიცარიის უნივერსიტეტებში, ასევე ის იყო ომანში გერმანული უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვყავს პროფესორები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობის გამოცდილება აქვთ. 

პროფესორ ნოიჰაუზერის კვლევის ინტერესების სფერო დაკავშირებულია Lehmer-ის ჯერ კიდევ გადაუჭრელ ჰიპოთეზასთან და ფილდსის მედალის მფლობელის J.P.Serre-ს თემატიკასთან. იგი მუშაობს ფუნდამენტურ მათემატიკაში და ასევე მუშაობს მიღებული შედეგები პოტენციური გამოყენების მიმართულებით.

მათემატიკის მიმართულებით ჩვენ კიდევ ერთი საინტერესო პროფესორი გვყავს, ეს არის ფლორიან რუპი, რომელიც კალკულუსის კურსს წაიყვანს პროფესორ გიორგი ონიანთან ერთად. მას მიღებული აქვს ორი სასწავლო პრიზი. ეს არის ფელიქს კლაინის პრიზი და ერნსტ ოტო ფიშერის პრიზი.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროფესორ ფლორიან რუპსაც სხვადასხვა ქვეყანაში სწავლების მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს. იგი ასწავლიდა გერმანიის, ავსტრიის, სამხრეთ აფრიკისა და დიდ ბრიტანეთის უნივერსიტეტებში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ იგი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა ალუმნის  ვიცე-პრეზიდენტია. ჩატარებული აქვს ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიება და გამოფენა, რომელიც მიზნად მათემატიკის პოპულარიზაციას ისახავდა. მისი კვლევის ინტერესების სფეროს დინამიური სისტემები წარმოადგენს და მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. საინტერესოა აკადემიური სივრცის  გარეთ მისი მოღვაწეობა, როცა ის თავის ცოდნას და გამოცდილებას საკონსულტაციო მომსახურებისთვის იყენებს, მაგალითად, როგორიცაა ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ონლაინ და ოფლაინ ტრაინინგის კონცეფცია შეიარარებული ძალებისთვის,  ახლო აღმოსავლეთის წამყვანი ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითი სტრატეგიის შემუშავება, თამაშთა თეორიაზე დაფუძნებული აუქციონის დიზაინი ახალი პლატფორმისთვის, კონცეფციის დიზანი და ციფრული პროტოტიპის იმპლემენტაცია ნავთობის მარაგების ოპტიმალური მართვისთვის და ა.შ.

ასე რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ძალიან კარგად ბალანსირებული გუნდი შეიკრა, რომლის წევრები განსხვავებული და ერთმანეთის შემავსებელი ბეგრაუნდებით გამოირჩევიან. შედეგად ძალიან ბევრ საინტერესოს შევთავაზებთ ჩვენს სტუდენტებს, არამარტო მივცემთ ძალიან კარგ ცოდნას, არამედ ვასწავლით ამ ცოდნის გამოყენებასაც. “, - აცხადებს რამაზ ბოჭორიშვილი.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
თუ ეჭვი გაქვთ, რომ ბაღში ბავშვზე ძალადობენ - რეაგირების დოკუმენტი შემუშავდა
„ინკლუზიური სისტემები, სერვისები და პრაქტიკები თითოეული ბავშვისთვის” - ინფორმაცია სპეციალისტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის
ვის ეხება ტესტირება - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
რა შემთხვევაში ვერ აირჩევთ საგანმანათლებლო პროგრამას და სად უნდა მოძებნოთ კოდი
დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მათ შორის იყო გაზაფხულის პირველი დღესასწაულების - დედისა და ქალთა საერთაშორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
მოსწავლეებმა სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი გამართეს
მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა მრავალფეროვანი აქტივობით აღნიშნეს
სკოლაში, მოსწავლეს კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობას ულოცავენ
საინტერესო
დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება