სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ფინანსურად არ უჭირდათ. დედა საბერძნეთშია და როგორც ჩანს, უგზავნიდა თანხას“ - სკოლის დირექტორი 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობაზე კომენტარს აკეთებს
24-08-2020
-
+


დღეს 11 წლის მოზარდმა თერჯოლიდან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეჭვმიტანილია მამა, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს, თუმცა ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება კითხვა - რამ მიიყვანა მოზარდი ამ გადაწყვეტილებამდე. სანამ საბრალდებო სკამზე კონკრეტული პირი აღმოჩნდება და ყველა დეტალი გახდება ცნობილი, ბევრი წყალი ჩაივლის, თუმცა მანამდე, Etaloni.ge- სცადა გაერკვია, იყო თუ არა სკოლის ადმინისტრაცია საქმის კურსში, რომ მოსწავლეზე ძალადობდნენ, მით უმეტეს, გარდაცვლილს სპეცმასწავლებელი ჰყავდა, რომელსაც წესით, მოსწავლის ფსიქოლოგიური ანალიზი უნდა მოეხდინა.

სკოლის დირექტორმა, კობა ბარდაველიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ გარდაცვლილი მოზარდი ძალიან მშვიდი, მეგობრული იყო; არ გახლდათ კონფლიქტური და მიუხედავად იმისა, სპეცმასწავლებელი სჭირდებოდა, რადგან წერა-კითხვა უჭირდა, კომუნიკაციისას არანაირი პრობლემები არ ჰქონია არც თანატოლებთან და არც პედაგოგებთან:

„არც კი ვიცი, რა ვთქვა... რამ მიიყვანა ბავშვი ამ გადაწყვეტილებამდე, ჩემთვის გაურკვეველია. ძალიან კარგი ბიჭი იყო, დერეფანში რომ შემხვდებოდა, ყოველთვის მომიკითხავდა ხოლმე... ზრდილობიანი, გაწონასწორებული. არც მე, არც დამრიგებელს, არც სპეცმასწავლებელს არ გაგვჩენია ეჭვი, რომ მას რაიმე სახის სერიოზული პრობლემა აწუხებდა. არც ფინანსურად უჭირდათ. დედა საბერძნეთშია და როგორც ჩანს, უგზავნიდა თანხას. კეთილმოწყობილ სახლში ცხოვრობდა... ამით იმის თქმა მინდა, რომ ფინანსური საკითხის გამო არ გადადგამდა ამ ნაბიჯს. მამასაც ვიცნობთ - კრებაზე მოდიოდა ხოლმე. არც ეს ბავშვი აცდენდა სკოლას. ორი და ჰყავს და ერთ-ერთს ჩვენი სკოლა აქვს დამთავრებული, არც მისგან გაგვიგია ოდესმე, რომ ოჯახში კარგი სიტუაცია არ ჰქონდათ... არ ვიცი, ვერ ვპასუხობ კითხვას - რამ მიიყვანა ბავშვი ამ გადაწყვეტილებამდე. როგორ მოიკლა 11 წლის მოზარდმა თავი?!“


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სპეციალურ პროგრამაში განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ

გამოცდების ეროვნული ცენტრი საცდელ ტესტირებას ატარებს

დაგეგმილია ასობით პედაგოგის და სპეციალისტის გადამზადება - სტრატეგიის დოკუმენტი გამოქვეყნდა

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების წესში შესული ცვლილებები კანონში აისახა

გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა  

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის მიღწევებით და მას წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება