სიახლეები
სკოლები

ლამარა ლეჟავა-გეგუჩაძე იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სკოლის ისტორიას გვიამბობს
24-08-2020
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა 140 წლისაა. მას საინტერესო ისტორია აქვს. ამის შესახებ ლამარა ლეჟავა-გეგუჩაძე გვიამბობს:

ქუთაისის პირველი ქართული სკოლა


  • ქართველი ინტელიგეციის თავდადებით, უშუალო მონაწილეობით,
    ამავე დროს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და სათავადაზნაურო ბანკის დახმარებით 1880 წლის 8 თებერვალს ქუთაისში გაიხსნა პირველი ქართული სკოლა, რომელიც 1905 წლამდე არსებობდა პროგიმნაზიის სახით, სადაც სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვები უფასოდ ღებულობდნენ განათლებას. მათვე ეძლეოდათ ფულადი დახმარება.
    საზოგადო მოღვაწეებისა და სკოლის მზრუნველთა საბჭოს დიდი ბრძოლის შედეგად 1905 წლის 5 თებერვალს გაიხსნა მე-5 კლასი, რითაც სასწავლებელი სრულყოფილი გიმნაიზია გახდა.
    •1901 წლიდან მზრუნველთა საბჭოს წარდგინებით წ.კ.გ. საზოგადოებამ სკოლის ხელმძღვანელად დანიშნა უაღრესად განათლებული, საქართველოს სიყვარულით გულანთებული პატრიოტი
    იოსებ ოცხელი, რომელსაც დაწყებითი განათლება მიღებული ჰქონდა ქუთაისის კათოლიკურ სასწავლებელში, ხოლო საშუალო-ვაჟთა კლასიკურ გიმნაზიაში. შემდეგ დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი პირველი ხარისხის დიპლომით.
    •იოსებ ოცხელმა გიმნაზიაში სამუშაოდ მოიწვია:
    •სილოვან ხუნდაძე-გიმნაზიის ერთ-ერთი დამაარსებელი, ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებელი, აღმზრდელი, პუბლიცისტი, პოეტი. მისი ნაშრომები ქართული ენის გრამატიკის საკითხებზე „ქართული ზმნები“,„ქართული მართლწერა“ და სხვა მრავალი იბეჭდებოდა ჟურნალებში („დროება“,„კვალი“,„განათლება“)
    ს.ხუნდაძე გახლდათ აკაკი წერეთლის იდეების მიმდევართა ჯგუფის წევრი.
    დიმიტრი უზნაძე-ისტორიისა და ფსიქოლოგიის მასწავლებელი, რომელმაც ექსტერნად დაამთავრა ვაჟთა კლასიკური გიმნაზია, ხოლო შემდეგ-ლაიფციგის უნივერსიტეტი.
    გახლდათ 100-ზე მეტი მეცნიერული შრომის ავტორი, ქართული ფსიქოლოგიის ფუძემდებელი, აკადემიკოსი, მსოფლიოს ცნობილი უნივერსიტეტების არაერთი სამეცნიერო საზოგადოების წევრი.
    ალექსანდრე გარსევანიშვილი-ისტორიკოსი
    დომენტი ახობაძე-პოეტი
    სიმონ ოცხელი (იოსების ძმა) -მათემატიკოსი
    თომა მთავრიშვილი
    -ქველმოქმედი
    სიმონ ყიფიანი-გადმოიყვანა სენაკის გიმნაზიიდან
    •იოსებ ოცხელმა და მისმა თანამოაზრე პედაგოგებმა დიდი წვლილი შეიტანეს ქართული ენის შენარჩუნების, დაცვის და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდაში.
    •ქუთაისის საზოგადო მოღვაწეთა უმრავლესობას ქართული გიმნაზიის მასწავლებლები შეადგენდნენ. მათ სახელთან არის დაკავშირებული სასკოლო სახელმძღვანელოების პირველად გამოცემა ქართულ ენაზე.
    •ი.ოცხელი კარგად იცნობდა პესტალოცის, კომენსკის, უშინსკის, გოგებაშვილის პედაგოგიურ შეხედულებებს.
    •მისი აზრით სწავლა-განათლების მიზანია პიროვნების მრავალმხრივი ჰარმონიული განვითარება, პირადი „მეს“ სრულყოფა, არამხოლოდ გონებრივი, არამედ ფიზიკური, ზნეობრივი, ესთეტიკური და შრომითი აღზრდა, მოქალაქეობრივი შეგნების გაღვივება. ის გმობდა თეორიული სწავლების დაშორებას პრაქტიკისაგან. ამბობდა „მოზარდს უნდა შეეძლოს სკოლაში მიღებული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენება. მისი ტვინი და ხელები ერთდროულად უნდა მუშაობდესო“. წარმატების მიღწევა შეუძლებლად მიაჩნდა მშობლების პასუხისმგებლობის გაძლიერების, ამავე დროს სკოლის, ოჯახის საზოგადოების ერთიანობის გარეშე.
    •მას სწამდა რომ არ არსებობდა ჩამორჩენილი მოსწავლე და კარგი მასწავლებელი იყო ის, ვისაც შეეძლო ცოდნის სურვილით მოსწავლის გულისა და გონების ანთება.
    •იმის გამო, რომ გიმნაზიას არ ჰქონდა საკუთარი შენობა და ფულადი რესურსები შესაბამისად-საჭირო მოწყობილობები ი.ოცხელის ინიციატივით რეალურ სასწავლებელში გაიხსნა სახელოსნო, სადაც ტარდებოდა შრომის გაკვეთილები. მან შრომითი სწავლება სავალდებულო საგნად აქცია.
    •აუცილებლად მიაჩნდა რუსული ენის სწავლება იმ შემთხვევაში, თუ დანარჩენ საგნებს ბავშვები მშობლიურ ენაზე შეისწავლიდნენ.
    •იმ დროისათვის სიახლე იყო შეხვედრები მწერლებთან, ცნობილ ადამიანებთან. სკოლას სტუმრობდნენ: აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, შიო მღვიმელი, ანტონ ფურცელაძე, იროდიონ ევდოშვილი, დავით კლდიაშვილი, ეკატერინე გაბაშვილი. ისინი ვინც თავიანთი ცხოვრებით ეროვნული შემართებით ამშვენებდნენ საქართველოს. ერთხელ აკაკი წერეთელი დასწრებია გამოცდას და უთქვამს: „მოსწავლეთა წარმატებამ გამაკვირვაო“.
    •გაკვეთილებს ესწრებოდნენ იაკობ გოგებაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი.
    რეალური საგაკვეთილო შედეგებით (და არა ელექტრონული ვერსიებით) ხდებოდა მასწავლებლთა შეფასება, ხელფასის გაზრდა, დაწინაურება და გადაყვანა მაღალ კლასებში.
    •მოსწავლეთა წახალისებისათვის ესეიგი მოტივაციის გაზრდისათვის იყენებდნენ ისეთ პედაგოგიურ ხერხს, როგორიცაა თავმოყვარეობისა და წინსვლის სურვილის გაღვიძება, შექება.
    ვინც მეტ წიგნს წაიკითხავდა ან დაეხმარებოდა თანაკლასელს მის მიერ ინგლისური და რუსული ენებიდან ნათარგმნი ტექსტები იბეჭდებოდა და მიდიოდა მკითხველამდე. მასწავლებლები მოსწავლეებს აჩვევდნენ დაბრკოლებების-გამოწვევების გადალახვას.
    •გიმნაზიელები სიამაყით ატარებდნენ ფორმას შავ შარვალსა და შავ ხალათს ქუდსა და ქამარზე წარწერით „ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია“ უფრთხილდებოდნენ სკოლის ღირსებას.
    •ი.ოცხელს უყვარდა მოსწავლეები, იცნობდა ყველა მათგანს განსაკუთრებით-უფროს კლასელებს.
    ავადმყოფს სახლში მოინახულებდა, ფინანსურად დაეხმარებოდა. მისი გონივრული რჩევა-დარიგებებით არაერთი გიმნაზიელი ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე გახდა. მათ შორის არიან აკადემიკოსები: გიორგი ახვლედიანი, პლატონ შუშანია, კონსტანტინე ერისთავი, პუ ქავთარაძე, ვალერია დუნდუა, შ.კანდელაკი, ლეგენდალური მსახიობი აკაკი ვასაძე, მწერალი აკაკი ბელიაშვილი და სხვა მრავალი...
    •იოსებ ოცხელის ინიციატივით გამოვიდა ჟურნალი „სკოლა და განათლება“ დაარსდა სტამბა, წიგნის სავაჭროები.
    •სილოვან ხუნდაძის თაოსნობით გაიხსნა ბიბლიოთეკა, რომელმაც დიდი როლი შეასრულა წიგნიერების კულტურის ამაღლებაში.
    •იმ დროის უდიდეს მოვლენად იქცა სახალხო უნივერსიტეტის გახსნა, რომლის მიზანი იყო მოსახლეობის განათლებისა და ეროვნული ცნობიერების ამაღლება. უნივერსიტეტში ლექციებს ი.ოცხელი და მისი პედაგოგებიც კითხულობდნენ.
    •საინტერესო და სასიამოვნონო იყო იოსებ ოცხელის მოსმენა. „მისი სიტყვა იყო ზუსტი, ძლიერი, ოდნავ რუსული აქცენტით, თუმცა ის უფრო საქმის კაცი იყო ვიდრე სიტყვის. ბრძანდებოდა უაღრესად სპეტაკი, მტკიცე ხასიათის მქონე, მოქალაქეობრივად გაბედული, კაცთმოყვარე, კეთილშობილი
    გულწრფელი. „იგონებდა აკადემიკოსი დ.უზნაძე.
    •„მისი ყოველი სიტყვა იყო ამაღლებული, პატრიოტიზმისა და კაიკაცობის მანიფესტი“-უთქვამს კონსტანტინე გამსახურდიას.
    •გიმნაზიას ჰყავდა თეატრალური დასი, სასულე და სიმფონიური ორკესტრები. იმართებოდა საქველმოქმედო კონცერტები ღარიბი მოსწავლეების სწავლის გადასახადების დასაფარად.
    •გიმნაზიელები მონაწილეობდნენ მსახიობ კოტე მესხის მიერ დაარსებულ
    თეატრში გამართულ წარმოდგენებში. ასევე-კოტე ფოცხვერაშვილის მომღერალთა გუნდში.
    •წარმოდგენებზე დასწრებით ხდებოდა მოსწავლეთა წახალისება.
    •ოცხელის მოღვაწეობისას გიმნაზია წარმოადგენდა ქუთაისის-კულტურულ საგანმანათლებო ცენტრს.
    იზრდებოდა სასწავლებლის ავტორიტეტი, მოსწავლეთა კონტინგენტი არ ხერხრდებოდა პარალელური კლასების გახსნა. მომწიფდა საკუთარი შენობის აგების საკითხი.
    •1910 წელს ყოფილი გეგუთის, შემდგომში წულუკიძის ახლანდელი ლადო ასათიანის ქუჩაზე ეპისკოპოსმა გიორგიმ აკურთხა ბალავერი. ცნობილია, რომ იოსებ ოცხელს რამდენიმე ადგილას ოქროს მანეთიანები ჩაუყრია.1913 წელს დიდი ზეიმით აღინიშნა ახალი შენობის გახსნა.
    •იოსებ ოცხელი ადრეულ ასაკში ეზიარა გარიბალდის, მიცკევიჩის, გერცენის, ჩერნიშევსკის, დობროლიუბოვის, დოსტოევსკის რევოლუციურ დემოკრატიულ იდეებს.
    •1905 წლის 11 დეკემბერს ქუთაისის მასწავლებელთა კავშირმა მოიწვია კრება დაგმო სასწავლო ოლქის საქმიანობა და მოითხოვა მასწავლებელთა დანიშვნა მომხდარიყო სკოლის თვითმმართველობის ორგანოს პედაგოგიური საბჭოს მიერ.
    •მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში გაძლიერდა ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა. შეიქმნა იმერეთ, სამეგრელოს რევოლუციური კომიტეტი, რომლის წევრები ავრცელებდნენ პროკლამაციებს. ქუთაისის კლასიკური და ქართული გიმნაზიების, ასევე ხონის სემინარიის მოსწავლეები აწყობდნენ გამოსვლებს. მოითხოვდნენ საქართველოს დამოუკიდებლობასა და სწავლის თავისუფლებას.
    •იოსებმა გამოცდაზე არ დაუშვა მოვლინებული ვინმე კორიცკი, ხოლო გიმნაზიელები, დაუხვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ შავრაზმელ კუსტინოვიჩს, რომელმაც"ღმერთების ენად" აღიარებულ ქართულ ენას "ძაღლის ენა" უწოდა.
    •1916 წელს მთავრობამ გადაწყვიტა დაესაჯა დემონსტრატები რაც ცნობილი გახდა იოსებ ოცხელისათვის. მან მათ რიგებში ჩააყენა კლასიკური და ქალთა გიმნაზიის მოსწავლეები და თვით წაუძღვა წინ „არ შეშინდეთ, გააგრძელეთ ბრძოლა!“ ჩაულაპარაკა გიმნაზიელებს. ჟანდარმება სროლა ვერ გაბედეს...
    •ქუთაისის პირველი ქართული სკოლის, გიმნაზიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და გამორჩეული დირექტორი, უნიჭიერესი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე
    იოსებ ოცხელი გარდაიცვალა 1919 წლის 27 მარტს. სრულიად საქართველომ ღირსეულად დაიტირა და შეინახა მისი ხსოვნა. მოსწავლეთა დასახმარებლად შეიქმნა ოცხელის სახელობის ფონდი. სკოლის დაარსებიდან 80 წლისთავზე,1960 წელს დაიდგა ძეგლი წარწერით „განათლებული სამშობლო ასეთ შვილს არ დაივიწყებს“. სკოლის ეზოში დგას სილოვან ხუნდაძის ძეგლიც. ქუთაისში არის ოცხელისა და ხუნდაძის სახელობის ქუჩები. იოსებ ოცხელი დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთთა პანთეონში.
    P.S. ჩვენი აზრით კარგი იქნება, თუ სწავლის დაწყების პირველ დღეს კლასის ხელმძღვანელები მოსწავლეებს გააცნობენ იოსებ ოცხელის პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას.


    ოცხელის სკოლა ახლო წარსულში

  • •იოსებ ოცხელის სახელობის ზოგად საგანმანათლებლო სკოლა-ასე მოიხსენიებოდა და არა როგორც განვითარებად ქვეყნებში-საჯარო სკოლა.
    •სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის ორგანიზებულობით, ინოვაციური მეთოდების ძიებით, მასწავლებლების მოსწავლეებისა და მათი მშობლების, სკოლის გარეშე დაწესებულებების ურთიერთთანამშრომლობით მიღწეული იყო სწავლა-განათლების შედარებით მაღალი ხარისხი.
    •პედაგოგების ყურადღების ცენტრში იყო მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების განვითარება. საამისოდ მოქმედებდა საავტორო პროგრამები. არსებობდა კლასები ამა თუ იმ საგნის გაღრმავებული სწავლებით. პრაქტიკაში დაინერგა დაწყვილებული გაკვეთილების ჩატარება, შეიზღუდა საშინაო დავალებები. პირველ-მეოთხე კლასელებს სავალდებულო დავალებები არ ეძლეოდათ, უფროს კლასელები კი თავისუფალი იყვნენ დასვენების დღეებში.
    •მასწავლებელთა კვირეული დატვირთვა შეადგინა 15 საათი. უცხოურ ენებში კლასები იყოფოდა ქვე-ჯგუფებად.
    •თანამშრომლობაზე დაფუძნებული სწავლება მიმართული იყო საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის აქტიურ ჩართულობასა და მრავალმხრივი ინტელექტის განვითარებაზე.
    •მშობლები შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ შვილებს დავალებების შესრულებასა და დამატებითი ცოდნის მიღებაში. ერთობლივი მუშაობა აუმჯობესებდა მათ ურთიერთობას.
    •მშობლები და მასწავლებლები ცდილობდნენ შეექმნათ ისეთი ზნეობრივი და სამართლიანი გარემო, სადაც შეიძლებოდა სრულფასლვანი მოქალაქის აღზრდა. იშვიათობას წარმოადგენდა კონფლიქტური სიტუაციები, ბულინგი, საქმის გარჩევები, დანაშაულობანი მოზარდების მიმართ.
    •წარმატებით მოქმედებდა შიგასასკოლო კონტროლის
    სისტემა, მუშაობდა თვითმმართველობის ორგანოები პედაგოგიური და სამეურვეო საბჭოების სახით.
    •ძირითადად გამართული იყო სასწავლო მატერიალური ბაზა ინფრასტრუქტურა. მეორე სკოლა ერთ-ერთი პირველი გადავიდა სწავლების კაბინეტურ სისტემაზე ასევე, პირველმა გახსნა ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის კაბინეტი. მოგვიანებით-კომპიუტერული ცენტრი.
    კაბინეტები, აღჭურვილი იყო უახლესი ელექტრონული მოწყობილებებით, კინო-ფილმებით, ვიდეო რგოლებით. ლინგოფონის-კაბინეტი-აუდიო ვიზულაური საშუალებებით. საამისოდ სახელმწიფო დაფინანსებასთან ერთად გამოყენებული იყო საშეფო საწარმოს, მაუდის ფაბრიკის დახმრებაც.
    •ექვსწლიანებს (მოსამზადებელი კლასი) ჰქონდათ საძინებელი და სათამაშო ოთახები, უტარდებოდათ 40 წუთიანი მეცადინეობები.
    •კეთილმოწყობილ, საკმარისი ადგილების მქონე სასადილოში ერთხანს ცხელი კერძები მზადდებოდა და მენიუს შედგენაში მშობლებიც მონაწილეობდნენ.
    •მომსახურებით შრომის კაბინეტებში ვაჟები ეუფლებოდნენ საზეინკლო და სადურგლო პროფესიებს, გოგონები საოჯახო საქმეებს (კერვა, ქსოვა, ქარგვა, კულინარია). ეწყობოდა შრომითი სწავლების გაკვეთილებზე დამზადებული ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა. სხვა სკოლების მასწავლებლებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ: ჯემალ ლევიძე, ნათელა გოგისვანიძე, დავით ბარბაქაძე.
    •ფუნქციონირებდა ავტოკლასი, ისწავლებოდა ავტოსაქმე. ავტომობილის და გუნდი საქალაქო და რესპუბლიკურ შეჯიბრებაში ყოველთვის იკავებდა საპატიო ადგილს.სკოლას ჰყავდა ნორჩ ავტოინსოპექტორთა რაზმი (მასწ.თ.ჩირგაძე). მოსწავლეები საშუალო განათლების ატესტატთან ერთად ღებულობდნენ მძღოლის სერთიფიკატს.
    •სკოლის ბაზაზე მუშაობდა სპორტული სექციები. შაბათობით ტარდებოდა ექსკურსია-ლაშქრობები, შეჯიბრებები,
    სასკოლოთა შორისო კროსები. მეორე სკოლელები აქტიურად მონაწილეობდნენ სამხედრო- პატრიოტულ თამაშებში ("ორლიონოკი",
    "ზარნიცა").ზოგიერთი მათგანი სწავლას აგრძელებდა სამხედრო სასწავლებელში. მათ ეძლეოდათ მედალი "იყავ მზად შრომისა და თავდაცვისათვის"(სამხედრო ხელმძღვანელი გოგი ჯანელიძე)
    •დილა იწყებოდა სპორტულ-გამამხნევებელი ვარჯიშებით რის შემდეგაც მოსწავლეები მოტივირებული იყვნენ აქტიური მოსმენისა და სწავლისათვის.
    •მიღწეული იყო მასიურობა სპორტის ყველა სახეობაში რის გამოც იშვიათად შეინიშნებოდა მოზარდებში მხედველობის გაუარესება, ჭარბი წონა, ინფექციური დაავადებები, სქოლიოზი. (სპორტის მასწავლებლები მ.ახრახაძე გ.გურულიშვილი)
    მოსწავლეთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით ტარდებოდა ღრმა სამედიცინო შემოწმება. სკოლას ჰყავდა ექიმი და ექთანი.
    •ბიოლოგიის პრაქტიკულ სწავლებას ხელს უწყობდა სასწავლო-საცდელი მიწის ნაკვეთი დაყოფილი კლასების მიხედვით,ზოოლოგიური კუთხე.
    •დეკორაციულ მშვენებას წარმოადგენდა ქართული ვაზის ხეივანი (მასწავლებლები: ზაირა ჭოლაძე, თინა იმედაძე). გვინახავს სკოლის დირექტორი ბატონი ა.სანდუხაძე, რომელიც ბავშვებს ასწავლიდა ხეების მოვლას, მყნობას, ვაზის გასხვლას, ესაუბრებოდა ქართული ვაზის 80 საუკუნოვან ფემომენზე...მოსწავლეთა ეკოლოგიური კულტურის განვითარებისათვის აუცილებელია ამ ტრადიციის აღდგენა.
    ვფიქრობ, აღნიშნულით დაინტერესდება წამყვანი მასწავლებელი ქალბატონი მარინა რუსაძე.
    •სკოლის სიმდიდრეს წარმოადგენდა ბიბლიოთეკა მრავალრიცხოვანი წიგნადი ფონდითა და მკითხველებით,
    ტარდებოდა კონფერენციები, ახალი წიგნების განხილვები შეხვედრები ავტორებთან და ა.შ. წიგნის მოყვარულთა კლუბის წევრები ეწეოდნენ დაზიანებული წიგნებისა და ჟურნალების შეკეთებას.
    •1985 წელს საკავშირო განათლების სამინსტროს მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად მეორე სკოლის ბიბლიოთეკა აღიარებული იქნა სანიმუშოდ. (ბიბლიოთეკის გამგეები ელენე გუბელაძე, ნელი ოდიშარია).
    •სკოლის მართვაში მონაწილებოდნენ მოსწავლეთა ორგანიზაციები განსაკუთრებით თვითმართველობის ორგანო-მოსწავლეთა კომიტეტი. მათ მიერ მოწესრიგდა მორიგეობა, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა
    (სკოლაში იყო იდეალური სისუფთავე),
    საზაფხულო შრომითი ბანაკების ორგანიზება მეორადი ნედლეულის შეგროვება და ა.შ
    •გამოდიოდა საკლასო და სასკოლო კედლის გაზეთები, ხელნაწერი ჟურნალები, საინფორმაციო ბიულეტენები. ეწყობოდა მოსწავლეთა და მასწავლებელთა ნამუშევრების გამოფენები კონკურსები. ("კითხულობს მასწავლებელი"...)
    •თვითდაფინანსების წესით მუშაობდა მუსიკალური ათწლედი (გამგე ნანული ბეთანელი). მოზარდების ინტერესების გათვალისწინებით შექმნილი იყო რადიო-ფოტო მოყვარულთა, კინოჩვენებისა და სხვადასხვა საგნობრივი წრეები, ფაკულტატივები. •გრძელდებოდა მოზარდების ესთეტიკური უნარჩვევების აღზრდის ოცხელისეული გამოცდილება. სასკოლო ორკესტრი, ქორეოგრაფიური ანსაბლი, მომღერალთა გუნდი საქალაქო და რესპუბლიკური ოლიმპიადების მრავალგზის ლაურეატები იყვნენ: (ხელმძღვანელები ნიკოლოზ ედგარიძე,მურთაზ ზივზივაზე,გოგი ჩახუნაშვილი.)
    •ახლო წარსულში არსებობდა წოდებები: "სკოლის დამსახურებელი მასწავლებელი", "მეთოდისტი მასწავლებელი", "სახალხო განათლების წარჩინებული". ფუნქციონირებდა საგნობრივი და საგანთაშორისი მეთოდური გაერთიანებები. სხდომებზე განიხილებოდა აქტუალური პედაგოგიურ ფსიქოლოგიური და პროფესიული საკითხები. ტარდებოდა პედაგოგიური კითხვა საავტორო გაკვეთილები, ვლინდებოდა წლის საუკეთესო მასწავლებელი და კლასის ხელმძღვანელი. მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობდნენ სასწავლო შემოქმედებით კონფერეცებსა და ოლიმპიადებში.
    •მეორე სკოლა გამოირჩეოდა ფიზიკის სწავლების განსაკუთრებული ეფექტურობით რის გამოც აღიარებული იქნა საბაზო საჩვენებელ სკოლად რასაც განაპირობებდა კაბინეტის გამართულობა და საუკეთესო პროფესიონალი მასწავლებლები, სახალხო განათლების წარჩინებულნი, ღირსების ორდენის მფლობელები შოთა ფორჩხიძე და მედეა კალანდარაშვილი,ასევე წარმატებული პედაგოგი ლენა ლომთაძე.ფიზიკის სწავლების ტრადიციებს დღეს ღირსეულად აგრძელებენ:
    ნინო შენგელია,ქეთევან გოცირიძე,მაია მორჩაძე,ხათუნა კიკალიშვილი.
    •ქიმიას ასწავლიდა ქალბატონი ეკატერინე სულავა. შემდეგ-სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებით კურსდამთავრებული ცნობილი სპეციალისტი და გულისხმიერი პედაგოგი ციცინო ნემსიწვერიძე რომელმაც გააგრძელა გაკვეთილების ჩატარება ლითოფონის, რეზინის ტქნიკურნაკეთობათა და მინისტარის ქარხნებში (რა სამწუხაროა,რომ ჩვენი ქვეყნის მტრებმა ეს ქარხნები ნაწილებად დაშალეს და ჯართის სახით გაიტანეს საზღვარგარეთ).
    •ამაგდარი მეთოდისტი
    მასწავლებელი ქალბატონი ეთერ ფურცხვანიძე ხელმძღვანელობდა გეოგრაფიის მასწავლებელთა საქალაქო გაერთიანებას. მისი ინიციატივით ხდებოდა სახელმძღვანელოების განხილვა შეხვედრა მათ ავტორებთან. ქუთაისის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ პატივგების საღამო გაუმართა მსოფლიო მოგზაურს ჯუმბერ ლეჟავას...


აღმზრდელად და მასწავლებლად უნდა დაიბადო


  • ქალბატონ ციალა ჯაფარიძეს ვიცნობთ
    როგორც ნოვატორს, აღიარებულს ქართველ ლისენკოვად, მასწავლებელთა მასწავლებელს სკოლის ხელმძღვანელს, დაწყებითი კლასების შეუდარებელ ერუდირებულ პედაგოგს აღმზრდელს რომლის მეთოდური მიგნებები, გაკვეთილის მართვისა და ორგანიზაციის საკუთარი სტილი დღესაც არ კარგავს აქტუალობას.
    •ახალგაზრდული შემართებით აგრძელებს მუშაობას პროფესიონალი ქალბატონი ტურფა ჩოგოვაძე. დამსახურებულად ისვენებს გულნარა დავიდოვა.
    •პატივით შეგვიძლია მოვიგონოთ ც.ჯიქიძე, ც.გალდავაძე, ც.ჩიქობავა, განსაკუთრებით მათიკო მათიაშვილი (ჩემი შვილის გია გეგუჩაძის დაწყებითი კლასის მასწვლებლები მათიკო მათიაშვილი,მარიამ ბურჯანაძე და სხვები)...
    •გულისტკვილით გვაგონდებიან ქართული ენისა და ლიტერატურის ცნობილი პედაგოგები: ელიკო ნუცუბიძე, ნორა ხაფავა, თამარ ხმელიძე, შემოქმედი და პოეტი ნათელა გიორგობიანი, რომლებიც ასწავლიდნენ მშობლიური ქვეყნის, მშობლიური ენის, წიგნის სიყვარულს აჩვევდნენ დამოუკიდებელ კითხვას ამა თუ იმ თემის ორიგინალურად გადაწყვეტას...
    •მათემატიკის მასწავლებელთა შორის გამოირჩეოდა საპატიო ნიშნისა და ღირსების ორდენის კავალერი, მეთოდისტი მასწავლებელი ქალბატონი ნუნუ ქანდარია. პოეტი და მეტად გულისხმიერი ქალბატონი მზია ჩიტეიშვილი, რომელიც ბევრს შრომობდა მოსწავლეებში ლოგიკურ-კრიტიკული უნარების განვითარებისათვის.
    •მათემატიკის სწავლების გაუმჯობესების, სკოლის ღირსებისა და სამართლიანობის დაცვისათვის იხწვის ქალბატონი ნანი ჟორჟოლიანი.
    •მოსწავლეთა აზრით ქალბატონი ნინო ჩუბინიძე გაკვეთილზე ქმნის ისეთ პირობებს, რომლითაც ბავშვებს აყვარებს საგანს ანვითარებს მათში მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობებს ამავედროს, არის მიუკერძოებელი და რეალური მათი ცოდნის შეფასებისას.
    •თაობებს ემახსოვრებათ ეთერ ხუციბერიძე, დარეჯან მარგველაშვილი, ვახტანგ აბრამალაძე.
    ინგლისური ენის მასწავლებლები:ლილი ჩიქოვანი და ლამარა გოდოლაძე.
    •სკოლის მართვის კარგ მაგალითს იძლეოდნენ დირექტორები: ვლადიმერ ხოტივარის, ალიოშა გოგელიას, ალექსანდრე სანდუხაძის, მოგვიანებით გოჩა თევდორაძის სახით რონელიც დღეს აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწევა.
    •იგივე ითქმის სასწავლო ნაწილის გამგეებზე: (სერგო ერისთავი, შოთა მანგალაძე, ოთარ ჩიქვინიძე, ვახტანგ აბრამალაძე, მარლენ აბულაძე.)
    •ქალბატონი ნარგიზა მაჩიტიძე დღეს დამსახურებულად ისვენებს, საოჯახო საქმიანობითაა დაკავებული.
    •ისინი გამოირჩეოდნენ მაღალი პროფესიონალიზმით, ინტელექტით, ხალხთან ურთიერთობის სოციალური უნარებით.
    •მეორე სკოლაში ხშირად გამოცდილების განზოგახების მიზნით ტარდებოდა ღია კარის დღეები, რაიონული სემინარები.
    •სკოლა ამაყობს ცნობილი კურსდამთავრებულებით:
    ალეკო ქარსელაძე-მედიცინი მეცნიერებათა დოქტორი ბლოხინის ონკოლოგიური ცენტის ხელმძღვანელი,ესპანეთის სამეფო სამედიცინო წევრი.
    უჩა ჩიქოვანი-ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი.
    ზვიად კირტავა-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი,მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,ექსპერტი.
    ნინო ქემოკლიძე-ფიზიკის სახელმძღვანელოს ავტორი.
    ვახტანგ ამაღლობელი-ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი.(ღმერთმა ნათელი მოჰფინოს მის ხსოვნას)...
    ცნობილი ექიმები:თემურ ნადირაძე,კოტე ცაგარეიშვილი,ლაშა კილაძე,ნუკრი სარავა,ბერიკა ჯაჯანიძე,მახტვარი-ანტონიო ჩოგოვაძე,
    ბიზნესმენი-გიგა რეაბუხა და სხვები...
    •როცა ახლო წარსულის სკოლაზე ვსაუბრობთ, ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერი სრულდებოდა იდეალურად. არსებობდა ნაკლოვანებები შეინიშნებოდა ზოგიერთი პრობლემისადმი ლიბერალური, შემგუებლური მიდგომა.
    ბევრი რამ გამოწვეული იყო შედეგზე არაორიენტირებული მრავალჯერადი რეფორმებით, არცთუ მოსაწონი ეროვნული სასწავლო გეგმით, არასრულყოფილი შეიძლება ითქვას ცუდი სახელმძღვანელოებით და არასაკმარისი პროფესიული უნარების მქონე მასწავლებლებით, რეპეტიტორობის გაძლიერებით რომელმაც წაართვა მოსწავლეებს თავისუფალი დრო,შეწყვიტა დღის მეორე ნახევარში წრეობრივი მუშაობა, ხოლო სკოლას დააკარგვინა მისია(მისცეს მოსწავლეს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლება რომელიც ეფუძნება ეროვნულ და ზოგად-საკაცობრიო ღირებულებებს-საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ.)

    ...
    •იოსებ ოცხელის სახელობის დღევანდელი სკოლის თავკაცია უაღრესად განათლებული ყურადღებიანი
    ბატონი მურად ჯიშკარიანი,
    რომელმაც ხანმოკლე დროში დაიმსახურა პედაგოგების მოსწავლეებისა და მშობლების, სერთოდ საზოგადოების პატივისცემა და თანადგომა. მას შეუძლია ნებისმიერი გამოწვევის უხმაუროდ გადაწყვეტა. დაინტერესებულია სკოლის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებით, მისი შემდგომი წინსვლითა და განვითარებით, წინაპართა საუკეთესო გამოცდილების შენარჩუნებით.
    •სასწავლო აღმზრდელობით პროცესს ხელმძღვანელობს უდიდესი პედაგოგიური და ადმინისტრაციული გამოცდილების მქონე ნიჭიერი ფიზიკოსი და ღირსეული პიროვნება-
    ამირან ძაგნიძე
    •მათ გვერდით არიან მენტორი, წამყვანი,
    და პრაქტიკოსი მასწავლებლები.
    ისინი ურთიერთშეთანხმებული მუშაობით ცდილობენ სკოლაში შეინარჩუნონ სიმშვიდე, წესრიგი,უსაფრთხო გარემო,მიაგნონ ისეთ მეთოდებსა და აქტივობებს, რითაც შესაძლებელი გახდება მოსწავლეთა დაინტერესების, მათი აკადეიური მოსწრების, სასკოლო ატესტატის მნიშვნელობის ამაღლება,ასევე, მასწავლებელთა ინტელექტუალური და პროფესიული უნარების განვითარება.ასეთ პირობებში შესაძლებელია პატრიოტული და მოქალაქეობრივი შეგნების მქონე მომავალი თაობის აღზრდა.
    •ისწავლო, ასწავლო და გადასცე შენი ცოდნა მოზარდ თაობას, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.
    P.S. გულითადად ვულოცავ საიუბილეო თარიღს, სკოლის დაარსების 140 წლის თავს ბატონ მურად ჯიშკარიანს, ბატონ ამირან ძაგნიძეს, ყველა მასწავლებელს მოსწავლეებსა და მათ მშობლებს.

პატივისცემით,
ლამარა ლეჟავა-გეგუჩაძე


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება