სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ავარია ბოლო ზარზე - etaloni.ge დირექტორს ესაუბრა
19-05-2026
-
+


თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიაში მე-12 კლასის მოსწავლეები მოყვნენ, რომლებსაც ბოლო ზარი ჰქონდათ.

დაშავებულები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სკოლის მოსწავლეები არიან. დაშავებულია ერთი მშობელიც.

შემთხვევა სოფელ წინანდალთან მოხდა. თვითმხილველების თქმით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავმა „გოლფის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, თავდაპირველად განათების ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

etaloni.ge დეტალების დასაზუსტებლად სკოლის დირექტორს, თამარ მამისაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ინფორმაცია დაადასტურა და გვითხრა, რომ მანქანაში დედ-მამა, კურსდამთავრებული და მე-6 კლასის მოსწავლე ისხდნენ:

„საბედნიეროდ გადარჩნენ... კლინიკაში არიან გადაყვანილები. ძალიან ვინერვიულეთ და ამ დროს ყველას ვაფრთხილებთ, სული გავაყოლე, რომ ფრთხილად ევლოთ... მთავარია ყველა გადარჩა“, - გვითხრა ქალბატონმა თამარმა.

ინფორმაცია განახლებადია.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება