სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რომელი ფაკულტეტი რომელ უნივერსიტეტს ექნება - მთავრობის დადგენილებით კურიკულუმების ჩამონათვალი განისაზღვრა
22-05-2026
-
+


მთავრობის დადგენილებით, განისაზღვრა იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვთ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს​.

დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება აქვთ, განახორციელონ მასწავლებლის მომზადების, სპეციალური მასწავლებლის მომზადების, ვეტერინარის მომზადების, ქართულ ენაში მომზადებისა და დოქტორანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც ახორციელებდნენ ამ დადგენილების ამოქმედების მომენტისათვის, ასევე მასწავლებლის მომზადების, სპეციალური მასწავლებლის მომზადების, ვეტერინარის მომზადების, ქართულ ენაში მომზადებისა და დოქტორანტურის ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ამ დადგენილების ამოქმედების მომენტისათვის აკრედიტებულია ან აკრედიტაციის პროცესშია და მიენიჭება აკრედიტაცია/პირობითი აკრედიტაცია.

გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცათ უფლება, ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც ისინი, 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ და რომლებიც გათვალისწინებული არ არის ამ დადგენილების პირველი მუხლით, დარჩენილი ვადის მიუხედავად, აკრედიტებულ ან არააკრედიტებულ (ავტორიზებულ) რეჟიმში განახორციელონ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89​21 მუხლით დადგენილი ვადების დაცვით.

პროგრამების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება