სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მოსწავლეები ირჩევენ „მსხვერპლს“, რომელსაც სცემენ გონის დაკარგვამდე“... - ძალადობა საქართველოს სკოლებში - „მოკვლევა დაწყებულია“
22-05-2026
-
+


საქართველოს სკოლებში, მოზარდებში ახალი საშიში თამაშებია გავრცელებული - არასრულწლოვნები ერთმანეთს სახიფათო მოქმედებების შესრულებას აიძულებენ, რაც რიგ შემთხვევებში ჯანმრთელობის დაზიანებისა და გონების დაკარგვის მიზეზიც გამხდარა.

როგორც კონფიდენციალური წყარო „პირველებს“ უყვება, მისი 14 წლის შვილი კლასელების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა, რაც ჩაიწერეს, კადრები კი სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე ატვირთეს. ქალი ამბობს, რომ ბავშვი საავადმყოფოში მოხვდა. 

არსებული ინფორმაციით, „თამაში“ სხვადასხვა საჯარო სკოლებშია გავრცელებული. ირკვევა, რომ კონკრეტული დაჯგუფება ირჩევს მსხვერპლს, რომელსაც ფიზიკურ დაზიანებებს აყენებს. სახიფათო თამაშის მიზანია, რომ მსხვერპლი გაითიშოს, შემდეგ ეს ფაქტი ვიდეოზე აღბეჭდონ. 

სხვადასხვა პედაგოგები ადასტურებენ, რომ მსგავს შემთხვევებს სკოლებში ადგილი ნამდვილად აქვს და მშობლებს მოუწოდებენ, იყვნენ ყურადღებით.

მშობელი, რომელმაც აღნიშნულის შესახებ „პირველებს“ აცნობა, ამბობს, რომ მომხდარის შესახებ განათლების სამინისტროს უკვე ესაუბრა, თუმცა უწყების პოზიცია უცნობია.

დეტალების გასარკვევად განათლების სამინისტროს etaloni.ge-ც დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ ინფორმაცია შესაბამის სამსახურს უკვე გადასცეს და მოკვლევა დაწყებულია:

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ინფორმირებულია გავრცელებული ინფორმაციის შესახებ და საკითხს, შესაბამისი უწყებების მონაწილეობითა და სკოლებთან აქტიური კოორდინაციით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

სამინისტროსთვის პრიორიტეტულია თითოეული მოსწავლისთვის უსაფრთხო, ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა, ამ მიზნით სკოლები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებიან მსგავს საკითხებს.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები და მანდატურის სამსახურის სპეციალისტები სისტემატურად ატარებდნენ საინფორმაციო-საგანმანათლებლო პრევენციულ ღონისძიებებს და ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებს მოსწავლეებთან და სასკოლო თემის წარმომადგენლებთან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მყისიერად უზრუნველყოფენ ეფექტურ რეაგირებას შესაძლო დარღვევებზე, ინციდენტებსა და კონფლიქტებზე. რისკის გამოვლენის, ან შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სკოლების დირექტორები და ადმინისტრაცია ინდივიდუალურად ხვდებიან მოსწავლეებსა და მშობლებს. ამასთან, მშობლის განცხადების საფუძველზე, სამინისტროს აუდიტის სამსახურის მიერ უკვე დაწყებულია აღნიშნული საკითხის მოკვლევა. სამინისტრო პროცესის მიმდინარეობას სრულად აკონტროლებს და საკითხზე რეაგირება განხორციელდება კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება