სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლას კურსდამთავრებულმა, საოპერო მომღერალმა გოჩა აბულაძემ სიმღერა მიუძღვნა
13-08-2020
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა 140 წელს ითვლის. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით სკოლამ საიუბილეო გამოწვევა წამოიწყო, რომლის ფარგლებში სკოლის სხვადასხვა პერიოდის კურსდამთავრებულები და პედაგოგები სკოლის ისტორიას პატარ-პატარა ამბებით აცოცხლებენ.

საიუბილეო გამოწვევის სტუმარია სკოლის კურსდამთავრებული, საოპერო მომღერალი გოჩა აბულაძე.

თბილისის მუსიკალური სასწავლებლის და თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მან სწავლა განაგრძო იტალიაში. მისი პედაგოგები იყვნენ სახელგანთქმული ლუბა ლომაკინა, ნოდარ ანდღულაძე, მონსერატ კაბალიე, ვილიამ მატეუცი, რაინა კაბაივანსკი, ლელა კუბერლი, ვაჟა ჩაჩავა და სხვები. ის ათამდე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. მისი წარმატებული კარიერა უკავშირდება ცნობილ და ისტორიულ საოპერო თეატრებს, დაწყებული „არენა და ვერონადან“ დამთავრებული „კარნეგი ჰოლით“. 2014 წელს გერმანიაში გოჩა აბულაძე დაასახელეს სეზონის საუკეთესო მომღერლად. ასევე, იგი წარმატებით თანამშრომლობს შტუდგარტის ფილარმონიულ ორკესტრთან.

„მონატრებულ საქართველოს და ქუთაისის მეორე საჯარო სკოლას ეძღვნება ძმების, გოჩა და უჩა აბულაძეებისა და მათი მეგობრის, ნათია მაღლაკელიძის მიერ შესრულებული ულამაზესი სიღერა საქართველოზე.

აღსანიშნავია, რომ უჩა აბულაძეც ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულია. ეს ის მომღერალია, რომელმაც თავისი სიღერით მონსერატ კაბალიე აატირა და თავის ძმასთან ერთად მონაწილეობა მიიღო სარაგოსას ცნობილ მოცარტის დარბაზში გამთულ კონცერტზე”,-წერია სკოლის სოციალურ გვერდზე.

იხილეთ ვიდეო



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება