სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„იმედია, სექტემბრიდან უფრო მობილიზებული და მონდომებული ვიქნები“ - ჭივჭავის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასექტემბრო მოლოდინები
10-08-2020
-
+


Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად - სასექტემბრო მოლოდინებსა და სურვილებზე, რომლის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გვიზიარებენ თუ როგორ წარმოუდგენიათ და სურთ, რომ იყოს ახალი სასწავლო წელი.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ჭივჭავის საჯარო სკოლის მოსწავლეების სასექტემბრო სურვილები და მოლოდინები:

"ალბათ, ყველა ბავშვს უოცნებია სასწავლო, პროცესის შეფერხებაზე და გახანგრძლივებულ არდადეგებზე, თუმცა covid-19-მა ყველაფერი შეცვალა და ჩვენ ყველა მიგვახვედრა, რომ ძალიან კარგია, როდესაც ზარის დარეკვის დროს ერთად ვიკრიბებით ჯგუფში, ერთმანეთს ვუღიმით და ველით მასწავლებელს. ერთად ვცელქობთ, ერთად გვიხარია გაკვეთილების დამთავრება და ჟრიამულით შინ დაბრუნება. მე და ჩემი კლასელები წელს აბიტურიენტები ვართ, იმედია, სწავლა ჩვეულ რეჟიმში დაიწყება და ამის დიდი იმედი მაქვს, რადგან მინდა კარგად მომზადებულები შევხვდეთ ეროვნულებს" - ანამარია გულბიანი.

"ჩემი და ისევე როგორც ძალიან ბევრი სხვა მოსწავლის ყველაზე დიდი სურვილია, სექტემბერში სასწავლო პროცესი დაიწყოს და განხორციელდეს სკოლებში და არა დისტანციურად"-მარიამ ონიანი.

"სასექტემბროდ, პირველ რიგში, უდიდესი მოლოდინი მაქვს, რომ სკოლა დაიწყება ყველანაირი დისტანციური და შერეული სწავლების გარეშე, ასევე ერთ წელიწადში აბიტურიენტი გავხდები და იმედია, სექტემბრიდან უფრო მობილიზებული და მონდომებული ვიქნები..."-ანა ჩეგიანი.

"მინდა, რომ სექტემბერში ჩვეულებრივად განახლდეს სასწავლო წელი და შემართებით შეუდგეთ სწავლას. საქართველოში მშვიდობა იყოს, პანდემია წარსულს ჩაბარდეს და მჯერა, რომ ასე იქნება, რომც ასე არ იყოს, შემართებით შევუდგები სწავლას, რათა 2021 წლის ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩავაბარო"-ნიკა ავალიანი.

"ჩემი სასექტემბრო მოლოდინებია ისევ ძველებურად ვიარო სკოლაში და ეს ვირუსი ისევ თავს არ გამოიჩენს" - ბექა ხაბულიანი.

წერილი გამოგზავნილია თემის: სასექტემბრო მოლოდინები და სურვილები გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

 ახალი მოთხოვნები მაგისტრანტებისთვის 2027 წლიდან ამოქმედდება - მთავრობის გადაწყვეტილება ძალაშია

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება