სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლებისა და ზოგადი უნარების შედეგები გამოქვეყნდა
06-08-2020
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება გრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ამჯერად გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლებისა და ზოგადი უნარების შედეგები ქულები გამოაქვეყნა.

საკუთარი შედეგების სანახავად გადადით ბმულზე: 

გარდა შედეგებისა, ცნობილია ამავე საგნების ტესტები და შეფასების სქემები: 

გეოგრაფიის ტესტი და შეფასების სქემა

ზოგადი უნარების ტესტი და სწორი პასუხები

ინსტრუქცია: საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge. შესაბამის ველში მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი. პირად გვერდზე გამოსაცდელი ნახავს საკუთარი ნაშრომის ასლსა და კონკრეტულ საგანში მიღებულ პირველად, „ნედლ“ ქულას.

შედეგების გაგება აბიტურიენტებს მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეუძლიათ. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას). 

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.  სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდზე: naec.ge.

აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იმ საგანში, რომელშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის საკითხის გარკვევა ხდება სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდა. კორონავირუსის გამო ტესტირებები დამატებითი რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობდა.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება