სიახლეები
პიროვნება

„რაც ტრადიციულია, არ უნდა დამახინჯდეს. მხოლოდ სიახლეებით ვერ ვიარსებებთ“
06-08-2020
-
+


თეა მერლანი იფარის თემში ცხოვრობს, ექვს შვილს ზრდის, ადგილობრივ სკოლაში პედაგოგად მუშაობს... რატომ გადავწყვიტეთ მასთან ინტერვიუს ჩაწერა? - იმიტომ, რომ დღეს ადვილი არაა ექვსი შვილის დედობა, მით უმეტეს, მთაში და გარდა ამისა, ქალბატონი თეა მესტიის კოლორიტის, კანდიდ მერლანის ქალიშვილი გახლავთ. სწორედ კანდიდ მერლანმა აღადგინა ძირძველი სვანური ფერხული და დღემდე ხელუხლებელი სახით მოიტანა, შვილებიც ამ ტრადიციებზე აღზარდა და ისინიც ცდილობენ, მამის მიერ არჩეულ სწორ გზას არ გადაუხვიონ.

თავად ლენჯერში დაბადებულ-გაზრდილს, დედა მესტიიდან ჰყავს - ჯაფარიძის ქალი, თუმცა საკუთრი ოჯახის შექმნის შემდეგ ქალაქური ცხოვრება უყოყმანოდ დათმო და დღეს ამას ერთ-ერთ სწორ ნაბიჯად მიიჩნევს. როგორ ცხოვრობენ იფარის თემში და როგორია კანდიდ მერლანის შვილობა, Etaloni.ge- თეა მერლანი ესაუბრება.

- ექვსი შვილის დედა ვარ, კანდიდ მერლანის შვილი და ეს ძალიან მეამაყება; მამამ ხელიხელსაგოგმანები სვანური ფოლკლორის ილეთები უცვლელი სახით მოგვიტანა დღემდე და შვილებს გადმოგვცა. ჩემი ძმაც ამ სფეროში მოღვაწეობს და იმედია, შევინარჩუნებთ იმ ფორმით, როგორი ფორმითაც ძალიან დიდი ხნის წინ არსებობდა.

- როგორც ვიცი, ლენეჯერში ცხოვრობდით...

- ლენჯერში გავიზარდე, სკოლაც იქ დავამთავრე, თუმცა სხვადასხვა წრეზე მესტიაში დავდიოდი... დედა მესტიიდანაა, ჯაფარიძეა, მე კი იფარის თემში - გულბანებში გავთხოვდი, რომელსაც მესტიასთან უღვირის უღელტეხილი აშორებს.

- არ გაგიჭირდათ ქალაქიდან მოშორებით ცხოვრება?

- თავიდან ნამდვილად ვიყავი ქალაქის ტემპს აყოლილი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ უკეთეს გარემოს ვერსად შევუქმნიდი შვილებს... იფარის საჯარო სკოლაში ვასწავლი მსოფლიო ქვეყნების ისტორიას და მუსიკის სერტიფიცირებული პედაგოგი ვარ. ესაა ჩემი საყვარელი საგნები, რომლებსაც მთელი სულითა და გულით ვასწავლი; ასევე ვაწყობთ სხვადასხვა საღამოს... მოგეხსნებათ, ჩვენთან ცხოვრების განსხვავებული ტემპია, ბავშვებს არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ, სკოლის შემდეგ დახარჯონ თავიანთი შესაძლებლობები, გამოავლინონ ტალანტი... ამიტომ, თავდაპირველად, ცეკვის წრე გავხსენი - მინდოდა, ის,რაც მამამ გვასწავლა და ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო ჩვენში, მომავალი თაობებისთვის გადამეცა.

- მითხარით, უკეთეს გარემოს ვერსად შევუქმნიდი შვილებსო... როგორი სამყარო გაქვთ იფარის თემში?

- აქ ადამიანებს სხვაგვარი ურთიერთობები აკავშირებს, უფრო თბილი... თამამად შემიძლია ვთქვა, რომ  ჩემი ბავშვობის ნოსტალგია ვიპოვე, რადგან დიდ ქალაქებში ამ ყველაფერს სახე შეცვლილი აქვს; იფარის თემში იციან ერთმანეთის გატანა, ერთმანეთის მოფერება, დადიან ტაძარში, გვაქვს ერთმანეთის ხათრი და რიდი, ბავშვებს უფროსების პატივისცემა, უხუცესებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ, ერთმანეთს თქმულებებს უყვებიან  და ეს უკვე  წინაპირობაა, ჯანსაღი სულის ადამიანები აღიზარდონ და გაიზარდონ იფარის თემში. ვცდილობთ, არ დაკარგონ ჩვენი ძირძველი ტრადიციები.

- ახლა ის გვითხარით, ექვსი შვილის დედობა რამ გადაგაწყვეტინათ?

- ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც იყო ჩემს ცხოვრებაში, ესაა დედმამიშვილები; შვიდნი ვართ - ექვსი და, ერთი ძმა... ვხედავდი, როგორი სიყვარული, თანადგომა და პატივისცემა მოსდევს მრავალშვილიან ოჯახს, რამდენად გამტანი, ამტანი, მომთმენი და დამთმენი ადამიანები იზრდებიან, მეც ყოველთვის მინდოდა, ბევრი შვილი მყოლოდა. სწორედ მრავალშვილიან ოჯახში ვისწავლე შრომა - არც ყანა გაგვკვირვებია, არც ძროხის მოვლა და როცა საკუთარი ოჯახი შევქმენი, მეტად დავაფასე ეს ყველაფერი - არ მგონია ადამიანს ვინმე ისე დაუდგეს გვერდით, როგორც დედმამიშვილი. სირთულეს რაც შეეხება, ჩემ შვილებს ერთმანეთის აღზრდაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით.

- კანდიდ მერლანის შვილობა რთულია?

- უფრო საპასუხისმგებლოა... რამდენადაც დიდია სიამაყის გრძნობა, იმდენად დიდია პასუხისმგებლობა. დედა მუდმივად გვარიგებდა - არაფერია ისეთი ღირებული, როგორც ადამიანები ერთმანეთის მიმართ და ამას სჭირდება მოფრთხილება. მე და მამას განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა, ერთადაც ვცეკვავდით გარკვეული პერიოდი და მუდმივად მქონდა სიამაყის განცდა. მის გვერდით თავს დედოფლად ვგრძნობდი, ჩემი აზრი მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, გვზრდიდა იმ ღირებულებებზე, რაც ჩვენ თემში არსებობს და იმ სულისკვეთებით, რომ შეგვენარჩუნებინა  ფოლკლორი. თავადაც, ძალიან ბევრი ილეთი შეინარჩუნა და აღადგინა.

- ალბათ, ეწინააღმდეგება ცეკვების გათანამედროვებას.

- თუ ვინმე ხელს შეახებს და შესწორებას შეიტანს სვანურ ცეკვაში, ვერ ეგუება. თვითონაც ისე მოიტანა დღემდე, ძველ რიტუალებს არ შეხებია და სწორედ ამის გარდაქმნას ვერ იტანს, რადგან რაც ტრადიციულია, არ უნდა დამახინჯდეს. მხოლოდ სიახლეებით ვერ ვიარსებებთ, სვანური ფოლკლორი ისტორიაა და მას თუ შევეხეთ, ვეღარ გვიამბობს ამბავს.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მანდატურებმა ტრენერთა ტრენინგი გაიარეს - დეტალები
NAEC იმიტირებულ რეგისტრაციას გაგატარებთ - შეხვედრის ვადა და დეტალები
„ინგლისურენოვანი შეტყობინება მივიღეთ , რომ სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო“ -სკოლის დამფუძნებელი etaloni.ge-სთან დეტალებზე საუბრობს
პიროვნება
„მასწავლებლებს იმ ტრენინგებში, რაც მათ საჭიროებებზე არაა მორგებული, დროს არ დავაკარგვინებდი“
„დღეს რომ ასეთი წარმატებული ვარ, დირექტორისა და არაჩვეულებრივი პედაგოგიური გუნდის დამსახურებაა“
ღვთის წყალობით,  მეუფე მექლისედეკის ლოცვა კურთხევითა და ჩვენი პედაგოგების მუხლჩაუხრელი შრომით კვლავაც გავაგრძელებთ ერისა და ეკლესიის სასიქაუდლო და საამაყო მამულიშვილების აღზრდას
სკოლები
დარეჯან სირბილაძე არაერთი წელი ღირსეულად ემსახურა მომავალი თაობების აღზრდის კეთილშობილურ საქმეს
მოსწავლეებმა დედებს დღესასწაული საკუთარი შემოქმედებით მიულოცეს
შეხვედრის მიზანს სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტების აღმოფხვრა, დანაშაულისგან დაცვა და მათი გაფრთხილება წარმოადგენდა
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
ინგლისში, თანხის დაზოგვის მიზნით, სკოლებმა, შესაძლოა, მასწავლებლები შეამცირონ - რამ გამოიწვია კრიზისი?
„ეს არის პედაგოგების ძარცვა - მთავრობა სკოლებში უფასო შრომას ეყრდნობა“
სიახლეები
საზოგადოება