| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ასლან შაინიძის სახელობს დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი ნიჭიერი მოსწავლის, გვანცა შაინიძის შესახებ გვიამბობს. მოსწავლე ხატვის ნიჭით არის დაჯილდოებული და არაჩვეულებრივ ნამუშევრებს ქმნის.
ხელოვნების მთელი სამყარო
„ასლან შაინიძის სახელობს დისველის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასელის, გვანცა შაინიძეს ნამუშევრები განსაკუთრებულად მომხიბვლელი და თვალწარმტაცია თავისი ინდივიდუალური მიდგომით არსებითი მოვლენების მიმართ, სადაც გულდასმით იკვეთება გულწრფელი გული და დიადი სული.
დისველის სკოლის, ხელოვნების პედაგოგის, ბატონი ედნარ აბულაძის დახმარებით, სკოლამ უამრავ წარმატებას მიაღწია და გვანცას ნამუშევრებიც ამ უწყვეტი ჯაჭვის თანმდევი ღერძია. ზოგად ნამუშევრებში ხშირად იკვეთება ადმიანების ღირსება და ერთგვარი პატიოსნება, სწორედ მსგავსი შეხედულებით ასახავს თავის ბავშვურ სამყაროს გვანცა. ნათლად გამოკვეთს სიყვარულს ბუნების ადამიანების, გარემოს მიმართ, სადაც უწევს არსებობა და იმ სიკეთის გაზიარება, რომელიც დიდი მონდომებით დაანათლეს მისმა მშობლებმა. გვანცას ხელოვნების უზადო ნიჭი მარტო სახვით შემოქმედებაში როდი აისახება, ის გადასარევად კითხულობს ლექსებს, ცეკვავს ქართულ ნაციონალურ ცეკვებს და დისველის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეა. არის უღალატო და ერთგული საკუთარი საქმის და ზოგადად, ადამიანების მიმართ. მე, პირადად, როგორც მისი ინგლისური ენის პედაგოგი, ბევრჯერ მასახელა როგორც უცხოენოვან, ასევე ქართულენოვან ღონისძიებებში. მსურს დავძინო, რომ ასეთი შეუპოვარი, რეალიზებული და მებრძოლი სულის მოსწავლე რთულად წარმოსადგენია. გულწრფელად ვუსურვებ გვანცას წარმატებას და ბედნიერ, ია-ვარდით მოფენილ გზას!“- წერს პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო
სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება
„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა