გორის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტი ბრწყინვალედ გაიარეს
15-07-2020
დაკოპირებულია
-
+
გორის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერადაც, 28 ივნისის შემაჯამებელ ტესტში მოსწავლეებმა - საბა ხარიბეგაშვილმა, ირაკლი ბაინდურაშვილმა, ანასტასია აბალაკიმ და თამარ თარხნიშვილმა ოქროს დიპლომები მოიპოვეს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.