სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოეფერეთ მშობლებს, აგრძნობინეთ ცოცხალს, სიყვარული და სითბო!“-დისველის საჯარო სკოლის მოსწავლის ემოციური ჩანაწერი
13-07-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის დისველის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე თამთა ბერიძე ჩანაწერს გვიზიარებს. თამთა მშობლების სიყვარულსა და მათ სიცოცხლეშივე დაფასებას გვირჩევს:

მოეფერეთ მშობლებს, აგრძნობინეთ ცოცხალს, სიყვარული და  სითბო!

„სად არის მამაჩემი? ვინ არის მამაჩემი? იქნებ წყალშია ანდა მიწაში, იქნებ ცაშია დიდ და უღრანში, იქნებ ის ხეა, ზედ რომ მიყურებს, იქნებ ის კენჭი, ძირს რომ აგდია. იქნებ ის ცრემლი დედის თვალებზე, იქნებ ის მზერა ბაბუს სახეზე. იქნებ ის გული ბებოს გულმკერდში, იქნებ ის ბრაზი ჩემ ძმის ხელებში, იქნებ ის მცველი გულის კარებში იქნებ წყალია, ჩვენს ორგანიზმში. იქნებ ის დროა უკვე გასული, წასული და მასსავით გადაკარგული, წყნარი მშვიდი და მივიწყებული, თან უხსოვარი განმტკიცებული მამაა ჩემი ღიმილი, ჩემი სევდა და ჩემი ამაგი. მამაჩემი ხომ ერთადერთია მამაჩემი ხომ ყველაფერია. ის ხომ მამაჩემია.

მშობელს ადამიანის ცხოვრებაში დიდი როლი და გამორჩეული ადგილი  უჭირავს, დედის  განსაკუთრებულობა, ჩემი აზრით, თვალის და გულის ნათელია, რადგან უფრო მეტ დროს ატარებს ბავშვთან  ურთიერთობაში. დედა ზრუნავს, ფიქრობს და განიცდის, ჩუმად უთქმელად გამოხატავს თავის წუხილს, ელვის სისწრაფით ჩნდება მაშინ, როდესაც  მხარდაჭერა და თანადგომა გვჭირდება. მთელი ცხოვრება უანგაროდ გვემსახურება, ნერვიულობს და ცრემლებსაც ღვრის, დედებზე ლექსებსაც წერენ. მაგრამ მამებზე რატომ არ წერენ ლექსებს? რადგან ის არასდროს ტირის? რადგან ის ყოველთვის მკაცრი ჩანს? რადგან მამები ბევრს გვიკრძალავენ? მამები სიყვარულს არც ისე ძლიერად გამოხატავენ, როგორც დედები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ნაკლებად ვუყვარვართ. უბრალოდ  ჩვენი ბედნიერება სურთ. ამბობენ: სანამ არ დაკარგავ მანამდე ვერ გაიგებ მის ფასსო? ამიტომ დააფასეთ  მშობლები სიცოცხლის ყველა ეტაპზე, გაამხნევეთ თქვენი სიყვარულით, მიეცით ძალა და იმედი, რომ გარდამავალ პერიოდში მათი ხსოვნა უკვდავი იყოს.  ახლა ალბათ ის ადმიანებიც კითხულობენ ამ წერილს, რომლებსაც ჩემსავით მამებთან ჩახუტება არ შეუძლიათ. გახსოვდეთ: იცხოვრეთ დღევანდელი დღით და დააფასეთ ის ადმიანები, ვინც სიცოცხლე გაჩუქათ და შეგინარჩუნათ!“-წერს მოსწავლე.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება