სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ხულოს საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა გამოსაშვები საღამო დისტანციურად გამართეს
10-07-2020
-
+


დაბა ხულოს საჯარო სკოლის მე-4 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა გამოსაშვები საღამო დისტანციურად გამართეს. 

მე-4 კლასის დამრიგებელი დალი დაისამიძე გახლავთ,4 კლასის ხელმძღვენელი კი - ნათია ჯორბენაძე.

მეოთხეკლასელებმა ლექსები წაიკითხეს, საცეკვაო ნომრები შეასრულეს, ხალხურ საკრავებზე დაუკრეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. მოსწავლეებმა ასევე სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ეფექტურად წარმართვისა და გაწეული შრომისათვის მადლობა გადაუხადეს. 

მოსწავლეებს დისტანციურად გამოეთხოვნენ პედაგოგებიც. 

„მოგესალმებით, ჩემო პატერებო! ჩვენი ოთხწლიანი თანამშრომლობა უკვე დასრულდა, მახსენდება თქვენი სკოლაში მოსვლა, პირველი დღე, თქვენი შიშითა და მოლოდინით სავსე თვალები....თქვენთან მუშაობა ჩემთვის იყო საინტერესო, მხიარული და სახალისო.. ოთხი წელი მუხლჩაუხრელად ვშრომობდით, თავს არ ვზოგავდით და შედეგზეც გავედით ისწავლეთ მეგობრობა, სიყვარული, ერთგულება ჯერ თქვენი ბავშვობის ლამაზი წლებია, სადაც ცა ცისფერია და მზე მზისფერი. მერე როცა გაიზრდებით ცოდნის ეს საფუძველი გზას გაგიკვლევთ, გაგინათებთ, სიკეთესა და ბოროტებას გაგარჩევინებთ, უამრავ მშვენიერებას აღმოგაჩენინებთ, სიცოცხლის სილამაზეს შეგაგრძნობინებთ...როგორი მონდომებითაც იყავით დაწყებით საფეხურზე სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართულები, მე მჯერა რომ იგივე შემართებით გააგრძელებთ მომდევნო საფეხურზე სწავლას, წარმოაჩენთ თქვენს შესაძლებლობებს, რითაც ძალიან გამახარებთ... გილოცავთ და გლოცავთ!!!! წარმატებული მომავალი გქონოდეთ და იმედია გაამართლებთ ჩვენს იმედებს.... მიყვარხართ, გეფერებით, გკოცნით თქვენი დალი მასწავლებელი“,- წერს დალი დაისამიძე.

იხილეთ მოსწავლეთა ღონისძიების ამსახველი ვიდეოები



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება