სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები კვალიფიკაციის ამაღლებაზე დისტანციური სწავლების პერიოდშიც აქტიურად ზრუნავდნენ
07-07-2020
-
+


ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები დისტანციურ სასწავლო პერიოდშიც ზრუნავდნენ კვალიფიკაციას ამაღლებაზე. მასწავლებლებმა ციფრული ტექნოლოგიების უკეთ დაუფლების მიზნით "ახალი სკოლის მოდელის" მხარდამჭერი ჯგუფის წარმომადგენლების გამოცდილება მოისმინეს.

„მიმდინარე საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, მოგეხსენებათ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სკოლები დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ. ციფრული ტექნოლოგიების სივრცეში სწავლა-სწავლების სრულყოფის მიზნით, სკოლის დირექტორის, ნანა გაგუას თანადგომით, კრიზისულ სიტუაციაში მყოფი მასწავლებლების Microsoff office 365-ის პროდუქტების ცოდნის გამოცდილება გაგვიზიარეს „ახალი სკოლის მოდელი-New School Model-ის მხარდამჭერი ჯგუფის წარმომადგენლებმა, კურიკულუმის ექსპერტმა ნინო ვაშალომიძემ, რომელიც, ასევე, ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების მენტორი მასწავლებელია, „ახალი სკოლის მოდელით“ მიღებული გამოცდილებით არაერთი სამუშაო შეხვედრა ჩაატარა დისტანციური სწავლების პრაქტიკის დახვეწის კუთხით.

დისტანციური სწავლების შინაარსობრივ მხარეს კონსულტირებას უწევდა ასევე ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი მზია შევარდნაძე. „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის ასისტენტი, რაც შეეხება კომპლექსური დავალებების სათანადო ციფრული რესურსებით უზრუნველყოფას, ამ მხრივ დახმარებას ტექნოლოგიების ექსპერტი ხათუნა რუსიეშვილი გაგვიწევს.

მადლობა „ახალი სკოლის მოდელის“ მხარდამჭერ ჯგუფებს ოზურგეთში, რადგან მათი უშუალო თანადგომითა და რეკომენდაციებით ყველა მასწავლებელი აქტიურადაა ჩართული სასწავლო პროცესის მართვის დისტანციურ რეჟიმში“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის დირექცია პირველკლასელებს სასკოლო ცხოვრების დაწებას ულოცავს

მოსწავლეთა დაბრუნებას სკოლაში განსაკუთრებულად ელოდნენ

მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს დირექტორმა მარეხი ფირცხელანმა და პედაგოგებმა

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება