სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„XXI საუკუნის მასწავლებელმა სწავლა უნდა გახადოს მიმზიდველი“-ქვაბღის საჯარო სკოლის დირექტორი თანამედროვე მასწავლებელზე საკუთარ აზრს გვიზიარებს
03-07-2020
-
+


Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად თანამედროვე მასწავლებელზე, რომლის ფარგლებში დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები საკუთარ მაგალითებს და ხედვებს გვიზიარებენ.  

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქვაბღის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და  პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ქიმიის კონსულტანტ-მასწავლებელი ნინო ფაილოძე XXI საუკუნის მასწავლებლის შესახებ საკუთარ აზრს გვიზიარებს:

„აქტუალური გახდა კითხვა - როგორი უნდა იყოს 21-ე საუკუნის მასწავლებელი?

21-ე საუკუნის მასწავლებელმა, პირველ რიგში, სწავლა უნდა გახადოს მიმზიდველი, უნდა შეეძლოს კომუნიკაცია და თანამშრომლობა მოსწავლეებთან, მოუსმინოს მათ, გაიგოს, რა აინტერესებთ, რა უხარიათ და რა სწყინთ, განუწყვეტლივ მუშაობდეს საკუთარ თავის განვითარებაზე, იყენებდეს სხვადასხვა საინტერესო მეთოდებს და აქტივობებს სასწავლო პროცესში, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებს, განსხვავებულად შეხედონ სწავლას და არ გახდეს მათთვის ეს პროცესი მოსაწყენი. მასწავლებელს არ უნდა ეშინოდეს სიახლის დანერგვის. მნიშვნელოვანია, ფლობდეს კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს, რათა შეძლოს ციფრულ რეჟიმში სწავლება და არსებული ინსტრუმენტების და მოწყობილობების ადაპტირება სასწავლო პროცესში.

როგორი მიდგომები უნდა გააჩნდეს მოსწავლეების მიმართ?

როგორ ზემოთ აღვნიშნე, აუცილებელია მოვუსმინოთ მოსწავლეებს და გავითვალისწინოთ მათი ინტერესის სფეროები, თითოეული მოსწავლე განსხვავდება ერთმანეთისაგან გარკვეული უნარ-ჩვევებით და აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა. ამით ხელს შევუწყობთ მოტივაციის ამაღლებას მოსწავლეებში, არსებული უნარების განვითარებას და ახლის გამომუშავებას. ასევე მნიშვნელოვანია მათი წინარე ცოდნის გათვალისწინება და ამ ცოდნაზე ახალი ცოდნის დაშენება და შემდეგ მიღებული ცოდნის გამოყენება რეალურ ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია, მასწავლებელი იყოს ფასილიტატორი, იყოს მოდელი, რას მოითხოვს მოსწავლეებისგან.

რა მეთოდებით უნდა ხელმძღვანელობდეს? რა უნარებს უნდა ფლობდეს? და თუნდაც, როგორ უნდა უწყობდეს ფეხს სიახლეებს? 

21-ე საუკუნის მასწავლებელი უნდა იყოს ლიდერი. ამისთვის უნდა ხელმძღვანელობდეს სხვადასხვა საინტერესო მეთოდებით, საკლასო ოთახში იყენებდეს ისეთ აქტივობებს, რომელიც მოსწავლეებს დააინტერესებს და ჩართავს სასწავლო პროცესში, მნიშვნელოვანია განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებში მასწავლებელი იყენებდეს ლაბორატორიას, მაგრამ ვინაიდან უმეტესი სკოლები არ არის შესაბამისად აღჭურვილი, ამიტომ მასწავლებელმა უნდა შეძლოს ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენება, ამისთვის კი აუცილებელია მას ჰქონდეს ასეთი უნარები გამომუშავებული. დისტანციური სწავლის დროს აქტიურად ვიყენებდი ვირტუალურ ლაბორატორიას, რამაც სასწავლო პროცესი კიდევ უფრო  საინტერესო გახადა. მასწავლებელი აუცილებლად უნდა იყოს ნოვატორი, ეს ერთადერთი პროფესიაა, რომელიც ყველა ადამიანს ეხმარება ცხოვრების თითქმის ყველა ეტაპზე წინსვლასა და წარმატებაში. ყველა პროფესიას ჰყავს თავისი მასწავლებელი, მასწავლებელსაც კი ჰყავს მასწავლებელი... ამიტომ აუცილებელია ვინც ამ პროფესიაში აპირებს შესვლას, გააზრებული ჰქონდეს, თუ რამხელა პასუხისმგებლობა ეკისრება, უნდა ჰქონდეს კომუნიკაციის კარგი უნარი, უყვარდეს თავისი საქმე და ეკიდებოდეს მაღალი პასუხისმგებლობით...

და ბოლოს, არ  უნდა დაგვავიწყდეს, მასწავლებელი არის ჩვეულებრივი ადამიანი, მასაც აქვს თავისი ცხოვრება, რომელიც ერთხელ ეძლევა ადამიანს  და ამ ცხოვრების უმეტეს ნაწილს უთმობს სკოლას და სხვისი შვილების აღზრდას, განათლებასა და სწორ გზაზე დაყენებას...უწოდებთ თუ არა გმირს, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია...ჩემთვის ჩემი ერთი პატარა მაღალმთიანი სკოლის თითოეული მასწავლებელი გმირია, რასაც ისინი აკეთებენ წლების განმავლობაში, საკმაოდ რთულ კლიმატურ პირობებში და რაც გააკეთეს დისტანციური სწავლის დროს, ნამდვილად აღსანიშნავი და დასაფასებელია, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას“,-წერს ნინო ფაილოძე.

სტატია გამოგზავნილია - თემის - თანამედროვე მასწავლებელი - აქტიური და პროფესიონალი გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სად ნახავენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს?

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა

 ანაზღაურება 3490 ლარია - რა თანამდებობაზე გამოაცხადა ვაკანსია მანდატურის სამსახურმა 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება