სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

22 ქვეყნის უძლიერეს მოსწავლეთა შორის პირველები - ქართველმა მოსწავლეებმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს
14-09-2017
-
+


15 წლამდე ასაკის მოსწავლეთა ნაკრები ბულგარეთიდან დაბრუნდა, სადაც სრულიად ევროპის პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს.

საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა ასეთი მაღალი რეიტინგის მქონე ოლიმპიადაზე, რომელში მონაწილე ბევრ ქვეყანას არათუ ევროპაში, არამედ მსოფლიო მასშატაბითაც კი უძლიერესი გუნდები ჰყავთ და ყოველთვის ლიდერის პოზიციები უჭირავთ, ძალიან მაღალი შედეგები აჩვენეს: ნიკოლოზ ბირკაძემ ოქროს მედალი დაიმსახურა და თან ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა, მან დიდი უპირატესობით აჯობა დანარჩენ მონაწილეებს. თეიმურაზ თოლორაიამ და იოანე კაპანაძემ ვერცხლის, ხოლო გიორგი კობახიამ ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს. ამ შედეგით საქართველო მონაწილე ქვეყნების უძლიერეს სამეულში მოხვდა.

ოლიმპიადა მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და მასში ევროპის 22 ქვეყნის უძლიერესი მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

გუნდს თან ახლდნენ და მოსწავლეების წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით მწვრთნელებს: გიორგი მანდარიას - ნაკრების ხელმძღვანელი (ლიდერი) და ზაზა გამეზარდაშვილს (თანალიდერი)


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება