სიახლეები
სკოლები

წარმატებულად დაძლეული გამოწვევები - ნამაშევის საჯარო სკოლა სასწავლო წელს აჯამებს
17-06-2020
-
+


2019-2020 სასწავლო წელი ოფიციალურად დასრულდა. მიმდინარე წელი კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, გამორჩეული იყო თავისი გამოწვევებით, დისტანციურ რეჟიმში გადატანილი სასწავლო პროცესით - სკოლების და პედაგოგების სამაგალითო თავდადებით. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლა სასწავლო წელს აჯამებს.

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლაში 2019 – 2020 სასწავლო წელი საკმაოდ წარმატებით და უჩვეულოდ წარიმართა. პირველი სემესტრის განმავლობაში დირექციის თანადგომითა და დახმარებით სკოლაში ჩატარდა სხვადასხვა ტიპის ღონისძიება. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული სასკოლო თუ სარაიონო კონკურსებში.

დამრიგებლების ნატო ონიანისა და შორენა მოსინავას ორგანიზებით სასწავლო წლის დასაწყისში ჩატარდა მასწავლებლის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. სკოლის მოსწავლეებმა მიულოცეს მასწავლებლებს ეს ლამაზი დღე და სამახსოვრო ბარათები გადასცეს.

მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული ხელოვნების მასწავლებლის ლალი ხვადაგიანისა და სპორტის მასწავლებლის, გურამ ჩანქსელიანის ორგანიზებით განხორციელებულ სოციალურ პროექტებში გარემოს დაცვასთან და ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით. პროექტების ფარგლებში ჩატარდა კონკურსები,
მრავალფეროვანი აქტივობები.

მათემატიკისა და ბიოლოგიის მასწავლებლების შორენა მოსინავას და სალომე ჩარგეიშვილის ორგანიზებით ჩატარდა ინტელექტუალური ვიქტორინა - „ბიო - მათი“, რაშიც მონაწილეობა მიიღეს VIII - X კლასის მოსწავლეებმა. აღნიშნული ღონისძიება ემსახურებოდა მოსწავლეებში ლოგიკური მსჯელობისა და აზროვნების განვითარებას.

დაწყებითი კლასების მასწავლებლების ნათია ბენდელიანისა და თვალმზისა გიორხელიძის ორგანიზებით ჩატარდა შემოდგომასთან დაკავშირებული ღონისძიება. მოსწავლეებმა ფოთლებისგან დამზადებული აპლიკაციებით მოაწყვეს გამოფენა. მშობლების ჩართულობით მოეწყო „შემოდგომის კუთხე“ სადაც გამოიფინა ხილი და ქართული ტრადიციული თიხის ნივთები. მოეწყო საშემოდგომო ზეიმი. ასევე მათი ორგანიზებით ჩატარდა საახალწლო ზეიმი სახელწოდებით - „ჯადოსნურ კუნძულზე“.

ნამაშევის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა „სვანიონები“ მონაწილეობა მიიღო დასავლეთ საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ფედერაციის ინიციატივით გამართულ სასკოლო ჩემპიონატში -„მან სან კანი“, „სვანიონებმა“. მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს. ერთ - ერთი მონაწილე, ამიკო ლიპარტელიანი გახდა გამარჯვებული ნომინაციაში „ფესტივლის აღმოჩენა“.

კორონავირუსის პანდემიის გამო ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლა აქტიურად თანამშრომლობდა მოსწავლეებთან და მშობლებთან და სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად წარმართავდა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით მასწავლებლები ითვალისწინებენ თითოეული მოსწავლის ოჯახურ მდგომარეობას, ინტერნეტთან ხელმისაწვდომობას. პედაგოგები მოსწავლეებს ინტერნეტისა და ტელეფონის საშუალებით ეკონტაქტებოდნენ.

ნამაშევის საჯარო სკოლა შეუერთდა მთავრობის სოლიდარობის ინიციატივას და სახელმწიფოსთვის ფინანსური დახმარების მიზნით მასწავლებლებმა ერთჯერადად საკუთარი ხელფასის 10 პროცენტი „Stop CoV ფონდში“ გადარიცხეს.

„ვულოცავთ ჩვენ საყვარელ მოსწავლეებს სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულებას. მშვიდობას და წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ. ერთმანეთის თანადგომით ყველა გამოწვევას წარმატებით გავუმკლავდებით. ერთად ყველაფერი გამოვა“, -აღნიშნავს ნამაშევის საჯარო სკოლის დირექტორი, მინდია გველებიანი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ნამდვილად დასაფასებელია მასწავლებლების დაუღალავი შრომა და მშობელთა აქტიური ჩართულობა დისტანციური სწავლების პროცესში წარმოქმნილ გამოწვევებთან გამკლავებისთვის. გულწრფელი მადლობა მათ ამისთვის“,-აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

მოსალოდნელია დიდთოვლობა, ქარბუქი, ლიპყინული... - სააგენტოს გაფრთხილება

პრემიერის თქმით, 2026-2027 სასწავლო წლისთვის ტექნიკური უნივერისტეტი პროგრამების ნაწილზე მიღებას არ გამოაცხადებს - დეტალები

პედაგოგები, კვირაში ორჯერ, ვებინარებს დაესწრებიან - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

2026 წელს ორი კლასი ერთად დაასრულებს საფეხურს - რომელ მოსწავლეებს ეხებათ ცვლილება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

მოსწავლეებმა შერჩეული ნაწარმოებებიდან საყვარელი ეპიზოდები წაიკითხეს

ღონისძიებაზე მთელი წლის ბრწყინვალე შედეგებისთვის დაჯილდოვდნენ სკოლის III კლასის მოსწავლეები

ყველაზე სასიამოვნო სიურპრიზი ბავშვებისთვის „მკითხველთა“ შემადგენლობა აღმოჩნდა

მოსწავლეებმა შერჩეული ნაწარმოებებიდან საყვარელი ეპიზოდები ხმამაღლა წაიკითხეს

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება