სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ პროექტი -„საქართველოს დამოუკიდებლობა“ განხორციელდა
02-06-2020
-
+


„საქართველოს დამოუკიდებლობა“ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლაში ონლაინ პროექტი განხორციელდა. პროექტში IX-X კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ. პროექტის ორგანიზატორი იყო ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი.

„26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა სცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს მოახდინა. სასწავლო პროცესი რომ გაგრძელებულიყო, აუცილებლად აღვნიშნავდით ამ დიდებულ მოვლენას, როდესაც საქართველო გათავისუფლდა რუსული გავლენისგან, გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, მისი დამოუკიდებლობა საერთაშორისო ასპარეზზე ევროპის ქვეყნებმა სცნეს.

სწორედ ამ თემას მიეძღვნა ონლაინ პროექტი ისტორიაში, რომელიც მოამზადეს სავანეთის საჯარო სკოლის  მეცხრე-მეათე კლასის მოსწავლეებმა, ორგანიზატორი: სავანეთის საჯარო სკოლის ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგი: ლამზირა ოსეფაშვილი.

პროექტი მიზნად ისახავდა მოსამზადებელ ეტაპზე ლამზირა ოსეფაშვილის მიერ ისტორიის გაკვეთილის ჩატარებას თემაზე: „1919 წლის 26 მაისი“, რომელიც ინფორმაციულ ხასიათს ატარებდა. მოსწავლეებმა ნახეს მედიარესურსები, გაეცვნენ   არქივიდან მასალებს, ცნობებს, მათ ინტერესი გაუღვივდათ და შეემზადნენ სასწავლო პროექტის განსახორციელებლად. ეს აქტივობა მეშვიდე კლასიდან მეთორმეტე კლასში იქნა გამოყენებული, თუმცა პროექტზე სამუშაოდ  მეცხრე-მეათე კლასის მოსწავლეები შეირჩნენ.

                             პროექტის ეტაპები:

  1. ცნობიერების ამაღლება 1918 წ 26 მაისთან დაკავშირებით, საინფორმაციო გაკვეთილის ჩატარება;
  2. ნახატების შექმნა;
  3. ესეებზე მუშაობა.

მოსწავლეებმა შეძლებისდაგვარად მიიღეს მონაწილეობა, საინტერესო ნახატი წარმოადგინა მეცხრე კლასის მოსწავლემ: ვუსალა ალაგოზოვამ, ესეში საკუთარი დამოკიდებულება გამოხატა მეათე კლასის მოსწავლემ ნარმინ დუნიამალიევამ. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები აზერბაიჯანელები არიან,  ფლობენ  სახელმწიფო ენას, დაინტერესებულები არიან მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის აქტივობებში, მათი ჩართულობით მრავალი სოციალური პროექტია განხორციელებული, ახერხებენ სხვადასხვა ჯგუფებთან ინტეგრაციას. ამგვარ პროექტებში ჩართვა მათ უმაღლებს მოტივაციას, თავდაჯერებულობას მატებს და უმუშავდებათ ისეთი უნარ- ჩვევები, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, პრობლემების გადაჭრა,  შემოქმედებითი აზროვნება და ა. შ. სასწავლო პროცესიც საინტერესო ხდება და სკოლაში იქმნება მშვიდობიანი  გარემო“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება