სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დაგილოცავთ პირველ ნაბიჯებს ცხოვრების დიდ გზაზე“- ბათუმის N26 სკოლის დირექტორი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
20-05-2020
-
+


ბათუმის N26 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ გოგიშვილი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას წერილით ულოცავს. 

„ჩემო ძვირფასო მე-12 კლასელებო უჩვეულოდ, დისტანციურ რეჟიმში ვაცილებთ კიდევ ერთ დაფრთიანებულ მომავალს!

ჩემო საყვარელო ბავშვებო, ხვალიდან უკვე ჩვენი დიდებო, პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ხართ გამორჩეული თაობა, ღირსეულად რომ გადახვედით რეალური საკლასო ოთახიდან ვირტუალურში და რომ პანდემიის ფონზე გაგებით მოეკიდეთ სკოლასთან დისტანციურ გამომშვიდობებას.​

დაგილოცავთ პირველ ნაბიჯებს ცხოვრების დიდ გზაზე, თქვენი ბავშვობა ხომ ბოლო საათებს ითვლის, მინდა იყოთ წარმატებულები, ლაღები, ბედნიერები! არასოდეს შეუშინდეთ დაბრკოლებებს, იარეთ წინ დასახული მიზნისკენ, სწორედ მიზანდასახულობა არის წარმატების საწინდარი.

ჩვენ, პედაგოგებმა, ადმინისტრაციამ, სკოლის პერსონალმა შევძელით ყოველმხრივ განვითარებულ, საღად მოაზროვნე პიროვნებებად ჩამოყალიბებულიყავით, თქვენ უნდა შექმნათ საქართველოს ღირსეული მომავალი, ისეთი, თქვენით რომ ვიამაყებთ!!! მადლობა რომ გაგვილამაზეთ 12 წელი, თქვენი ჩვენთან ყოფნით. დიდი ცხოვრების გზას დაგილოცავთ! მენატრებით და მიყვარხართ. თქვენი, ჯერ კიდევ დირექტორი თამარ გოგიშვილი“, - წერს ბათუმის N26 საჯარო სკოლის დირექტორი.

იხილეთ ფოტოები

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება