სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

სკოლებს სექტემბრიდან ორ ცვლაზე გადაწყობა მოუწევთ? - გამოწვევები, რომლის წინაშეც განათლება კორონავირუსმა დააყენა
21-05-2020
-
+


ახალი კორონავირუსი არსად აპირებს წასვლას და ჩვენ მასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ“, - ასეთია ეპიდემიოლოგების პროგნოზი და აქედან გამომდინარე, ჩნდება უამრავი კითხვა, რომელსაც, იმედია, პასუხები გაეცემა. უფრო კონკრეტულად კი საინტერესოა, რა რეკომენდაციების შესრულება მოუწევთ სკოლებს სექტემბრიდან იმისთვის, რომ მოსწავლე-მასწავლებელისა თუ სკოლის სხვა თანამშრომლების, თუნდაც მშობლების და მთლიანად საზოგადოების, უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული?!

შესაძლოა, ამ საკითხზე ახლა საუბარი ცოტა ნაადრევი ჩანდეს, მაგრამ მის მოგვარებას გარკვეული დრო სჭირდება და რაც მალე გაირკვევა დეტალები, მით საფუძვლიანად მოვემზადებით სხვადასხვა გამოწვევისთვის.

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელმა, მაია კობახიძემ სწორედ „ეტალონთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ სკოლებს გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება მოიწევთ - სოციალური დისტანცირებით დაწყებული, მოსწავლეთა თერმოსკრინინგით დასრულებული; აღარაფერს ვამბობთ ჰიგიენის ნორმების დაცვასა და სადეზინფექციო საშუალებების მარაგზე.

ეს საკითხი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმაც განავრცო და აღნიშნა, რომ სოციალური დისტანცირება, სავარაუდოდ, დარჩება დღის წესრიგში; შესაბამისად, გამოდის, კლასში 25 მოსწავლე ვეღარ იჯდება. ხათუნა ზახაშვილმა ისიც განმარტა, რომ ამ რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო იქნება.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩნდება კითხვა - როგორ შეძლებენ სასწავლო დაწესებულებები მოსწავლეების დისტანცირებას? თუ გავითვალისწინებთ, რომ თითოეულ კლასში, საშუალოდ, 20-ზე მეტი ბავშვია (მცირეკონტინგენტიან სკოლებს არ ვგულისხმობთ), ეს შეუძლებელი იქნება კლასის გაყოფის გარეშე, ასეთ დროს კი სკოლას არა მხოლოდ საკლასო ოთახების გამოთავისუფლება და პედაგოგების დამატება, არამედ ორ ცვლაზე გადაწყობაც მოუწევთ. ეს კი, ავტომატურად, პედაგოგების სკოლაში ყოფნის საათებსაც გაზრდის და კომუნალურ გადასახადსაც.

როგორ მოაგვარებენ სკოლები ამ საკითხებს,  მას შემდეგ გაირკვევა, რაც კონკრეტული რეკომენდაციები დეტალურად გახდება ცნობილი, თუმცა მანამდე, კიდევ ერთი საკითხი, ჰიგიენის ნორმების ზედმიწევნით დაცვაა, რაც ზოგ სკოლაში, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას სოფლებში, სადაც სასწავლო დაწესებულებებს ნორმალურად წყალიც კი არ მიეწოდებათ.

მორიგი საკითხი მოსწავლეების თერმოსკრინინგია - საინტერესოა, ამ საქმისთვის სკოლებს კომპეტენტური კადრების დამატება დასჭირდებათ თუ სიცხე მანდატურებმა უნდა ზომონ? მით უმეტეს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ექთანი ყველა სკოლას არ ჰყავს.

ეს ის საკითხებია, რომლებიც ახლა იკვეთება და რომლის წინაშეც სექტემბრიდან სავარაუდოდ, ყველა სასწავლო დაწესებულება დადგება, ასე რომ ყველა კომპეტენტურ ინსტანციას სერიოზული სამუშაო ელის, რადგან საქმე მომავალი თაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ეხება. ამიტომაც ვსაუბრობთ ახლა და ვსვამთ კითხვებს, რისი უფლებაც უდავოდ გვაქვს.

ასევე დაგაინტერესებთ:

მასწავლებლების ნაწილს სექტემბრიდანაც სახლში დარჩენა მოუწევს? - წესები, რომლებიც სკოლებმა ახალი სასწავლო წლიდან უნდა დაიცვან


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მაგისტრანტების საყურადღებოდ - ვისთვისაა სწავლა უფასო და რატომ არის შეზღუდული ვადებში აკრედიტებული პროგრამები

სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

250-ლარიან ფულად ჯილდოს მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები მიიღებენ

1-ელი ოქტომბრიდან მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერის ოდენობა იცვლება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საქართველოს სხვადსხვა უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ

„გვიხარია და ვამაყობთ, რომ სკოლა „ინტელექტის“ კიდევ ერთ ი მოსწავლე საკუთარ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ქმნის“

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გულითადად გილოცავთ ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპის დაწყებას“-„ინტელექტი“ სტუდენტობას ულოცავს კურსდამთავრებულებს

თბილისის N117 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან რობოტიკის კლუბი შეიქმნება - გაეცანით დეტალურ ინფომაციას

გაიცანით, განძის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთა მიღწევებითაც ყველა ამაყობს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება