სიახლეები
საინტერესო , რჩევები

როგორ უნდა გაიხსნას სკოლები პანდემიის შემდეგ - კლასის გაყოფა, მონიშვნები იატაკზე, ზოგი მეცადინეობის ონლაინ ჩატარება, გარე სივრცეების გამოყენება
22-05-2020
-
+


მილიარდნახევარი მოსწავლის სკოლაში დაბრუნება მნიშვნელოვანი შვება იქნება, როგორც მშობლებისთვის, ისე მთავრობებისთვის. მშობლები შეძლებენ დაუბრუნდნენ სამუშაოს, ქვეყნების ეკონომიკა გააგრძელებს მუშაობას. მაგრამ ​კორონავირუსის მომავალი აფეთქებების საფრთხე კვლავ რჩება. რადგან სკოლები, ამ სრულიად უჩვეულო სიტუაციასთან გამკლავებას ჯერ მხოლოდ სწავლობენ, არსებობს ბევრი კითხვა, რომლებიც უნდა გადაწყდეს. კერძოდ, როგორ უზრუნველყონ სასწავლო დაწესებულებებმა მოსწავლეთა უსაფრთხოება და როგორ გაზარდონ ონლაინ სწავლების პოტენციალი.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ექსპერტები საიტ - OECDeduToday.com-ის პუბლიკაციაში გვიზიარებენ რჩევებს თუ როგორ უნდა გაიხსნას სკოლები კარანტინის შემდეგ.

ზოგიერთი ქვეყნები პანდემიის დასაძლევად ღონისძიებების შემოღებას მხოლოდ იწყებენ, სხვები კი შეზღუდვებს ხსნიან. სკოლები უკვე გაიხსნა დანიასა და ნორვეგიაში. სკოლების გახსნისთვის კარგი დროის განსაზღვრა რთულია. ტესტირება და კვლევა - იმ მნიშვნელოვან მეთოდებს შორისაა, რომლებიც ამ საკითხის გადაწყვეტაში უნდა იყოს დამხმარე.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ფიზიკური სწავლებისთვის გარემოს შექმნა.

„სკოლების გახსნა საგულდაგულოდ უნდა იყოს დაგეგმილი, ჯანმრთელობის სამინისტროების რეკომენდაციების გათვალისწინებით და შეთანხმებით“, - გვირჩევს ახალი ზელანდიის განათლების სამინისტროს განათლების ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი კიმ შენონი. რა თქმა უნდა, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, რა გავლენას მოახდენს კორონავირუსის პანდემია ცალკეულ ქვეყნებსა და მათ მდგრადობაზე.

ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ სამი სფეროს მნიშვნელობას:

  • ახალი ჰიგიენური ჩვევების წახალისება;
  • სკოლებში სოციალური დისტანციის ხელშეწყობა;
  • ინტერნეტში სწავლების დახვეწა;
როგორც კი სკოლები ისევ გაიხსნება, ყველას მოსთხოვენ ხელების რეგულარულ დაბანას და ხველისა და ცემინების დროს ცხვირსახოცის ან იდაყვის აფარებას. სკოლებმა უნდა იფიქრონ იმაზე, თუ როგორ უნდა განახორციელონ რიგი დამატებითი ზომები, კერძოდ, შემდეგი:

  • სივრცე და მომსახურება: სკოლებს დასჭირდებათ სანიტარულ-ჰიგიენური შენობები, რომლებიც სოციალური დისტანცირების შესაძლებლობას იძლევა. შესაძლოა საჭირო გახდეს შენობა, რომელიც უზრუნველყოფს, მათ იზოლაციას, რომელთა მიმართაც ინფექციის არსებობის შესახებ ეჭვი არსებობს. ​საჭირო გახდება სკოლის შენობების დამატებით დალაგება და ღრმა დასუფთავება ან რეგულარული ინტერვალებით დეზინფექცია.
  • ჰიგიენური საშუალებების შესყიდვა: სანიტარულ-სადეზინფექციო გელები, მაგალითად, აუდიტორიაში შესვლამდე გამოსაყენებლად, ანტიბაქტერიული ხელსახოცები მაგიდებისა და სკამების გასაწმენდად, პირბადეები და/ან ხელთათმანები. ალბათ, უპირატესობა უნდა მივანიჭოთ დისპენსერის თხევად საპონს და არა მის მყარ ფორმებს.
  • სპეციალური სწავლება: სკოლებში შესაძლოა საჭირო გახდეს მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის და პერსონალისთვის ჰიგიენური და ბარიერული წესების და ასევე კორონავირუსის სიმპტომების და მისი შედეგების შესახებ დამატებითი სწავლება.
სოციალური დისტანცირება სკოლებში

სკოლებში სოციალური ან ფიზიკური დისტანცია ნიშნავს, რომ სკოლის მოსწავლეები ერთმანეთისგან და მასწავლებლისგან არანაკლებ ორი მეტრის დაშორებით უნდა იმყოფებოდნენ. პატარა ბავშვებისთვის ეს მარტივი არ არის. ასევე, ეს შუძლებელია სტანდარტული ზომის - 60 მ², 30 მოსწავლისგან შემდგარ კლასში.

კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება შესაძლებელია სასწავლო განრიგის შეცვლით. მაგალითად: თითოეული კლასის დაყოფა მცირე ჯგუფებად, სასკოლო საათების შემცირება, დილის და საღამოს ცვლების შემოღება, დიდი სივრცეების, ( მაგ: სასადილოს, სპორტდარბაზების, ბიბლიოთეკების და დარბაზების) გარდაქმნა. ჰიბრიდული ვარიანტი შესაძლოა იყოს, ზოგიერთი მეცადინეობის სკოლაში ჩატარება, სხვების კი ონლაინ რეჟიმში.

ძირითადი ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რაც სკოლის შენობის შიგნით ხდება, ახლა კი რაც შეეხება, გარე სივრცეს - ზომიერ კლიმატურ პირობებში, შესაძლებელია სკოლების შენობების გარშემო არსებული გარე სივრცეების გამოყენება სწავლა-სწავლებისთვის, სანამ ამინდი ამის შესაძლებლობას იძლევა.

სკოლის შენობის კარგად განიავება, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ადრე. სკოლის ავეჯი შესაძლოა გამოყენებული იყოს მოსწავლეთა დასარწმუნებლად, რომ ერთმანეთს ორ მეტრზე ნაკლები მანძილით არ მიუახლოვდნენ, სხვა გადაწყვეტილებები, მინიმალური მანძილის უზრუნველსაყოფად, იატაკზე გრაფიკულ ელემენტებს დატანას მოიცავს (როგორც სუპერმარკეტებში რიგებში).


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

იცვლება თუ არა სკოლების დაფინანსების მოდელი - რა ხარჯები დაიფარება ბიუჯეტიდან

„მასწავლებელთა პრემიები სამინისტროდან არ მოდის... მიმართეთ რესურსცენტრს“ - ოფიციალური განმარტება ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით

„ელჟურნალის სტატისტიკის მონაცემებში დაფიქსირებულია ტექნიკური ხარვეზი“ - როდიდან განახლდება სტატისტიკა

მოთოვს თუ არა ახალი წლის ღამეს -  ამინდის შესახებ სააგენტო გვაფრთხილებს

მინისტრის გადაწყვეტილება ყველა საჯარო სკოლას ეხება - სამეურვეო საბჭოს შემდეგ, ინიციატივას პირდაპირ სამინისტრო განიხილავს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი თოვლის ბაბუის გამოჩენა გახდა

მოსწავლეებმა წელიწადის ოთხი დრო - გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი - სპექტაკლის სახით წარმოადგინეს

საახალწლო ზეიმი იქცა შესაძლებლობად, ერთად გაგვეზიარებინა წლის განმავლობაში დაგროვილი შრომის შედეგები

17 დეკემბერს, სკოლაში ჩატარდა ლიტერატურულ-შემეცნებითი საღამო სახელოწოდებით - „ფიროსმანი“

მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედება მაყურებლების წინაშე ქართულ და სომხურ ენებზე

საინტერესო

მთავარია, წერილების გახსნის პროცესი იყოს ემოციურად დადებითი და ინსპირაციული, რაც ბავშვებს უკეთ გაახსენებს საკუთარი მიზნების მნიშვნელობას 

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება