სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე აღინიშნება და ეროვნულ დღესასწაულად არის გამოცხადებული
12-05-2020
-
+


12 მაისს წმინდა ანდრია მოციქულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე - იმედის დღე აღინიშნება.

წმინდა სინოდმა 2018 წელს მიიღო გადაწყვეტილება, 12 მაისი საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დადგენილიყო და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებულიყო. პარლამენტმა კი 2019 წელს დაამტკიცა და სწორედ ამ დროიდან დაწესდა ეს დღესასწაული. მანდამდე კი მხოლოდ ანდრია მოციქულის ხსენების დღე აღინიშნებოდა და უქმე დღედ არის გამოცხადებული.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 2 ათასი წლის მანძილზე ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ დიდწილად განსაზღვრა საქართველოს თვითმყოფადობა, კულტურა და ისტორია. საქართველოს მოსახლეობისთვის ღვთისმშობლის წილხვდომილობა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოვლენას და შესაბამისად - ეროვნულ დღესასწაულს.

„ეს დღესასწაული სცილდება მხოლოდ რელიგიურ საზღვრებს და საყოველთაო ზეიმის ხასიათს იძენს. ღვთისმშობელი საქართველოს მართლმადიდებელთათვის მუდამ იყო, არის და იქნება ქვეყნის გადარჩენის უპირველესი საწინდარი, სიმბოლო ურყევი სასოებისა - ანუ იმედისა. მშვიდობისა და კეთილდღეობის იმედი, ახლობელი და გამაერთიანებელია ჩვენი ქვეყნის ყოველი მოქალაქის. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივი და კანონზომიერი იქნება, რომ ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულს დაერქვას - იმედის დღე“, - აცხადებენ საპატრიარქოში.

რაც შეეხება, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს:

წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას ღვთისმშობელმა მოუწოდა და ამცნო, რომ წმ. ანდრიას ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა. წმინდა მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია

„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება

 საგრანტო კონკურსის ქულები გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შედიოდა - სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა ცნობლია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება