სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლების და აბიტურიენტების საყურადღებოდ - რა შემთხვევაში დაიბრუნებთ სრულად ზედმეტად გადახდილ თანხას?
07-05-2020
-
+


2020 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციისას ზედმეტად (შეცდომით) გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადები მიიღება, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, 8 მაისიდან  8 ივნისის ჩათვლით.
 
განცხადებას უნდა დაერთოს:

  • აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა, ან მშობლის შემთხვევაში, არასრულწლოვანი პირის დაბადების მოწმობა).
  • ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება.
 
 
გაითვალისწინეთ!  საფასური სრულად ბრუნდება:

  • თუ პირი არ დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ან სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში  ან  2020 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე უარი განაცხადა გამოცდებში მონაწილეობის მიღებაზე;
  • თუ პირი არ დარეგისტრირდა საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში,  ან  2020 წლის 30 აპრილის 18:00 საათამდე უარი განაცხადა გამოცდაში მონაწილეობის მიღებაზე;
  • თუ მასწავლებლობის მსურველი არ დარეგისტრირდა დადგენილ ვადებში, ან 2020 წლის 30 აპრილის 18:00 საათამდე უარი განაცხადა საგნის ტესტირებაში მონაწილეობის მიღებაზე.
  • თუ აბიტურიენტი ვერ მოიპოვებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – ატესტატს;
  • თუ საფასური გადახდილია რეგისტრაციისათვის განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, გადამხდელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

ეროვნულებზე ახალი სავალდებულო საგნის გამოცდა ემატება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ხედვის წერისას, ამ 9 შეცდომის გამო ქულა დაგაკლდებათ - რა უნდა გაითვალისწინოთ

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

სკოლები

სკოლის დირექცია არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატებს წარმატებას ულოცავს

ვაჟთა და გოგონათა გუნდებმა ხელბურთის შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება