სიახლეები
სკოლები

„იქნებ დროა გავათავისუფლოთ ოცნება, რომელიც ზღაპრული ჯინივით ბოთლშია გამომწყდეული“ - ფოთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლის ჩანახატი
07-05-2020
-
+


ფოთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე თეკლა დუნდუა, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ცვლილებებს ჩანახატში გადმოსცემს და საკუთარ განცდებს გვიზიარებს. მოსწავლის ნამუშევარს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:

                                                                           მონატრების ერთი თვე

კოვიდ19-ის ბობოქრობის ჟამს, ალბათ, არავის დასჭირდება დიდი ძალისხმევა, რათა საკუთარი თავისთვის ერთი მდუმარე საათი გამოვნახოთ. თუმცა ერთი კი არა, უკვე ვინ იცის, მერამდენე მდუმარე საათს ვითვლი ჩემი საძინებლის კედლებს შორის საწოლზე კომფორტულად მოკალათებული. 

და მაინც, ყველა ჩვენგანს  დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რომ დაძაბული და შეშინებული თვალები, თუ ყურები მოვაცილოთ ეკრანებს, იქნება ეს ჩვენი სმარტფონისა თუ ტელევიზორის, რომლებისგანაც მუდამ არც თუ ისე სასიამოვნო სიახლეს ველით. დარაბებს მიღმაც ცოტათი უცნაური გაზაფხული დაგვდგომია. ყველა ასე თუ ისე შეშინებულები და დაზაფრულები ვატარებთ იმ მდუმარე საათებს, რომლებიც კოვიდ19-მა ჩვენთვის ‘’გაიმეტა’’.

მაგრამ ფრედერიკ ბრეგბედერის თქმის არ იყოს, ყველაფერი ხომ წარმავალია. გარდაუვალი მხოლოდ სიკვდილია, რომელიც არც ვიცით , როდის დაგვატყდება თავს.  ალბათ ყველას რომ წინასწარ გვცოდნოდა ჩვენი სიკვდილის დღე, დარჩენილ დროს სულ სხვანარაიდ გამოვიყენებდით. თუმცა, ისევ ფრედერიკ ბრეგბედერის თქმით, სიკვდილი ერთადერთი პაემანია, რომელიც ჩვენს ორგანაიზერებში ვერ ჩაიწერება. 

იზოლაციის პირობებში, რომელიც უკვე გმირობასაც კი უტოლდება, მრავალ შიშნარევ გრძნობასთან ერთად კითხვებიც გამჩენია: ნუთუ საჭირო იყო ვირუსი, რათა დაგვეფასებინა ჩვენი დრო, რომელიც ხშირად მუდმივი გვგონია? ნუთუ საჭირო იყო კოვიდ 19, რომ საკუთარი თავისთვისა და გრძნობებისთვის თუნდაც რამდენიმე საათი გამოგვენახა?

სამყარო ჩქარი და დაუღალავი რიტმით მოძრაობს და როგორც გვეუბნებიან, ფეხი აუცილებლად უნდა ავუწყოთ, რათა არ ჩამოვრჩეთ და გადავრჩეთ. თუმცა არავის უთქვამს, რომ სიჩქარისგან გათანგულებს შეგვიძლია „შესვენების“ აღება. რა თქმა უნდა, სამყაროსთან ჰარმონიულმა მოძრაობამ ბევრი სასიკეთო ცვლილება მოგვიტანა , თუმცა უწყინარი ფეხის აწყობა მაინც ზღვარგადასულ  სიჩქარეში გადაგვეზარდა ... და ამ სასოწარკვეთილ სიჩქარეში დაგვავიწყდა ჩვენი გრძნობები, მისწრაფებები, ოცნებები, დავკარგეთ საკუთარი თავი და ერთმანეთი, საფრთხის წინაშე დავაყენეთ ბუნება და საზოგადოება. ვირუსმა კი ,რომელიც ალბათ ისევ და ისევ ჩვენი მონატრების ერთი თვე ძალიან სევდიანი და მტკივნეულია. მრავალი მსხვერპლი გავიღეთ, თუმცა თუ მოვლენებს ცოტათი უფრო პოზიტიური თვალით შევხედავთ იმ გამოთავისუფლებულ საათებსაც დავინახავთ, რომლებიც ალბათ ჩვენი შანსია! ყოველდღიური საქმეებისგან თავდახსნილებს დაგვრჩა დრო, რომ საკუთარ თავსა და ერთმანეთს დავუბრუნდეთ, ღირებულებები და პრიორიტეტები გადავაფასოთ და საკუთარი ენერგია საყვარელ საქმეებში დავხარჯოთ: ვიკითხოთ, ფილმებს ვუყუროთ, მუსიკას ვუსმინოთ, ვხატოთ, ვიმღეროთ... იქნებ სახლებში გატარებული მდუმარე საათები დაგვეხმაროს, რომ უკეთ გავიგოთ სამყაროს ენა, უკეთ გავუგოთ ერთმანეთს! ჯერომ სელინჯერის პერსონაჟის მსგავსად ახლა „ასეთ დინებაში“ ვართ მოხვედრილი და ჩვენვე უნდა გამოვაღწიოთ აქედან. ის საათები კი რომლებსაც საკუთარ თავთან ვატარებთ, ნამდვილად დაგვეხმარება კრიზისული სიტუაციის დაძლევაში. მეტიც , მდუმარე საათებმა შესაძლოა იმაზე მეტი სარგებელი მოგვიტანოს, ვიდრე უბრალოდ პანდემიის დამარცხებაა. 
ამ დღეებმა სამყაროს შიშთან და მსხვერპლთან ერთად დიდი გამოცდილება შესძინა! ამ საათებმა სამყაროს 

ასწავლა, რომ დისტანცია მოვლენებისა და საკუთარი თავის სწორად შესაფასებლად აუცილებელია! მდუმარე წუთებმა დაგვანახა გმირები, რომლებიც საათების განმავლობაში თავდაუზოგავად ზრუნავენ მოსახლეობის უსაფრთხოებაზე! ამ წამებმა შანსი მოგვცა, რომ „აღვმდგარიყავით“ , საკუთარი თავი კვლავ გვეპოვა, თავად გავმხდარიყავით გმირები, რომლებმაც  ვიცით, თუ რა ძალა აქვს ერთიანობას, ურთიერთპატივისცემეს, სიყვარულსა და მოთმინებას! 

იმ ქაოსის გავლის შემდეგ, რომელიც ჩვენი სახლების ფანჯრებს მიღმაა, ჩვენ საკუთარი თავისა და ერთმანეთის მიმართ, ალბათ აღარ ვიქნებით ისეთივე სასტიკები და დაუნდობლები როგორიც აქამდე იყავით... სამყაროს თავისი ენა აქვს, რომელიც მუდმივად  დაკავებულებს არ გვესმოდა ხოლმე. ახლა კი სწორედ ჩვენი დუმილი გვასწავლის სამყაროს ენას , დაგვაბრუნებს საკუთარ თავთან , ერთმანეთთან!

იქნებ დროა გავათავისუფლოთ ჩვენი ფიქრი და ოცნება , რომელიც ზღაპრული ჯინივით ბოთლშია გამომწყდეული და თავისი გაჩენის დღიდან სწორედ თავისუფლებას ელოდება! იქნებ დროა, მეტად ვიზრუნოთ, გავუგოთ , მოვუფრთხილდეთ  და გვიყვარდეს ერთმანეთი...

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„ვარსკვლავების“ დაჯილდოების ცერემონიამ ბათუმში სრული ანშლაგით ჩაიარა - Izrune.ge-ს მნიშვნელობაზე მოსწავლეთა მშობლები საუბრობენ

ბაღებში დასაქმებულთა ღირსეული ანაზღაურების სისტემა და განათლების დივერსიფიცირებული მოდელები - კიდევ რა ცვლილებების დანერგვას ითვალისწინებს დოკუმენტი

NAEC-მა რეგისტრაცია გამოაცხადა - ტესტის ნიმუშები და მაქსიმალური ქულები ცნობილია

გრიფირებული სახელმძღვანელოს ავტორის სამოდელო გაკვეთილი - მასწავლებლის სახლი სემინარს ჩაატარებს

როგორ შეხვდეს დღესასწაულს ისე, რომ მომავალმა წელმა ბედნიერება, წარმატება და იღბალი მოუტანოს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პედაგოგებმა მოსწავლეები არაერთ სახალისო, შემოქმედებით აქტივობაში ჩართეს

„იყო თემის გაშლაც და მოსწავლეთა ცოდნის ჩვენებაც, ამ ყველაფერში კი ჩანდა მასწავლებლის უდიდესი შრომა“

სპექტაკლის რეჟისორი გახლავთ დათო დარსალია, კლასის ხელმძღვანელი კი - ნათია თოლორდავა

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია კლასის ხელმძღვანელმა რუსუდან თევანიანმა

საინტერესო

მთავარია, წერილების გახსნის პროცესი იყოს ემოციურად დადებითი და ინსპირაციული, რაც ბავშვებს უკეთ გაახსენებს საკუთარი მიზნების მნიშვნელობას 

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება