| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის კონკურსი დაიწყო - მონაწილეობა შეუძლიათ IT მიმართულებით მომუშავე მასწავლებლებს, კერძოდ, ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის, კომპიუტერული ქსელისა და სისტემების, ქსელის ადმინისტრირების, ვებ-ტექნოლოგიების, Front-end დეველოპმენტისა და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპინგის პედაგოგებს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კანდიდატმა, 2025 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით, განაცხადის ფორმა უნდა შეავსოს შემდეგ ბმულზე:
https://forms.office.com/e/d6r86YC9Q6
დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ კონკურსში მონაწილეობის მსურველი მასწავლებლისთვის გაწეული რეკომენდაცია (დანართი N2-ის ფორმით) უნდა წარადგინოს საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის Eflow- ის საშუალებით ან პროფესიული უნარების სააგენტოს ოფიციალურ ელ. ფოსტაზე: info@geoskills.ge
კანდიდატები შეირჩევიან ბოლო 2 წლის განმავლობაში, პროფესიული საქმიანობის შედეგების ანალიზისა და მათი რეპლიკაციის გეგმის საფუძველზე.
სპეციალური კომისიის მიერ შეირჩევა 50 საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი, რომლებიც საქართველოში გაივლიან ტრენინგს თურქეთის რესპუბლიკიდან მოწვეული ექსპერტების მიერ.
პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, ტრენერების შეფასების საფუძველზე, 15 საუკეთესო მასწავლებელი სასწავლო ვიზიტით გაემგზავრება თურქეთის რესპუბლიკაში.
საერთაშორისო ვიზიტში მონაწილეობის შემდეგ თითოეული მასწავლებელი ვალდებული იქნება მიღებული ცოდნა და გამოცდილება ადგილობრივ კოლეგებს გაუზიაროს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე