| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია და უკვე ყოფილი აბიტურიენტები საკუთარ წარმატებებს სოციალურ ქსელში ასაჯაროებენ.
მათით ამაყობენ მშობლები, მასწავლებლები და იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორები, სადაც ახლა უკვე პირველკურსელებმა ცხოვრების უმნიშნელოვანესი 12 წელი გაატარეს.
მოსწავლეთა შედეგებით ამაყობს ხობის მუნიციპალიტეტის, საჯიჯაოს საჯარო სკოლაც; ბავშვები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათ შორის თბილისის, ილიას სახელმწიფო, ეროვნულ, კავკასიის, სოხუმის საერთაშორისო უნივერსიტეტებში განაგრძობენ სწავლას.
ეს არცაა გასაკვირი, რადგან საჯიჯაოს საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე და საგნობრივი ცოდნის გადაცემის პარალელურად, მათ უვითარებენ ისეთ უნარებს, რომლებიც ცხოვრების ყველა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.
გაიცანით საჯიჯაოს საჯარო სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები:
ანი თირქია - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 50 %-იანი გრანტი;
იმედი ახალაია - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
მაია ზარანდია - კავკასიის საერთშორისო უნივერსიტეტი;
სალომე ნადარაია - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
ანანო ფოცხორაია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ნინო ქარაია - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ლიზი ნადარაია - კავკასიის საერთშორისო უნივერსიტეტი;
ბაია შამათავა - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
საბა ტყებუჩავა - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ვახტანგ გვასალაია - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა