სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აპლიკანტები, რომლებიც საგრანტო გამოცდებზე გასვლაზე დღეს უარს იტყვიან, თანხა სრულად დაუბრუნდებათ - იხილეთ ტესტები და ფორმატი
07-05-2020
-
+


2020 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 3 600-ზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა. რეგისტრაცია 30 აპრილს დასრულდა, თუმცა იმ აპლიკანტებს, რომლებმაც გამოცდაში მონაწილეობის მიღება გადაიფიქრეს და დღეს 18:00 საათამდე უარს იტყვიან გამოცდაზე გასვლაზე რეგისტრაციისას გდადახდილი თანხა სრულად დაუბრუნდებათ. 

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის ყველა სტუდენტს, რომელთაც ან საერთოდ არ აქვთ მიღებული გრანტი, ან მხოლოდ ნაწილობრივი დაფინანსება აქვთ. 

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თუ სტუდენტმა ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და რჩება უფლება, ყოველ მომდევნო წელს თავიდან დარეგისტრირდეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე (გრანტით არ ფინანსდება დამატებითი სემესტრები).

სტუდენტთა გრანტის გასაუმჯობესებელი გამოცდის ტესტი ერთიანია და მოიცავს შემდეგ სამ კომპონენტს:

1. წაკითხულის გააზრება - 21 დავალება;
2. ლოგიკური მსჯელობა - 14 დავალება;
3. რაოდენობრივი მსჯელობა - 7 დავალება. შესაბამისად, ტესტის მაქსიმალური ქულაა 42.
გამოცდისათვის გამოყოფილი დრო 2 საათი და 35 წუთია. 

კონკურსანტს უფლება აქვს, თვითონ განსაზღვროს ამ საერთო დროის რა ნაწილი დაუთმოს ცალკეულ კომპონენტთა დავალებების შესრულებას.

შეფასების სისტემა

სტუდენტთა გრანტის გასაუმჯობესებელი ტესტის თითოეული დავალება ფასდება 1 (მონიშნულია მხოლოდ სწორი პასუხი), 0 (არცერთი პასუხი არ არის მონიშნული) ან -0,2 (მონიშნულია არასწორი პასუხი) ქულით.


2019 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გამოყენებული ტესტი
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

ეროვნულებზე ახალი სავალდებულო საგნის გამოცდა ემატება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ხედვის წერისას, ამ 9 შეცდომის გამო ქულა დაგაკლდებათ - რა უნდა გაითვალისწინოთ

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

სკოლები

სკოლის დირექცია არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატებს წარმატებას ულოცავს

ვაჟთა და გოგონათა გუნდებმა ხელბურთის შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება