სიახლეები
სამასწავლებლო

რამდენად გამოიყენებენ დისტანციურ სწავლებას სკოლები სამომავლოდაც? - დირექტორების მოსაზრებები
07-05-2020
-
+


სკოლებში სწავლება დისტანციური რეჟიმით მიმდინარეობს. გამოცდილება, რომელიც მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ამ პერიოდში დააგროვეს, მათი შეფასებით, ღირებულია. განათლების სამინისტროს მოსაზრებითაც,  თანამედროვე სწავლების მეთოდების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სწორედაც დისტანციური სწავლებაა.

ამ ფონზე, etaloni.ge დაინტერესდა, რამდენად გამოიყენებენ დისტანციური სწავლების მეთოდებს სკოლები სამომავლოდ და შეცვლის თუ არა ეს გამოცდილება მომავალ საგანმანათლებლო მიდგომებს.
 კითხვაზე საჯარო სკოლის დირექტორები გვპასუხობენ:

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ გოცაძე:

„ონლაინ სწავლების მეთოდებს ჩვენი სკოლის მასწავლებლების ნაწილი აქამდეც იყენებდა. ვერ ვიტყვით, რომ ყველა მასწავლებელი, მაგრამ მათი ნაწილი ნამდვილად აქტიურად იყენებდა. ამ გამოცდილების მიღების შემდგომ კი რასაკვირველია უფრო აქტიურად იქნება გამოყენებული ონლაინ სწავლება და სწავლების დისტანციური მეთოდიც“.

დმანისის მუნიციპალიტეტის დაგარახლოს საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ხორბალაძე:

„თავიდან ბოლომდე დისტანციური სწავლების რეჟიმის პირობებში რთულია სრული სასწავლო პროგრამის ათვისება, თუმცა ონლაინ სწავლებას თავისი დადებითი მხარეები გააჩნია და ვფიქრობ, ჩვენი მასწავლებლები სამომავლოდ აუცილებლად მიმართავენ სწავლების ამ მეთოდს. თუნდაც იმ პრობლემურ მოსწავლეებთან მიმართებით, რომლებსაც არ ჰყოფნით საგაკვეთილო დრო, მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცემათ ონლაინ რეჟიმში დაუკავშირდნენ მოსწავლეებს და ასე იურთიერთონ დამატებით. დისტანციური სწავლების მეთოდს ნამდვილად გამოიყენებენ ჩვენი პედაგოგები“.

თემურ ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N2 საჯარო სკოლა ხათუნა სამუშია:

„მასწავლებლების მხრიდან შემდგომში დისტანციური და ონლაინ პლატფორმების გამოყენების პრობლემა არ მგონია იყოს, მაგრამ მოსწავლეთა მხრიდან დღესაც არის გარკვეული პრობლემები. ვფიქრობ, ონლაინ სწავლების ფორმატი არც უახლოეს მომავალში იქნება მაღალი ხარისხის, ვინაიდან მოსწავლეებს არ აქვთ იმდენად მაღალი შეგნება რომ სხვისი დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად შეასრულონ დავალებები.

საკლასო ოთახში მასწავლებელს მეტი კონტროლი აქვს. თუმცა ჩვენი დაკვირვებით, დავინახეთ, რომ მოსწავლეები რომლებიც კლასში იყვნენ აქტიურები და ჰქონდათ სწავლის სურვილი იგივენაირად აქტიურები არიან დისტანციური სწავლების დროს, ხოლო ის მოსწავლეები, რომლებიც ნაკლებად გამოხატავდნენ სასწავლო პროცესში ჩართვის სურვილს, ახლაც ასე არიან და პასიურობას ირჩევენ".

შუახევის მუნიციპალიტეტის ვანის საჯარო სკოლის დირექტორი თემურ ტარიელაძე:

„ჩვენ ველოდებით, რომ სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჯიმში გაგრძელება მომავალი სასწავლო წლიდან, ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, თუმცა ვფიქრობ მომავალში შესაძლებელი იქნება გარკვეული დოზით ონლაინ სწავლების ჩართვაც“.

ქალაქ წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა სონგულია:

„სკოლას ძალიან აქტიური პედაგოგიური კორპუსი ჰყავს. გვყავს მასწავლებლები, რომლებიც საერთაშორისო პროექტებში არიან ჩართულები და დისტანციური სწავლების დაწყებამდეც აქტიურად იყენებდნენ ონლაინ პლატფორმებს.  

აღსანიშნავია, რომ სკოლამაც სწორად გაიაზრა არსებული გამოწვევები, მასწავლებლებმა ერთმანეთს აღმოუჩინეს დახმარება გაუზიარეს ცოდნა და გამოცდილება. გვყავდა მასწავლებლები, რომლებსაც უფრო მეტად აშინებდათ დისტანციური სწავლების ფორმატი, რამდენადაც ეს იყო სწრაფი გადასვლა ახალ პლატფორმაზე, თუმცა ვფიქრობ, საბოლოოდ, თავი კარგად გავართვით არსებულ გამოწვევებს. კიდევ ერთი, რაც მინდა გამოვყო არის, რომ ყველა მასწავლებელმა მოინდომა მაქსიმალურად და შედეგად, მოსწავლეებიც მაქსიმალურად არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში. ამ გამოწვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა რომ პედაგოგები ყოველთვის იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე და დღესაც დგანან.

რაც შეეხება მოსწავლეების ჩართულობას, გამოკითხვიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ მოსწავლეთა უმეტესობას აქვს ინტერნეტთან წვდომა, და ვისაც არ აქვს ასეთი წვდომა ეს ის რაოდენობაა, რომლებთანაც ჩვენ სატელეფონო რეჟიმში ვახერხებთ დაკავშირებას.“

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გოლთეთის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ქურასბედიანი:

„ფეხის აწყობა ძალიან რთული იყო, საკმაოდ გაუჭირდათ მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მშობლებსაც, უფრო მეტად მშობლებს. ჩვენთან დისტანციური სწავლება საუკეთესოდ დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს. თუნდაც teams-ის პროგრამა, რომლითაც გაკვეთილებს ვატარებთ, ახლა მიდის ამის სწავლება. როგორ უნდა გაიგზავნოს დავალება, როგორ უნდა გაუკეთო ქვიზი და ა.შ. ამას თან ჩვენ ვსწავლობთ თან პედაგოგებს ვასწავლით და პარალელურად ბავშვებს ვასწავლით.

რა თქმა უნდა, ცუდი არ არის ეს ყველაფერი, თუმცა სატესტო რეჟიმია და რთულია. სამომავლოდ სკოლაში გამოყენება გარკვეულ შემთხვევებში საკმაოდ კარგი მგონია. მაგალითად, როდესაც მოსწავლეს დავუშვათ ფეხი აქვს მოტეხილი ან ხანგრძლივად უწევს ავად ყოფნა, ასეთ დროს teams-იც და სხვა პროგრამებიც, რომელშიც ახლა ვმუშაობთ ვფიქრობ ძალიან კარგი იქნება. არაჩვეულებრივია, რომ ასეთი ალტერნატივა გამოიძებნა. ვინაიდან პედაგოგებს უწევდათ სახლში მისვლა ჰქონდათ თუ არა ამის დრო და ამ მეთოდით უშუალოდ სკოლიდან შეგიძლია სასწავლო პროცესის წარმართვა და ასეთი მოსწავლის კლასში „გაჩენაც“ - არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მგონია“.

შუახევის მუნიციპალიტეტის ჯაბნიძეების საჯარო სკოლის დირექტორი ჯემალ ივანაძე:

„ალბათ ნაკლებად იქნება გამოყენებული დისტანციური სწავლება ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების შემდგომ, თუმცა დისტანციური სწავლების გამოყენება კარგი საშუალება იქნება იმ მოსწავლეებთან, რომლებიც ხშირად აცდენენ სკოლას გარკვეული მიზეზების გამო, თუმდაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ვლადიმერ შენგელია:

„წინასწარ ამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველაფერი აღდგება და ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ სასწავლო პროცესს, დისტანციური სწავლებისთვის დიდი დრო აღარ იქნება. ამის მიზეზი ბავშვებისთვის თავისუფალი დროის დატოვებაც არის. ერთია ჩვენი სურვილი, რომ სკოლაშიც ისწავლონ, სახლშიც და ყველაგან, მაგრამ ბავშვებს სჭირდებათ თავისუფალი დრო“.

შუახევის მუნიციპალიტეტის სხეფის საჯარო სკოლის დირექტორი ოთარ დავითაძე:

„ონლაინ სწავლება ძალიან მოსაწონია და მივესალმები, თუმცა აუცილებელია, რომ ყველა მოსწავლეს ჰქონდეს წვდომა ინტერნეტთან. ყველასთვის უნდა იყოს ეს ხელმისაწვდომი. ასეთ შემთხვევაში პირადად, მე მომხრე ვარ“.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება