სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ფრანკფურტის სკოლაში პატარა ნინიმ, სხვა საჩუქრებთან ერთად, ჯანმრთელი საუზმისთვის გემრიელი ვაშლიც მიიღო
18-08-2017
-
+


ფრანკფურტში, "ჰუმბოლდტის"  სახელობის სკოლაში 2017-2018 სასწავლო წელი 15 აგვისტოს დაიწყო. მოსწავლეებს სწავლის დაწყების დღეს, სხვა საჩუქრებთან ერთად, ჯანმრთელი საუზმისთვის გემრიელი ვაშლიც აჩუქეს. 

დარინა აბრამიშვილი წლებია ფრანკფურტში ცხოვრობს და შვილი, ნინი არევაძეც პირველ კლასში სწორედ "ჰუმბოლდტის" სახელობის სკოლაში მიიყვანა.

- ჩემი გოგო წელს პირველ კლასში შევიდა და ბევრ სხვა საჩუქართან ერთად ვაშლიც მიიღო. ეს მხოლოდ ამ კონკრეტულ სკოლაში არ ხდება. ასეა ყველგან. მაგალითად, ჩემს დისშვილებს წითელი ბულგარულის წიწაკები დაურიგეს. ეს რომ საქართველოში გაიგეს, ძალიან გაუკვირდათ. ხელს ვუშლით ალექსანდე  ჯეჯელავას ახალი და საუკეთესო რეფორმების გატარებაში. ევროპის წამყვან ქვეყნებში უკვე აპრობირებულია ის რეფორმები, რომლის დანერგვასაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი საქართველოში ცდილობს. ფრანკფურტში ვაშლების დარიგება ჯანმთელობის სამინისტროს ინიციატივაა. ვაშლი ჯანმრთელი კვების სიმბოლოა.  

 

წელს პირველად დაარიგეს ვაშლები, თუ ადრეც ასე იყო? 

- აქ სულ ასეა. ფრანკფურტის სკოლებში არ არსებობს ე.წ.ბუფეტი. ბავშვებს მშობელი ატანს საჭმელს და უფლება არ გვაქვს მათ ტკბილეული და გაზიანი სასმელები გავატანოთ. აქ ყოველ დილით ძირითად კერძს გვერდით ვუდებთ ან კიტრს, ან სტაფილოს, ან ბულგარულ წიწაკას, ან ვაშლს, ან დამარცვლულ ყურძენს, ან ბანანს და ა.შ. წვენი, კაკაო, გაზიანი სასმელი აკრძალულია. არანაირი ე.წ. ორცხობილა და სასუსნავი. მე პირადად, ძალიან მომწონს ეს. არცერთ ბავშვს არ მიაქვს სკოლაში ფული. იმიტომ, რომ ბუფეტი არ არსებობს. სკოლის გარეთ აკეთე რაც გინდა, თუკი მშობელი დაგრთავს ნებას. სახელმწიფო კიდევ წყალს ურიგებს მოსწავლეებს. თითო ლიტრიანი ბოთლი თითოეული მოსწავლეს და ეს მხოლოდ 10 ცენტი ღირს. მივესალმები გერმანელების ამ საქციელს. ისინი ბავშვებს ჯანმრთელი კვებისკენ უბიძგებენ.  

სწავლა 15 აგვისტოს დაიწყო, რამდენი ხანია ფრანკფურტის სკოლებში არდადეგები? 

- აქ მხოლოდ თვენახევარია ზაფხულის არდადეგები, ზამთრის არდადეგები - ერთი კვირა, საშემოდგომოც ერთი კვირაა.  
  
 

სამაგიდო თამაშებიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ახალი ინიციატივაა და მსგავსი ტიპის თამაშები თუ არის ფრანკფურტის სკოლებში?

- სამაგიდო თამაშებთან დაკავშირებითაც მინდა ვთქვა, რომ აქ ბავშვები ასე თამაშ-თამაშით მსჯელობენ და სწავლობენ. 

რეპეტიტორებთან თუ ემზადებიან მოსწავლეები?

- აქ თუ კარგად სწავლობს მოსწავლე, არ სჭირდება რეპეტიტორთან სიარული. თუკი ზედმიწევნით მიჰყვება მოსწავლე  პროგრამას და ცოტას სახლშიც წაიკითხავს, ყველა აბარებს უნივერსიტეტში ისე, რომ არაფერს არ იხდის სწავლისთვის. პირიქით, წარმატებული სტუდენტი სახელმწიფოსგან 300 ევროს იღებს სტიპენდიის სახით. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება