სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის და სწავლის დაწყების თარიღები შეიცვალა - წელს მიღება ერთხელ გამოცხადდება
04-05-2020
-
+


პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია დაგეგმილზე ერთი თვით გვიან, 20 მაისს დაიწყება, გამოცდები სექტემბერში ჩატარდება, სწავლა კი ნოემბრის ნაცვლად, ოქტომბრიდან დაიწყება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, ორის ნაცვლად, წელს მხოლოდ ერთი მიღება იქნება.

„შექმნილ ვითარებაში, კოლეჯებს ექნებათ შესაძლებლობა, შექმნან მეტი ადგილი, ონლაინ რეჟიმში განახორციელონ პროგრამების ავტორიზაცია, დაწესებულებების აღჭურვა და სახელოსნოების დაემატება“, - განცხადა ქიტიაშვილმა პირველ არხთან საუბრისას. 

მისივე თქმით, პროფესიული განათლების თავისებურებებიდან გამომდინარე, რომელიც თეორიული და პრაქტიკული სწავლების შეთავსებას გულისხმობს, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა შეუძლებელია. თუმცა, მეორეს მხრივ, არ არის სემესტრები და სასწავლებლებს საშუალება აქვთ, სასწავლო გეგმა დროში ინდივიდუალურად გადაანაწილონ. თუმცა, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ჩამოყალიბდა ონლაინ პლატფორმები, სადაც ერთი პროფესიის მასწავლებლები გაერთიანდნენ (მაგ. სოფლის მეურნეობის ქსელი, ტურიზმის ქსელი, სამშენებლო პროფესიათა ქსელი და ა.შ.). ისინი განიხილავენ ცალკეული პროგრამების სწავლის შედეგებს და მათი დისტანციურად მიწოდების პერსპექტივას სამომავლოდ.

რაც შეეხება მოკლევადიან პროგრამებს, თამარ ქიტიაშვილის თქმით, ამ სეგმენტში გარკვეული პროგრამები ონლაინ რეჟიმში გადავიდა.

პროფესიულ განათლებაში ორი ტიპის პროგრამები არსებობს: მოკლევადიანი, მომზადება-გადამზადების პროგრამები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატით სრულდება და ტიპური კვალიფიკაციის შესაბამისი გრძელვადიანი პროგრამები, რომლებიც დიპლომით სრულდება. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება