| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის N4 საჯარო სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესს აქტიურად აგრძელებს. მიუხედავად თვითიზოლაციისა, მოსწავლეები იმდენად ჩართულნი არიან სასწავლო პროექტებში, რომ მოწყენის დრო არ აქვთ.
„84-ე გაზაფხული ნამდვილად ვერ ჩაივლიდა ბათუმის N4 საჯარო სკოლაში აქტიური მოძრაობის, მრავალფეროვანი და საინტერესო სასწავლო - აღმზრდელობითი საქმიანობის გარეშე.
დისტანციური სწავლება არაჩვეულებრივი მეთოდია, რომელსაც მალევე აუბეს მხარი პედაგოგებმა.....
იმდენად საინტერესო და ხარისხიანი გახადეს სწავლების ფორმები და მეთოდები, ბავშვებს არც კი უგრძვნიათ „სახლში დარჩის“ პრინციპი რომ მოქმედებდა ქვეყანაში, თითქოს დედამიწა გაჩერდა, მაგრამ ჩვენ არ გავჩერებულვართ .... კლასის დამრიგებლის ხელმძღვანელობით ონლაინ აღნიშნეს დედა ენის, დედამიწის, წიგნის საერთაშორისო დღეები.
ასევე 11 აპრილს მოეწყო დისტანციური შეხვედრა მწერალ თამარ ნიკურაძესთან; შეხვედრას ესწრებოდნენ თვითმართველობის წევრები და სკოლის კოორდინატორი ზოია სტურუა.
ყოველი კვირის ოთხშაბათს ხორციელდება მოსწავლეთა თვითმმართველობის კრება, სადაც სხვადასხვა საკითხებზე ეწყობა დისკუსია, ჯამდება კვირა და იგეგმება შემდეგ კვირაში განსახორციელებელი აქტივობები“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად