სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N94 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ სიბაშვილი კონკურსის - „დააბრუნე ენაში შენი სიტყვა“ ერთ-ერთი გამარჯვებულია
28-04-2020
-
+


თბილისის N94 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ სიბაშვილი (პედაგოგი ზაირა გამყრელიძე) კონკურსის - „დააბრუნე ენაში შენი სიტყვა“ ერთ-ერთი გამარჯვებულია.

მარიამის მიერ შემოთავაზებული, ენაში გააქტიურების კანდიდატია სიტყვა ნეკერი.

„მე ვარ მე-11 კლასის მოსწავლე და დიდი სურვილი მაქვს, მცირეოდენი წვლილი მაინც შევიტანო ჩემი მშობლიური ენის განვითარებაში. ამისთვის გამოვიყენე სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი ქართული - ქართული ენის პირველი განმარტებითი ლექსიკონი და ავირჩიე სიტყვა ნეკერი.

ნეკერი ქართული სიტყვაა და, საბას განმარტებით, ნიშნავს „ხის კუკურს, ზამთარ წარმოჩენილს“, ანუ ზამთარში გამოსულ კვირტს. ჩემი აზრით, ეს სიტყვა კეთილხმოვანია, სასიამოვნოდ წარმოსათქმელი, თუმცა მხოლოდ ამის გამო არ ამირჩევია იგი ჩვენს ენაში დასაბრუნებლად.  ჩემთვის ეს სიტყვა იმედთან ასოცირდება. იმ ჟამთან, როდესაც ყოველგვარი იმედი გადაწურულია და უეცრად გამობრწყინდება იმედის ვარსკვლავი, როგორც ზამთარში გამოსული კვირტი - ნეკერი“, -აღნიშნავს მარიამი.

„საკონკურსო კომისიამ მოიწონა მარიამის შემოთავაზება. ნეკერი შეტანილია ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში შემდეგი მნიშვნელობით - „კვირტებიანი ხის ნორჩი ტოტი“. ამავე მნიშვნელობით შეიტანა ეს სიტყვა საკონკურსო კომისიამ დიდ ინგლისურ-ქართულ ონლაინ-ლექსიკონში ინგლისური სიტყვის sprout ერთ-ერთ ქართულ შესატყვისად“, - ამბობს პედაგოგი ზაირა გამყრელიძე.

აღნიშნული კონკურსი სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის დაიგეგმა და მისი მიზანი იყო ქართული ენის ლექსიკური სიმდიდრისა და მრავალფეროვნების წარმოჩენა ქართველი ახალგაზრდებისათვის.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება