| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „სხივის“ მესამეკლასელი მოსწავლე ანასტასია კიკალიშვილი საქართველოში კორონავირუსით შექმნილ მდგომარეობაზე წერს და თავის ჩანახატს გვიზიარებს.
მონატრება
ნანა მასწავლებელო, ჩემო კლასელებო, ძალიან მომენატრეთ. მინდა, რომ თქვენი სახეები დავინახო, ხმა გავიგო. მართალია, ონლაინ გაკვეთილებზე თქვენი ხმა მესმის, მაგრამ მინდა ჩაგეხუტოთ, ერთად ვითამაშოთ, ვიმხიარულოთ, ერთად ვისწავლოთ და ვიაზროვნოთ.
ახლა, ძალიან მინდა სკოლის კარი შემოვაღო, იქ დამხვდეთ ყველანი ერთად და გაკვეთილებიც ჩვენს თბილ საკლასო ოთახში ჩავატაროთ. მენატრება ნანა მასწავლებელი, ჩვენი ქორეოგრაფები, თანაკლასელები, ჩემი მერხი, მთელი სკოლა. ონლაინ გაკვეთილები მართლა მომწონს, მაგრამ ნამდვილი, სკოლაში ჩატარებული გაკვეთილები მირჩევნია.
იმისათვის, რომ მალე შევხვდეთ ერთმანეთს გთხოვთ დარჩეთ სახლში. ადამიანებს ტელევიზიით მუდმივად აფრთხილებენ, დაიცავით თავი, არ გახვიდეთ გარეთ, რადგან ძალიან სახიფათოაო, მაგრამ მათ ეს მოწოდება არ ესმით. იქნებ ჩემი თხოვნა მაინც გაიგოთ, თქვენი პატარა მეგობრის, დარჩით სახლში იმისათვის, რომ მალე შევხვდეთ ერთმანეთს.
ანასტასია კიკალიშვილი
III კლასი
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ
ფორმა უფასოდ გადაეცემა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი და სოცდაუცველის სტატუსი აქვთ ( 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლები)
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია
ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა