სიახლეები
სკოლები

რას გვასწავლის და გვახსენებს სიჩუმე?!  - ლეღვას N1 საჯარო სკოლის მოსწავლის ჩანახატი
24-04-2020
-
+


ქობულეთის მუნუცუპალიტეტის ლეღვას N1 საჯარო სკოლის მოსწავლე მელი როყვა მონატრების 1 თვე  - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის ფარგლებში ჩანახატს აკეთებს, სადაც საკუთარ განცდებს გადმოსცემს. მოსწავლის ნამუშევარს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:

                                                                რას გვასწავლის და გვახსენებს სიჩუმე?! 

კოვიდ-19, ვირუსი, რომელსაც უკავშირდება თანამედროვე სიჩუმე, ამ ვირუსის შესახებ რამოდენიმე თვის წინ არაფერი ვიცოდით, უდიდესი გამოწვევა აღმოჩნდა მთლიანად დედამიწისთვის. მოგეხსენებათ, ნებისმიერი კრიზისი ეს არის შემძლებლობა და ჩვენც აუცილებლად უნდა გამოვიტანოთ დასკვნები შექმნილი ვითარებიდან, რათა მომავალში ამდაგვარ თუ სხვა ტიპის გამოწვევებს უფრო მომზადებულები და დაცულები დავხვდეთ. 

„მე მწამს, რომ ყველაფერი ხდება რაღაც მიზეზის გამო და მიმაჩნია, რომ გამონაკლისი არც ეს პანდემიაა. ჩემი აზრით, ეს ვირუსი გვასწავლის ბევრ რამეს, ან გვახსენებს ისეთ რაღაცებს, რაც დაგვავიწყდა“           

რას გვასწავლის და გვახსენებს Covid-19 რეალურად, მართალია კორონავირუსი მზინვარებს მაგრამ ადამიანებმა ისწავლეს ის რაც დიდი ხანია დაავიწყდათ:

1) გვახსენებს, რომ ყველა ჩვენგანი თანასწორია, მიუხედავად კანის ფერის, კულტურის, სოციალური სტატუსის და პროფესიისა. ვირუსი ყველას თანაბრად ექცევა, მას ნებისმიერი ადამიანის დაავადება შეუძლია.

2) გვახსენებს, როგორი ძვირფასია ჩვენი ჯანმრთელობა და როგორ ვანადგურებთ მას ქიმიკატებით მოწამლული საჭმლით და წყლით.

3) გვახსენებს, რომ ცხოვრება ხანმოკლეა და ყველაზე მნიშვნელოვანი ერთმანეთის დახმარებაა. განსაკუთრებით იმათი, ვინც მოხუცი ან სუსტია.

ჩვენი მიზანი ტუალეტის ქაღალდის მარაგის შექმნა არ არის.

4) გვახსენებს, როგორი მატერიალისტური საზოგადოება ვართ. ჩვენ მხოლოდ ახლა, გაჭირვებაში ვაცნობიერებთ, რომ სინამდვილეში მხოლოდ საკვები, წყალი და წამლები გვჭირდება და არა ფუფუნების საგნები, რომლებსაც ხშირად ზედმეტად ძვირფასად მივიჩნევთ.

5) გვახსენებს, რომ ჩვენი რეალური საქმე ჩვენი სამსახური კი არ არისა, არამედ ის, რის გასაკეთებლადაც დავიბადეთ. ჩვენი მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობა სხვების დახმარება და სხვებზე ზრუნვაა.

6) გვახსენებს, რომ საკუთარი ეგო უკანა პლანზე უნდა გადავწიოთ. მნიშვნელობა არა აქვს, როგორი დიდებულ ადამიანებად ვთვლით თავს, ვინ ვართ და რას მივაღწიეთ, ვირუსი მაინც შეიძლება დაგვემართოს.

7) გვახსენებს, რომ ჩვენი თავისუფალი ნება ჩვენს ხელშია. ჩვენ გვაქვს არჩევანი. შეგვიძლია ვითანამშრომლოთ, ერთმანეთს დავეხმაროთ ან ვიყოთ ეგოისტები და მხოლოდ საკუთარ ტყავზე ვიფიქროთ. სწორედ ასეთ დროს ჩანს ყველაზე კარგად ადამიანის ბუნება.

8) გვახსენებს, რომ შეგვიძლია ვიყოთ მშვიდები და მომთმენები, ან პანიკაში ჩავვარდეთ. ჩვენ შეგვიძლია იმის გაცნობიერება, რომ პანდემიები ადრეც ყოფილა და ეს ყველაფერი უსასრულო არ იქნება. ეს პანდემიაც გაივლის.

9) გვახსენებს, რომ ეს ყველაფერი რაღაცის დასასრული და ამავე დროს, ახლის დასაწყისია. ეს შეიძლება იყოს შეცდომების გაცნობიერების და შეცდომებზე სწავლის დრო.

10) გვახსენებს, რომ დედამიწა ავადაა. გვახსენებს, რომ სასწრაფოდ უნდა მივხედოთ ტყეების შემცირების და ჰაერის დაბინძურების პრობლემებს. ჩვენ ავად ვართ იმიტომ, რომ ჩვენი პლანეტაა ავად.                                                         

11) გვახსენებს, რომ ყველა სირთულე სრულდება და სიმშვიდე მოდის. ესეც გაივლის. პანიკა საჭირო არ არის.

12) გვახსენებს, როგორი მნიშვნელოვანია ოჯახი და როგორ გვაკლდა ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, რადგან ჩვენ დიდი ხანია შევწყვიტეთ ოჯახის წევრებთან ისეთი ურთიერთობა, როგორიც წესით უნდა გვქონდეს.

და ბოლოს, ჩემი აზრით, შეძლებისდაგვარად ხდება ყველა ქვეყანაში დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია რაც აქვს დაწესებული კორონავირუსის არგავრცელებას.

საქართველოში ვთვლი რომ საკმაოდ კარგად არის წესები დაწესებული და იმასაც ავღნიშნავ რომ ყველა მოქალაქე ცდილობს თვით იზოლაციაში ყოფნას მაგრამ რა თქმა უნდა არის გამონაკლისებიც, რომლებსაც ჯერ კიდევ ვერ გაუცნობიერებიათ კორონავირუსის შესახებ და თვით იზოლაციას არ ახდენენ რაც არის ძალიან ცუდი ეს ყველაფერი თვით შეგნებასთან არის დაკავშირებული და ძალიან მიხარია რომ ჩვენი ქვეყანა ასე კარგად უმკლავდება კორონავირუსს და ვიმედოვნებ რომ მალე ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება             

მინდა მოგიწოდოთ, რომ აუცილებელია დავექვემდებაროთ ყველა იმ შეზღუდვას, რომელიც არის გამოქვეყნებული, დავიცვათ მაქსიმალური სოციალური დისტანცირება, დავრჩეთ სახლში, რათა ყველამ ერთად მოვერიოთ კორონავირუსს.                                 

მოგიწოდებთ #დარჩითსახლში გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განახლებული დოკუმენტი სკოლებსა და უმაღლესებს ეხება - სამინისტრო საჯარო განხილვას იწყებს

7 მთავარი წესი, რომელიც ტესტირებისას უნდა დაიცვათ - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

მიმდინარე სასწავლო წლის დასრულების ვადები კლასებისა და საფეხურების მიხედვით ცნობილია

საბაზო პროფესიული უნარებისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის ტესტის მაქსიმალური ქულა, საგამოცდო დრო და ბარიერი ცნობილია

ბაღის უფლებები ვალდებულებები ბავშვებისა და მშობლების წინაშე  

 

 

პიროვნება

„თუ სკოლაში ტოლერანტობა და ემპათიაა - სწავლაც ადვილია“ - გარდაბნის №6 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ნათიძე

„მომავლის სკოლა უნდა იყოს პროფესიონალი მასწავლებლებით დაკომპლექტებული“ - გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მათთან მეგობრული ურთთიერობების დამყარება“

 

 

სკოლები
„სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის პროექტში ჩართულ პედაგოგებს და თითოეულ მოსწავლეს“
 

ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში უფროსკლასელებმა დედაენის დღის შესახებ ცოდნა უმცროსკლასელებს გაუზიარეს

უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი ხელით შექმენს „დედა ენის წიგნი“ - აქტივობები და ღონისძიებები 
 ქართული ენის ეროვნულ მნიშვნელობასა და ღირებულებზე ტოლოშის საჯარო სკოლაში ლექცია ჩატარადა

გაკვეთილი ჩაატარეს ქართული ლიტერატურისა და ისტორიის პედაგოგებმა - ცირა გურეშიძემ და ნათია ტაბატაძემ

საინტერესო

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება