სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დარწმუნებული ვარ, მალე ერთად დავამარცხებთ გამეფებულ სიჩუმესა და მონატრებას“ - კერძო სკოლა „სხივის“ მოსწავლის ჩანახატი
24-04-2020
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „სხივის“ VIII კლასის მოსწავლე მარიამ ხურცილავა ეპიდემიისგან გამოწვეულ ვითარებას ჩანახატს უძღვნის. მოსწავლეს ძალიან ენატრება სკოლა და გვიზიარებს, თუ რა ასწავლა სახლში ყოფნის ერთმა თვემ.

მონატრების 1 თვე - რა მასწავლა სიჩუმემ

წარმოვიდგენ ხოლმე დაცარიელებულ ქუჩებს, სკოლის ცარიელ ეზოს, ბილიკებს, რომელზეც 45 წუთიანი გაკვეთილების შემდეგ ყველანი ერთად დავდიოდით...ახლა როგორი ცარიელი იქნება ყველაფერი...

შიში მიპყრობს, იქ მისვლის თითქოს მეშინია. უფრო სწორად, მრცხვენია, მგონი. მართალია, ფერად ზაფხულშიც მენატრებოდა ჟრიამულითა და მხიარულებით, სითბოთი და სიხარულით აღსავსე კლასები, მზრუნველი მასწავლებლები, ხალიასიანი ბავშვები...მაგრამ ახლა ყველაფერი მეტად დავაფასე, მეტად შევიყვარე ქუჩაში გამვლელი, თუნდაც სრულიად უცხო ადამიანი...შევიყვარე დეტალები...თურმე სულ მცირე წერტილიც თავის წილ სიცოცხლეს ჰმატებს გარემოს. 

მომენატრა დილით, ძილზე ფიქრებში მყოფს, საყვარელი მასწავლებლების დანახვა და ჩემს მეორე სახლში მისვლა, შემდეგ კორიდორში ბედნიერი ბავშვების დანახვა. სწორედ სკოლაში შევიძინე ეს მოგონებებად ასხმული ეპიზოდები,ასე რომ მახსენებენ თავს, იზოლაციაში მყოფს... 

სიჩუმეს უფრო ცოდნია ნატვრების მოზღვავება. მეც ამიტომ ჩავიძირე ოცნებებსა და მონატრებაში. თუმცა, მინდა, რომ ეს მონატრება დიდხანს არ გაგრძელდეს...

მე ვრჩები სახლში, სკოლის ცარიელი კლასებისგან შორს და ვაგრძელებ სწავლას, ამჯერად, დისტანციურად... კიდევ უფრო მეტად დავაფასე ცხოვრება, ავანაზღაურე ის დრო, რომელსაც ჩემს ოჯახთან ვერ ვატარებდი... ვაკეთებ იმას, რის გაკეთებასაც სიჩუმისა და მონატრების პერიოდამდე ვერც წარმოვიდგენდი. თითქოს ჩემი თავიც თავიდან აღმოვაჩინე...

ეს დღეები, თვეები, ძალიან დუმდნენ, ახლაც დუმან...მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ მალე გადაივლის და ერთად დავამარცხებთ გამეფებულ სიჩუმესა და მონატრებას...

მარიამ ხურცილავა

VIII კლასი

კერძო სკოლა "სხივი"

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში  

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

ისტორია-სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია თუ რატომაა საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილი

 

 

თითოეულმა მოსწავლემ იცის, რომ მისი სახელობის კვიპაროსი იფესვიანებს და ისინი ერთად გაიზრდებიან

სკოლაში ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშრიებით ლამაზი ვიდეორგოლი მომზადდა
 

ღონისძიებაზე სკოლის დირექციამ და ამაგდარი მასწავლებლის კოლეგებმა აღნიშნეს პატიკო ქარდავას მრავალწლიანი ღვაწლი

სასწავლო პროცესის ამგვარი ფორმატი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, სახელმძღვანელოში მიღებული ცოდნა რეალურ მხატვრულ გარემოს დაუკავშირონ
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება