სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მინდა სიჩუმე გაქრეს ჩვენი ცხოვრებიდან​“ - ლახამულის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნიკა ანსიანმა თვითიზოლაციაში საინტერესო ჩანახატი დაწერა
24-04-2020
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის ლახამულის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლემ, ნიკა ანსიანმა, რომელიც მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალ - izrune.ge- ში აქტიურად არის ჩართული და ყოველ ტესტს წარმატებით გადის, თვითიზოლაციის პერიოდს ჩანახატი მიუძღვნა.

სანამ მოსწავლის ჩანახატს წაიკიხავთ, გთავაზობთ, რას ფიქრობს მისი მასწავლებელი ნიკაზე:

„ეს ლამაზი ბიჭუნა ლახამულის საჯარო სკოლის მოსწავლეა, მას ძალიან უყვარს სიჩუმე, მაგრამ დღეს მსოფლიო სიჩუმეს უპირისპირდება და უნდა მეგობრებთან ერთად საკლასო ოთახში მოუსმინოს საყვარელ მასწავლებლებს და გაერთოს თანასკოლელებთან.

ნიკა ანსიანი მეხუთეკლასელია, გამოირჩევა ნიჭიერებით, ზედმიწევნით ასრულებს ყველა დავალებას, როდესაც გამოცხადდა კონკურსი სკოლაში „მონატრების ერთი თვე“ მან, პირველმა გამოგვიგზავნა წერილი“.

მონატრების ერთი თვე

სიჩუმე ზოგჯერ სასიამოვნოც არის, წიგნის კითხვა და ტელევიზორის ყურება, ინტერნეტში თამაში ან რამე სასარგებლო და საინტერესო ამბების მოძიება სიჩუმეში მიყვარს. მაგრამ, მოძალადე სიჩუმე, რომელმაც მთელი მსოფლიო შეცვალა მონსტრია, რომელიც ადამიანების სულში შეიჭრა. თავზარი დაგვცა „კორონავირუსმა“ ერთმანეთს დაგვაშორა, ურთერთობები შევწყვიტეთ ახლობლებთან, მეგობრებთან.

შინ ჩავიკეტეთ. ვერ მივდივართ ვერავისთან და არც არავინ არ მოდის აქითაც. გვეშინია ერთმანეთან ურთიერთობის.

სიჩუმეა მთელს ქვეყანაში, ქალაქში შეწყდა მოძრაობა, აიკრძალა სკოლაში სიარული, დაცარიელდა ქუჩები. ეს ცხოვრება ძალიან უფერული და მოსაწყენი გახდა.

ამ სიჩუმეში და უიმედობაში მიჭირს ყოფნა. ვცდილობ თავი გავიმხნევო დავიწყე წიგნების კითხვა, ვწერ დღიურში იმას თუ რა ხდება ჩვენს გარშემო.

მინდა სიჩუმე გაქრეს ჩვენი ცხოვრებიდან. დავიწყე ინტერნეტით სარგებლობა, ვუკავშირდები მასწავლებლებს და ვიღებ განათლებას ინტერნეტის დახმარებით. ვეკონტაქტები სკოლის მეგობრებს და ამით ვანაზღაურებ დაკარგულ დროს, მონატრებით და სიყვარულით

ვცდილობ გავამხნევო საკუთარი თავი და ჩემი მეგობრები, რომ უფლის ნებით მალე შევხვდებით ერთმანეთს, ჩავეხუტებით და ვიტყვით: ჩვენ ერთად ვართ! კორონავირუსიდავამარცხეთ, ჩემო მეგობრებო!!! ყველაფერი კარგად იქნება უფლის იმედით!!!

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება