სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემთვის რთული აღმოჩნდა სკოლისგან შორს ყოფნა“ - ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მოსწავლის ჩანახატი
24-04-2020
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ, ხატია დანელიამ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ჩანახატი მიუძღვნა.

"დღეს სიჩუმე ყველაზე მეტად ხმაურობს.  რთულია ასეთ მდგომარეობაში ოპტიმისტურად იფიქრო, მაგრამ ეს აუცილებელია. დღევანდელმა სიჩუმემ კიდევ ერთხელ დაგვანახა ერთმანეთის ფასი. ერთმანეთს ფიზიკურად დაგვაშორა, მაგრამ ამით მოგცა შანსი ერთმანეთზე ზრუნვისა, სიყვარულის გამოხატვისა, თუნდაც შორიდან. 

სიჩუმემ მოგვცა დრო ფიქრისა. დაგვაფიქრა თემებზე, რაზეც ამ სიჩუმემდე არც კი დავფიქრებულვართ. მე პირადად სიჩუმემ, დღევანდელმა მდგომარეობამ, კარანტინმა, ბევრი რამ მასწავლა.

სიჩუმე დღეს ყველაზე რთული რეალობაა, მაგრამ სწორედ ამ რთულ პერიოდში ათასჯერ მყარდება ის მოცემულობა, რომ მეგობარი უმნიშვნელოვანესია ჩემს ცხოვრებაში. ამ მდგომარეობის წყალობით დავინახე უამრავი ადამიანის რეალური სახე. ის, თუ როგორი მნიშვნელოვანია ასეთ პერიოდში თანაგრძნობა. ბევრ წინააღმდეგობასაც შევხვდი ამ პერიოდში. ჩემთვის რთული აღმოჩნდა სკოლისგან შორს ყოფნა. 

ამ სიჩუმემ მონატრების გრძნობა აღძრა ჩემში, მონატრება იმ ადგილისა, სადაც გადაღლილს უამრავჯერ მინატრია სახლში წასვლა.  მომენატრა თანაკლასელები, თანასკოლელები, მასწავლებლები.  მომენატრა ხმაური, ბავშვების ჟრიამული. ჩვენ ვრჩებით სახლში იმ მოწოდებით, რომ აუცილებლად დაგამარცხებთ და გაასმაგებული სიხარულით კვლავ გადავეხვევით ერთმანეთს..."                                                 

ხატია დანელია

XI კლასი

ლეხაინდრაოს საჯარო სკოლა

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება