სიახლეები
სამასწავლებლო, საინტერესო

დირექტორების იდეები: როგორ დაიწერება წლიური ნიშანი, როდესაც ონლაინ გაკვეთილები ქულებით არ ფასდება ?
30-04-2020
-
+


უკვე ცნობილია, რომ სასწავლო დაწესებულებებში სწავლა მიმდინარე სემესტრი აღარ განახლდება. მასწავლებლები დროს და ენერგიას არ ზოგავენ, რომ დისტანციური სასწავლო პროცესი გამართულად წარიმართოს და მოსწავლეები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამას არ ჩამორჩნენ. თუმცა ჩნდება კითხვა, როგორ შეფასდებიან მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს, როდესაც ონლაინ გაკვეთილებში პედაგოგები მხოლოდ განმავითარებელ შეფასებას იყენებენ?

როგორ აფასებენ მასწავლებლები მოსწავლეების ჩართულობას და იწერება თუ არა ქულები ონლაინ გაკვეთილებზე? -etaloni.ge სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა და ჰკითხა იდეები, როგორ უნდა გამოიყვანონ მოსწავლეების წლიური ნიშანი პედაგოგებმა. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

მარნეულის მუნიციპალიტეტის კასუმლოს საჯარო სკოლის დირექტორი მამედ მირზაევი:

„დისტანციური სწავლების დროს ნიშნებს ვერ დავწერთ. მსჯელობა გვქონდა ამაზე ადმინისტრაციის წევრებთან და მასწავლებლებთან, როგორ უნდა მოხდეს მოსწავლეების შეფასება. ერთადერთი გამოსავალია, რომ მასწავლებლებმა მოხსენებითი ბარათის ფორმით ან როგორც დაწყებით კლასებში ვაკეთებთ ხოლმე, ისე შევაფასოთ. შეფასებას გააკეთებს მასწავლებელი, მაგრამ აქ კონკრეტულ ნიშანზე არ იქნება საუბარი. აქ იქნება გარკვეული სიტყვიერი ახსნა-განმარტება, თუ როგორ ემზადებოდა ბავშვი და ა.შ. სხვანაირად არ გამოვა. დისტანციური სწავლების დროს განმავითარებელ შეფასებას იყენებს მასწავლებელი, მაგრამ ბოლოს უფრო დახასიათებასავით დაწერს. ანგარიშის ფორმასავით დაწერს, რომ ამა და ამ მოსწავლემ ესა და ეს გაიარა, ეს სირთულე ჰქონდა და ა.შ. წინა სემესტრის ნიშნებს ვერ გადმოვიტანთ იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება, ბავშვი ამ სემესტრში საერთოდ არაფერს სწავლობდეს. კი ყველა ჩართულია, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველა აქტიურადაა ჩართული და ყველა ყველაფერს სწავლობს?! სამინისტროს რეკომენდაციებს დაველოდებით ჩვენ. თავად მასწავლებელმა რომ ჩაინიშნოს ნიშნები, ეს იგივეა, რასაც მე ვამბობ, დახასიათებასავით დაწერაზე და ამით შემდგომში ნიშნის გამოყვანა ადვილი იქნება, როგორც დაწყებით კლასებში ვაკეთებთ ხოლმე. ნიშანი ხომ არ იწერება? მასწავლებლის შენიშვნებით, კომენტარებით  და რეკომენდაციებით ხდება კლასიდან კლასში გადაყვანა“.

ნოშრევან ჯიშკარიანის სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის დირექტორი მანანა შავდია:

„დისტანციური სწავლებისას მოსწავლეებს ვაფასებთ, მაგრამ წლის ბოლოს როგორ იქნება, არ ვიცი. ალბათ, გვეტყვიან როგორ შევაფასოთ. ჩვენ ვინიშნავთ რასაც ვაკეთებთ, ჩვენ ხომ ვაფასებთ მიმდინარე დისტანციურ სასწავლო პროცესში ბავშვებს, ხომ ვხედავთ, რას როგორ ითვისებენ?. ალბათ, ამის მიხედვით შეფასდებიან მოსწავლეები წლის ბოლოს. წინა სემესტრის ნიშანს ვერ გადმოვიტანთ, შეიძლება ბავშვი უარესი შედეგებით იყო და ახლა უკეთესია და ცოდო არ არის? რატომ დავუწეროთ იგივე ნიშანი? დისტანციურ სწავლებაში ისინი აქტიურად არიან ჩართულები და ყველა დავალებას აკეთებენ“.

სენაკის მუნიციპალიტეტის ახალისოფლის საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა ჯოჯუა:

„დისტანციური სწავლების დროს განმავითარებელ შეფასებას ვიყენებთ. დავალებებს ვუგზავნით მოსწავლეებს. ძირითადად, განმავითარებელი კომენტარებით ვაფასებთ, შემაჯამებელს ხომ ვერ გავაკეთებთ ასეთ სიტუაციაში?! წლის ბოლოს როგორ მოხდება მოსწავლეების შეფასება, ეს ძალიან რთული საკითხია. ჯერ არ ვიცი, საბოლოოდ როგორ შეფასდებიან ბავშვები, მაგრამ წინა სემესტრის ნიშანსაც გავითვალისწინებდი და გამოვიყენებდი“.

წალკის მუნიციპალიტეტის ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი ნოდარ მგელაძე:

„დისტანციურ სწავლებისას არის რიგი პრობლემები, ონლაინ გაკვეთილს ზოგი ისმენს, ზოგი - ვერა, ინტერნეტის ხარვეზის გამო ზოგს ვერ ესმის, ზოგი ვერ პასუხობს. ზოგს ოჯახში არის ერთი ტელეფონი, ზოგთან სამი მოსწავლეა, ამის გამო ვერ ერთვებიან აქტიურად. ეს არის ფორმალური. არ ვიცი ასე როგორ უნდა შევაფასოთ ბავშვი. სულ არაფერს დისტანციური სასწავლო პროცესი ჯობია, მაგრამ ეს ის არ არის, რაც უნდა იყოს.მაგრამ რას ვიზამთ, მთავარი სიცოცხლეა და ჯანმრთელობა“.

შუახევის მუნიციპალიტეტის ლომანაურის საჯარო სკოლის დირექტორი იმედა მუკუტაძე:

„ჯერ ჩვენ შეფასების კრიტერიუმები არ ვიცით, იმიტომ რომ არ მოუწოდებიათ რესურსცენტრს და განათლების სამინისტროს. როგორც კი იქნება, შესაბამისად, ინსტრუქციის მიხედვით ვიმოქმედებთ ჩვენც. ამ ეტაპზე ვაკეთებთ უკუკავშირს მოსწავლის ცოდნასთან დაკავშირებით და შეფასება ჯერჯერობით ასე ხდება. ვიყენებთ განმავითარებელ შეფასებას. ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ ვიტყვი დეტალურად, წლის ბოლოს შეფასება როგორ მოხდება“.

წალკის მუნიციპალიტეტის საყდრიონის საჯარო სკოლის დირექტორი ირაკლი შავაძე:

„დისტანციური სწავლების დროს მშობელი აკეთებს გამოკითხვას, ვიდეოს კი უგზავნის მასწავლებელს დაწყებით კლასებში. ნიშნები არ იწერება, განმავითარებელ კომენტარებს ვწერთ. მაღალ კლასშიც ასევე ვაფასებთ. წლის ბოლოს გავითვალისწინებთ წინა შედეგებსაც და ალბათ, შემაჯამებელი რამე უნდა გაკეთდეს. ვფიქრობ, რომ წინა სემესტრის შედეგების მიხედვით შევაფასოთ“.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ავტობუსით მგზავრობა ფასიანი იქნება

საგამოცდო ცენტრებთან მიმავალი ავტობუსების მარშრუტები - ეროვნულები 3 ივლისს იწყება

რომელი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია განიხილება 1-ელ ივლისს - სია 

მასწავლებელთა სტატუსების ამაღლება 2026 წლამდე შეჩერებულია - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

იქნება ინტენსიური ხასიათის ნაბიჯები გადადგმული იმისთვის რომ რეფორმები დაჩქარდეს

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

„იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“

„სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლეების წარმატებებით და უსურვებს მათ წინსვლას ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება