სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მონატრების ერთმა თვემ სხვანაირი მონატრება მასწავლა“ - ლეღვას N1 საჯარო სკოლის საინფორმაციო მენეჯერის, მაგდა სირაძის ჩანახატი
23-04-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლეღვას N1 საჯარო სკოლის საინფორმაციო მენეჯერმა მაგდა სირაძემ მოამზადა ჩანახატი თემაზე  -„მონატრების ერთი თვე-რა გვასწავლა სიჩუმემ?“ მაგდა ჩანახატში თავისი ემოციების შესახებ გვიყვება.

მონატრების ერთი თვე-რა გვასწავლა სიჩუმემ

მე მაგდა სირაძე ვარ სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N1 საჯარო სკოლის საინფორმაციო მენეჯერი, უკვე მეოთხე წელია რაც უნივერსიტეტი დავამთავრე და ჩემს მშობლიურ სკოლაში დავბრუნდი, ჩემი აღმზრდელი მასწავლებლების გუნდს  შევუერთდი, როგორც კოლეგა და დაიწყო ჩემი ცხოვრების სიახლეებით და უამრავი ახალი გამოწვევით აღსავსე ეტაპი.

მართალია, მე პროფესიით დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვარ, თუმცა ჩემი პროფესიით ჯერჯერობით არ ვმუშაობ და როგორც ზემოთ აღვნიშნე სკოლის მენეჯერი ვარ. მე სკოლის ის თანამშრომელი ვარ, ვინც ყველა სიახლეს პირველი იგებს და აცნობს სკოლის დირექციას და კოლექტივს, უკვე ერთ თვეზე მეტია რაც სიცოცხლით და ხმაურით სავსე სკოლის კარი 232-მა  მოსწავლემ და 36-მა თანამშრომელმა ერთდროულად გამოვიხურეთ და ჩვენი ყოველდღიური ცოცხალი კავშირი ვირტუალურმა ურთიერთობებმა ჩაანაცვლა. ერთი სული მაქვს ის დღე როდის დადგება, ჩემს კოლეგებს დღეს და რიცხვს რომ დავუსახელებ, ამ დღეს სკოლაში ვბრუნდებით და ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას-მეთქი. სამწუხაროდ ეს პროცესი ძალიან იწელება, მაგრამ როგორც ამბობენ „მედალს ორი მხარე აქვს“  და ამ რთულმა პერიოდმა ყველასთვის ნათელი გახადა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ვართ ერთმანეთისთვის, რას ნიშნავს უბრალო ადამიანური ურთიერთობები, თურმე როგორ გვყვარებია, რომ არაფერი ვთქვათ მოსწავლეებზე და კოლეგებზე, სკოლის შენობის ყველა უსიცოცხლო კუთხე-კუნჭული, ის წკრიალა ზარის ხმაც კი, რომელიც ყოველ 45 წუთს ხმაურით გამოყოფდა ერთმანეთისგან. აქამდე თითოეული ჩვენგანი ყოველივე ზემოაღნიშნულს, როგორც ყოველდღიურ რუტინას ისე ვაფასებდით, ახლა კი გვენატრება და მოუთმენლად ველოდებით. და მაინც თუკი ვინმე მკითხავს რა მასწავლა მონატრების ერთმა თვემ, ვუპასუხებდი სხვანაირი მონატრება მასწავლა, შემაძლებინა გონებაში ყველაფერის გადახალისება და ყველასა და ყველაფრისთვის ახალი, თბილი და ფერადი ადგილი მომაძებნინა.

ყველაფრის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა!  ღვთის წყალობით ეს განსაცდელიც მალე გაივლის და უკლებლივ ყველა დავუბრუნდებით ჩვენს სასწავლო თუ სამუშაო გარემოს და ახლი ენერგიებით აღსავსე შევუდგებით ჩვენი მოვალეობების შესრულებას. მანამდე კი შენთვის, ჩემთვის და ყველას უსაფრთხოებისათვის ვითვალისწინებთ საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და ვრჩებით სახლში.

დარჩი სახლში შენც!

ლეღვას N1 საჯარო სკოლის საინფორმაციო მენეჯერი:
მაგდა სირაძე
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - გამოცდის შედეგის შესახებ ცნობის ასაღებად

ფორმა უფასოდ გადაეცემა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი და სოცდაუცველის სტატუსი აქვთ ( 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლები) 

ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება