სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

როგორ შეაყვარა მოსწავლეებს ფიზიკა ლაჯანის სკოლის პედაგოგმა გრიგოლ ბურჯალიანმა – „პედაგოგის მიერ წარმოთქმული ცოცხალი სიტყვა ფასდაუდებელია“
24-04-2020
-
+


ჩვენთან მშვიდობაა, ვირუსს ჯერ მთაში არ ამოუღწევიაო - ასე დაიწყო Etaloni.ge-სთან ინტერვიუ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგმა გრიგოლ ბურჯალიანმა და საკუთარი გულისტკივილიც გაგვიმხილა - სამწუხაროდ, ახალგაზრდებს ფიზიკა არ უყვართ, ალბათ იმიტომ, რომ ნაკლებად პრესტიჟული გახდაო. თუმცა თავის მოსწავლეებს ემადლიერება, რადგან ბავშვები მის საგანს მაინც მონდომებით სწავლობენ, ონლაინ-გაკვეთილებშიც აქტიურად არიან ჩართულები და ბატონი გრიგოლისა და ლაჯანის საჯარო სკოლის სხვა პედაგოგების დახმარებით, ცდილობენ, მიიღონ საფუძვლიანი ცოდნა.

- ჩვენ მთაში ვართ და ვირუსს ჯერჯერობით ჩვენამდე არ მოუღწევია... ამ მხრივ მშვიდობა გვაქვს.

- და მშვიდად ატარებთ ონლაინ-გაკვეთილებს, ხომ?

- სიმართლე გითხრათ, გარკვეული სირთულეები არის, განსაკუთრებით ეს ეხება ინტერნეტის ხარისხს, ამიტომ დამატებით სხვადასხვა საშუალებას ვიყენებთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, მოსწავლეები სასწავლო გეგმას არ ჩამორჩნენ. ტყუილად ნამდვილად არ ვართ, თითოეული პედაგოგი და თითოეული მოსწავლე მუშაობს და შედეგიც გვაქვს.

- ფიზიკის პედაგოგი ბრძანდებით, ბატონო გრიგოლ, რამ განაპირობა თქვენი არჩევანი?

- აზრი რაც მომეცა და სკოლაში დავიწყე სიარული, სულ მინდოდა, მასწავლებელი გამოვსულიყავი; არაჩვეულებრივი მამაკაცი მასწავლებლები მყავდა და ჩემს სამომავლო არჩევანზეც მათ იქონიეს გავლენა. ვფიქრობ, არ შევმცდარვარ. ახლაც რომ ვიდგე არჩევანის წინაშე, იგივე გზას გავივლიდი იმიტომ, რომ საინტერესო პროფესიაა.

- საინტერესოა და საპასუხისმგებლოც...

- რა თქმა უნდა, ასეა - უპირველეს ყოვლისა, მასწავლებელმა ბავშვს საგნის ღრმა ცოდნა უნდა მისცეს, იცოდეს ბავშვებთან მუშაობა, ძალიან უნდა უყვარდეს ისინი, რათა შეძლოს, თავი შეაყვაროს; სხვაგვარად არაფერი გამოვა. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა - მასწავლებლის გარეგნობას, მეტყველებას, ისე უნდა ამბობდე სათქმელს, მოსწავლეებისთვის გაუგებარი არაფერი დარჩეს.



- თუმცა სამწუხაროდ, ფიზიკა ბავშვებს დიდად არ უყვართ.

- ამის გამო, ძალიან მწყდება გული... არადა ერთ-ერთი პოპულარული, ძალიან საჭირო საგანი იყო და თან პრესტიჟული; დღეს კი ცოტას თუ აქვს ინტერესი ფიზიკის მიმართ. არ ვიცი, რა განაპირობებს ასეთ დამოკიდებულებას - იმ ფაკულტეტზე, სადაც ფიზიკა ბარდება, აბიტურიენტები აღარ მიდიან, რადგან შემდეგ სამუშაოს ვერ შოულობენ... თუმცა ჩემი მოსწავლეები ნამდვილად სწავლობენ და მონდომებულებიც არიან.

- როგორ ახერხებთ, შეაყვაროთ მათ ფიზიკა?

- მაგალითად იმით, რომ მაქვს ძალიან კარგი კაბინეტი და თითქმის ყველა გაკვეთილისთვის გვაქვს თვალსაჩინოება.



- როგორ შეინარჩუნეთ კაბინეტი, ბატონო გრიგოლ? ეს მართლაც გმირობის ტოლფასია.

-  შევძელი, შემენარჩუნებინა... როდესაც იყო საშუალება, მუდმივად ვყიდულობდი საჭირო ინვენტარს და ყველაფერს ერთ კაბინეტში მოვუყარე თავი. მოგეხსენებათ, ვიზუალური ეფექტი ბევრს ნიშნავს;  ბავშვები სხვა სკოლიდანაც მომყავს და დაკვირვებებს ვატარებთ.  სამწუხაროა, რომ ვირტუალური ლაბორატორია ყველა სკოლაში არ არის. კარგი იქნებოდა, მოსწავლეებს ჰქონდეთ წვდომა.

- ასეთ დროს, ადგილობრივი ხელისუფლება რამდენად გიდგათ მხარში, ბატონო გრიგოლ?

- ყურადღება სკოლის მიმართ ნამდვილად არ გვაკლია, არაჩვეულებრივი ბაზა გვაქვს, სკოლა ახალი გარემონტებულია, უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობით; ხშირად გვსტუმრობს გუბერნატორიც, გამგებელიც... მთავარია, პედაგოგები ვიყოთ შემართებით, თორემ ყველა პირობა გვაქვს იმისთვის, რომ კარგად ვასწავლოთ. თუმცა გული მწყდება, სოფლიდან მოსახლეობა რომ მიდის, ალბათ უნდა შეიქმნას საწარმოები, რათა ხელი შეეწყოს ადგილზე დამაგრებას. სამუშაოს გარეშე, რთული იქნება თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავება, სამწუხაროდ, მიწა შეიძულა ქართველმა ხალხმა.

- ვირუსმა ხომ დაუბრუნა ხალხი სოფელს?

- სხვათა შორის, მართლაც ბევრი მობრუნდა - გაივსო ოჯახები და იმედია, აღარ მიატოვებენ მიწას. მე კი, არსებულმა ვითარებამ ერთ რამეში დამარწმუნა - მასწავლებლის შემცვლელი არ არსებობს; პედაგოგის მიერ წარმოთქმული ცოცხალი სიტყვა ფასდაუდებელია.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ჩაჭრილია 11 პროცენტით მეტი აბიტურიენტი - 2025-2026 წლების მონაცემთა შედარება

სკოლები, რომლებშიც სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში დაიწყება - მიზეზი რუსთაველის გამზირზის რეაბილიტაციაა

ინფორმაცია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ნაშრომი გასაჩივრებული ჰქონდათ

საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს 

 

 

ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ხუთი კურსდამთავრებული, ხუთი განსხვავებული გზა“ - თბილისის N28 სკოლა წარმატებას ზეიმობს

ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის 36 კურსდამთავრებული სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა

წვირმის საჯარო სკოლის ერთადერთი კურსდამთავრებული თსუ-ს სტუდენტი გახდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება