სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა, ახალი გამოწვევა ადვილად დავძლიეთ“ - ქვედა სიმონეთის N1 სკოლის პედაგოგები დისტანციურ გაკვეთილებს წარმატებით ატარებენ
22-04-2020
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის დაწყებითის პედაგოგი ხათუნა გვენეტაძე შექმნილ ვითარებაზე ვრცელ წერილს გვთავაზობს. მასწავლებელი აღწერს დისტანციურ სასწავლო პროცესს და დაწვრილებით გვიყვება, როგორ გაართვეს თავი შექმნილ მდგომარეობას პედაგოგებმა.

„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო მოსწავლეებთან კომუნიკაციის ფორმად პირველი მარტიდან ვიყენებდი მესენჯერს და ერთი და იმავე თემაზე რამდენჯერმე მიწევდა ჩართვა. ჩემი მოსწავლეები პირველკლასელები არიან და ამიტომ მშობლებიც დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესში.

ჩემი ყოჩაღი პირველკლასელები ძალიან აქტიურები არიან და მინდა გითხრათ რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლაში გამართულია დისტანციური სწავლება დირექტორის მოვალეობის შემსრულებლ ნათია აბულაძის დიდი მხარდაჭერით, რა თქმა უნდა, საგაკვეთილო პროცესი, საკლასო ოთახი სხვა გარემოა მითუმეტეს პირველკლასელთათვის, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე მოვერგეთ რეალობას. აღარ იყო წუწუნის და ფიქრის დრო. თავიდან ვნერვიულობდი, პირველ ეტაპზე იყო ტექნიკური პრობლემები, სირთულეები თუმცა ამ სირთულეების დაძლევაში ჩვენი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი-ნათია აბულაძე დაგვეხმარა. მან ჯერ კიდევ 9 მარტიდან დაიწყო ონლაინ თათბირები, სადაც მოგვაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია დისტანციური სწავლების შესახებ. დეტალურ ინფორმაციებს გვაწვდიდა ყველა სიახლის შესახებ და პარალელურად  გვასწავლიდა ყველა პედაგოგს  TEAMS-ში მუშაობის პროცესებს, მოახერხა ისე რომ სკოლის ყველა პედაგოგი გადაამზადა ახალ საგანმანათლებლო პლატფორმაზე სამუშაოდ. მან შექმნა დისტანციური სწავლების ცხრილი ისე, რომ მოსწავლეები თავისუფლად ახერხებენ  ტელეგაკვეთილების ნახვას და მასწავლებლები ამ გაკვეთილებს ვიყენებთ როგორც მნიშვნელოვან დამხმარე რესურსს.

დავიწყეთ ძალიან გეგმიურად და ეტაპობრივად. გადავემზადეთ პედაგოგები და ასევე ეტაპობრივად გადავამზადეთ მშობლები და მოსწავლეები. შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. ახალი გამოწვევა ადვილად დავძლიეთ. შექმნილი მდგომარეობით, მართალია, რთულია ურთიერთობები, მაგრამ გაცილებით მეტია მონატრება, სითბო, დადებითი ემოცია, პასუხისმგებლობა, როგორც მოსწავლეების ასევე მშობლების მხრიდან.

TEAMS-ის პროგრამა საშუალებას მაძლევს, რომ მოსწავლეებს ახალი თემა მივაწოდო მრავალფეროვანი მასალების „აკინძვის“ საშუალებით. დაფის გაზიარება, აუდიო-ვიდეო მასალების მიწოდება დამეთანხმებით მნიშვნელოვანია პირველკლასელთა ახალი მასალის სიღრმისეული წვდომისა და დამახსოვრებისათვის.

გავლილი მაქვს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსი „შებრუნებული საკლასო ოთახი“, რაც ძალიან დამეხმარა დღევანდელ სიტუაციაში. ვახდენ სასწავლო ვიდეოს შექმნას, გამოყენებას, ასევე ელექტრონული წიგნების შექმნას და გამოყენებას სასწავლო პროცესში.(რისთვისაც  მადლობას ვუხდი ტრენერს - მარი მორჩილაძეს). ამ წლების მანძილზე დაგროვილმა თუ ახალმა მასალამ უფრო საინტერესო და ეფექტური გახადა დისტანციური სწავლების პროცესი.

იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება და მალე დავუბრუნდებით ჩვეულ რეჟიმს უფრო ახლებურად და  ახალი შემართებით“,-წერს ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი ხათუნა გვენეტაძე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება