სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„კიდევ ერთი რამ, რისიც ძალიან გვეშინია...“ - პროფესორი ივანე ჩხაიძე საუბრობს, რატომ და რა წესების დაცვით უნდა გაიყვანოთ ბავშვი სასეირნოდ
25-04-2020
-
+


„ბავშვის გარეთ გაყვანა შეზღუდული დროით აუცილებელია“ - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. 

პროფესორმა ისაუბრა, თუ რა წესები უნდა დავიცვათ ბავშვის სასეირნოდ გაყვანისას. მისი თქმით, ის სამივე მოთხოვნა, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვთავაზობს - დარჩი სახლში, დაიბანე ხელი და დაიცავი დისტანცია სრულად უნდა შესრულდეს ბავშვებთან დაკავშირებითაც, მაგრამ ამის უკან არის მხოლოდ ერთი გამონაკლისი, თუ მშობლებს აქვთ შესაძლებლობა და ბინის გარეთ სივრცე, მინიმუმ ნახევარი საათი, მათი მეთვალყურეობის ქვეშ გაიყვანონ ბავშვი გარეთ. 

„ის მოთხოვნები, რაც ეხებოდა დისტანცირებასა და მოწოდებას - „დარჩი სახლში“, პირველივე დღიდანვე ვფიქრობდი და ახლაც ამავე აზრის ვარ, რომ უნდა იყოს, მკაფიოდ გამოყენებული ბავშვებთან დაკავშირებითაც, მაგრამ მეორე მხარეს აქვს აქ მნიშვნელობა, რისი გვეშინია? როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, „დარჩით სახლში“, ამის უკან დგას, პირველ რიგში, არ გავიყვანოთ გარეთ, იმიტომ რომ შესაძლებელია ნებისმიერი ადამიანი გახდეს ინფექციის წყარო და მან გადასცეს ინფექცია ჩვენს შვილს, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, „დარჩი სახლზე“, ამის უკან დგას მეორე, მთავარი კომპონენტი, ეს არის დისტანცირება, გარეთ გაყვანის შემთხვევაში, თუ ვართ დარწმუნებული რომ შეგვიძლია დავიცვათ, ის აუცილებელი 2-მეტრიანი დისტანცია და ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, აი ამ პერიოდში, მარტი, აპრილი, მაისის თვეში, ბავშვის გარეთ გაყვანა შეზღუდული დროის განმავლობაში აუცილებელია, თუნდაც იმისთვის რომ მან პირველ რიგში ეს ძალიან მძიმე სტრესი - სამთვიანი სრული იზოლირების, დაძლიოს, მეორე აუცილებელად გავითვალისწინოთ, რომ ახლა არის ის პერიოდი როდესაც, შეიძლება იყოს D ვიტამინთან დაკავშირებული პრობლემა, დიახ, D ვიტამინის წყარო, ეს არის კანზე მზის სხივების ზემოქმედება და შემდეგ წარმოიქმნება D ვიტამინი, გარდა ამისა შეზღუდული ფიზიკური აქტიურობა, ჩვენ ვლაპარაკობთ 15 -30 წუთის განმავლობაში დღეში ერთჯერ ან ორჯერ სუფთა ჰაერზე გაყვანა მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ, კატეგორიულად დაცვა დისტანცირების, არცერთი ადამიანი, თუ თქვენ გაქვთ ამის შესაძლებლობა - ეს არის ეზო, ბაღი, სკვერი და პარკი და შეგიძლიათ ბავშვი გაიყვანოთ, აუცილებლად გაიყვანეთ. კიდევ ერთი რისიც ჩვენ ძალიან გვეშინია, რა უნდა გააკეთოს ბავშვმა ამ პერიოდში როდესაც სახლშია? მისი ძირითადი გასართობი ეს არის ეკრანი, ეს არის მონიტორი, ეს არის სმარტფონი და ბავშვი ზის საათების განმავლობაში ეკრანთან, ამის უკან კიდევ ორი პრობლემა დგას ერთი არის წონა, რომელიც ძალიან სერიოზულია - სამი თვის განმავლობაში მოძრაობის შეზღუდვიდან გამომდინარე, მეორე მხედველობის პრობლემა, რომელიც ასევე ძალიან სერიოზულია.

სამივე ის მოთხოვნა რომელსაც ახლა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვთავაზობს - დარჩი სახლში, დაიბანე ხელი და დაიცავი დისტანცია სრულად უნდა შესრულდეს ბავშვებთანაც დაკავშირებით, მაგრამ ამის უკან დგას მხოლოდ ერთი ​გამონაკლისი, თუ თქვენ გაქვთ ამის შესაძლებლობა, თუ თქვენი სივრცე, თქვენი სახლის, ბინის გარეთ გაძლევთ ამის შესაძლებლობას მინიმუმ ნახევარი საათი, თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ, გაიყვანეთ ბავშვი გარეთ, შეიცვალოს გარემო. აქტიური ვარჯიში, აქტიური ფიზიკური მოძრაობა, საერთოდ ნებისმიერი თამაში ამ დროისათვის კატეგორიულად დასაშვები და მისაღებია“,- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ რუსთავი 2-ის დილის ეთერში. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

10-10 წლიანი პატიმრობა ბაღებისა და სკოლების მშენებლობიდან მოპარული მილიონებისთვის - განაჩენი ცნობილია

სააგენტოს უფროსად 25 წლის ფეხბურთელი დაინიშნა - მორიგი საკადრო ცვლილება სამინისტროში

აკა მორჩილაძის „ობოლე“, არავითარი გივი გეგეჭკორი - ქართულის გამოცდის მესამე ვარიანტი

2026-2027 სასწავლო წლის შეცვლილი საათობრივი ბადე - რომელ საგნებს მოაკლდა ან დაემატა საათები

დღეს გამოცდაზე სამი აბიტურიენტი არ დაუშვეს დაგვიანების გამო - NAEC დილის სტატისტიკას აქვეყნებს

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კვირეულის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა სახის აქტივობები სამივე საფეხურზე

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლის ცხოვრებაში პირველი ნაბიჯები ყოველთვის განსაკუთრებულია, თუმცა ანბანის გაცილების დღესასწაული თითოეული მოსწავლისთვის უდიდესი ეტაპის დასაწყისია

თასი და მადლობის სიგელი გადაეცა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის დირექტორს

 

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება