სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გიყვარდეთ, გესმოდეთ და პატიობდეთ, ცხოვრება უკან აღარ დაბრუნდება“ - ხუცუბნის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლის ჩანაწერი
15-04-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუცუბნის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ლანა თხილაიშვილი ეპიდემიის გამო შეცვლილ ცხოვრებაზე გაკეთებულ ჩანაწერში აღწერს, რა ენატრება ყველაზე მეტად წარსული ყოველდღიურობიდან. მოსწავლის ნამუშევას ჩვენ უცვლელად გთავაზობთ: 

                                                მონატრების 1 თვე -რა გვასწავლა სიჩუმემ 

რა მასწავლა სიჩუმემ და მონატრებამ ? თავისუფლების , გართობის , მეგობრობის ფასი. უსაშველოდ იწელება კარჩაკეტილი გაზაფხული, ალბათ იმიტომ, რომ ოდესღაც ამ სიჩუმესა და ერთფეროვნებას სკოლა გვიფერადებდა, იქ გატარებული ყოველი დღე საოცარი და უამრავი ემოციით დატვირთულია. მენატრება, როცა მასწავლებელი გაკვეთილზე აგვიანებს ჩვენ კი კლასში გადატრიალებას ვაწყობთ. მენატრება მასწავლებლების წაკითხული ლექციები რომ უკვე დიდები ვართ და მოწესრიგებულები უნდა დავხვდეთ , ასევე მათი ცნობილი ფრაზა  ხმაურის დროს „ კლასში ვარ თუ ბაზარში?“. დამრიგებლის შემოძახილი „დიდი ხარ და ცოტა დასერიოზულდი“. მენატრება სკოლის ეზოს დალაგება ,რადგან ეს ყველაზე სახალისო სასჯელია რაც კი ოდესმე ვინმეს მოუგონია , მენატრება შატალოები და აღნიშვნა იმის, რომ მანდატურებს დავუსხლტით, ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ოდესმე ჩემი ყოველდღიური რუტინა მომენატრებოდა .
მეორე მხრივ, მოგვეცა შანსი გამოვავლინოთ აქამდე ჩვენთვის უცნობი ნიჭი , გავატაროთ მთელი ეს დრო ოჯახთან ერთად , დავკავდეთ საყვარელი საქმიანობით,  მეტი დრო დავუთმოთ შინაურ ცხოველებს , შევეცადოთ  მთელი ეს დრო ნაყოფიერად გამოვიყენოთ . 

რაც უფრო გვეკრძალება გარეთ გასვლა მით მეტად გვინდება იგი , თუმცა თუ ვაიძულებთ საკუთარ თავს და დავრჩებით შინ მალე მოვახერხებთ და დავამარცხებთ პატარა უხილავ არსებას რომელმაც ყველა ააფორიაქა . დაემორჩილე მოწოდებას და  „დარჩისახლში“. 

გაუფრთხილდით თითოეულ წამს,  გიყვარდეთ, გესმოდეთ და პატიობდეთ ცხოვრება უკან აღარ დაბრუნდება. მოვა დრო და ყველაფერი თავის ჩვეულ რითმს დაუბრუნდება.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება