სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„რა იცით, იქნებ დედამიწამ სუნთქვა შეწყვიტოს“ - გაჭედილის საჯარო სკოლის მოსწავლის თვალით დანახული პანდემიისგან შეცვლილი ცხოვრება
14-04-2020
-
+


კორონავირუსის გამო შექმნილ რთულ ვითარებას, მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე მარიამ ხურცილავა ჩანახატში აღწერს. მოსწავლე პანდემიის დროს შეცვლილ ყოველდღიურობას ემოციურად გადმოსცემს. 

„რა არის მონატრება? - ყოველი ადამიანი ამ გრძნობას თავისებურად აღიქვამს და როგორი შეიძლება იყოს მონატრება? გრძნობათა შორის საუკეთესო და ძალიან კეთილი გრძნობაა მონატრება. მონატრებამ არ იცის დრო, მანძილი და მას უბრალოდ აქვს ხასიათი „მონატრების“. ადამიანებს ზოგჯერ გვგონია,რომ რაღაც მოვლენები უსასრულოდ გაგრძელდება, თუმცა გვავიწყდება ის ფაქტი, რომ მარადიულ დღეს სიცოცხლეც კი არ არის.

ადამიანი ფილოსოფიური მოვლენაა და მას მინიჭებული აქვს საუკეთესო გრძნობები გრძნობათა შორის. რა შეიცვალა კაცობრიობის ისტორიაში ბოლო თვის მანძილზე? რა ისწავლა კაცთა მოდგმამ ბოლო დღეების მანძილზე? –„ადამიანობა“,
„მოდგმა“, „ლოდინი“. ამ თვისებებმა ერი გააერთიანა და დღეს დასვენებული დედამიწა საკუთარი ხელებით ებრძვის დაავადებას - რომელიც შავი ჭირივით მოედო მთელ მსოფლიოს.

ვისწავლეთ სიჩუმე და ამ სიჩუმემ მოგვცა ფიქრის დრო, დაგვრჩა უშრეტად დიდი თავისუფალი დრო.თითქოს დრო გაჩერდა, წამები ისე მალე ვეღარ მოძრაობენ როგორც უწინ და რთულია წუთების საათებად ქცევა. თუმცა სიჩუმემ გვასწავლა მომავლის ჭვრეტა, რომ ერთიანი ძალებით შევძლებთ კვლავ ფეხზე წამოდგომას. „რომ მუხა კვლავ გაძლიერდება“ ბოლო თვემ „მონატრების მონატრება“ გვასწავლა. დაუკვირდით ჯერ მონატრება და შემდგომ მონატრების მონატრება რაოდენ კეთილი გრძნობაა. სიჩუმეში ადამიანმა შესაძლოა საკუთარი თავი იპოვოს მარად ხოლო ამასობაში დედამიწას სუნთქვა უჭირს.

და ბოლოს, მოგიწოდებთ, რომ გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს, „ჩემსას,შენსას და ჩვენსას“- ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით, დავუკვირდეთ ჩვენს ყველა ქმედებას. „რა იცით იქნებ დედამიწამ სუნთქვა შეწყვიტოს“.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში  


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება