სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სიჩუმემ მასწავლა, რომ თითოეულ წუთს გაფრთხილება სჭირდება“ - გაჭედილის საჯარო სკოლის მოსწავლე ჩანახატს გვიზიარებს
14-04-2020
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ლიკა წულაია, კორონავისურის გამო დასადგურებულ სიჩუმეს ჩანახატით ეხმიანება და საკუთარი თვალით დანახულ მონატრების ერთ თვეს აღწერს. 
„რა მასწავლა სიჩუმემ? -  მასწავლა, რომ თითოეულ წუთს, წამს, დღეს გაფრთხილება სჭირდება“ - წერს მოსწავლე საკუთარ ჩანაწერში.  

მოსწავლის მიერ  etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ჩანახტას უცვლელად გთავაზობთ:

წვიმს, ჰაერი მიწის სურნელით არის გაჟღენთილი, სარკმელთან განმარტოებულს ერთგვარი სევდა შემომწოლია. შევცქერი დაცარიელებულ ქუჩას, წვიმისაგან დასველებულ ხეებს, სახლებსა და ეს სიცარიელე უფრო და უფრო მეტად მაღიზიანებს. ახლა, როგორც არასდროს ვგრძნობ, თუ როგორ მომნატრებია ცხოვრების ჩვეული რეჟიმი: სკოლა, მეგობრები, მასწავლებლები, საყვარელი ქალაქი და მშობლიური ქუჩა.

არადა როგორ მიყვარს გაზაფხული, საოცარი სილაღე გეუფლება და ენერგიით გავსებს, გინდა იყვირო, რომ ცხოვრება მშვენიერია და სამყარო გაძლევს საშუალებას იყო თანამონაწილე ამ მშვენიერების. თუმცა დღეს, დღეს უკვე თითოეულს ერთი საფიქრალი გაგვაჩნია, გადავრჩეთ უფლის ნებით, დამთავრდეს ეს ჯოჯოხეთი დედამიწაზე, შეწყდეს ინფექცია და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში დაბრუნდეს.

ამ სიჩუმემ რომელიც ირგვლივ გამეფებულა ბევრ რამეზე დამაფიქრა. მასწავლა, რომ თითოეულ წუთს, წამს, დღეს გაფრთხილება სჭირდება. ადამიანმა უნდა იცხოვრო ისე, თითქოს ეს შენი ბოლო დღეა, არაფერი გადადო "სახვალიოდ", გიყვარდეს, გჯეროდეს, გწამდეს, მიუტევებდე, ანუგეშებდე, აპურებდე ისე, როგორც ამას უფალი გვასწავლის. ვაკეთოთ ყველამ ჩვენი საქმე, არ განვიკითხოთ და არ განვიკითხებით, მალე აღდგომაც მოვა და ისევ აგვავსებს იმ სიხარულით, რასაც სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვება ჰქვია და ქართველი ერი საბოლოოდ იზეიმებს გამარჯვებას.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში  


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება