სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„იქნებ, ეს კორონა უფლის ნიშანია სოფლისა და მამულის საპატრონოდ?!“ - ველევის საჯარო სკოლის დირექტორის ეკეტერინე ჭიჭინაძის ჩანახატი
14-04-2020
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ველევის საჯარო სკოლის დირექტორი ეკეტერინე ჭიჭინაძე კორონავირუსისგან შექმნილ ვითარებას ჩანახატს უძღვნის.

                                    როცა სახლში და ფიქრებთან დავრჩი

ამას რას მოვესწარი! სახლში ვზივარ!!!  მაშინ როცა 7 წლის ასაკიდან, რაც სკოლაში შევედი სასწავლებლად, სულ გადარბენაზე და საათის შემყურე ვარ. ახლა მეუბნებიან:„ დარჩი სახლში!“ კარგი ბატონო, დავრჩი სახლში ჩემი და სხვისი სიცოცხლის გასაფრთხილებლად. კარგადაც გამოვიძინე, დავისვენე, თუ ამას დასვენება ქვია, რეჟიმს ვიცავ: თავის დროზე აუჩქარებლად საუზმე, სადილი, სამხარი, ვახშამი, მოვსუქდი და სულიც მოვითქვი, მაგრამ ცხოვრება მარტო ძილი, ჭამა-სმა და გართობა ხომ არ არის! თუ რაღაცას არ ქმნი, საშინელებაა! მომეცა ფიქრისა და ოცნების დრო. ეს უხილავი არსება აზანზარებს მსოფლიოს, დღემდე არსებულ ყველა იარაღზე საშიშია, არ იცი საიდან გამოტყვრება და დაგატყდება თავს. ჯერ-ჯერობით  მედიკოსები და მეცნიერები უძლურები არიან მის წინაშე. ის კი ბატონობს, ზეიმობს და დასცინის კაცობრიობას. სახლში გამომწყვდეულს, ვირტუალურ სამყაროში ჩაკეტილს  ადამიანები მომენატრა. რა დიდია ეს ქვეყანა და რა ცარიელია ადამიანების  გარეშე. ვფიქრობ და ვფიქრობ: რა არის ეს, რა დაგვემართა?!

კ ო რო ნ ა -  იქნებ, ღვთის მინიშნება და გაფრთხილებაა ჩვენი ზღვარგადასული ეგოიზმის, ურთიერთგაუცხოების, საკუთარ ნაჭუჭში გამოკეტვისა  და უსიყვარულობის, მხოლოდ „მინდას“ მონობისა და „უნდას“ უგულებელყოფის, ნორმად ქცეული დღევანდელი ცხოვრების წესისის, მოტყუების, პირისტეხის, ღალატის, გაუტანლობის, ფულის გაკერპების და მასზე დამონების,  უფროს-უმცროსობის, ტრადიციებისა და კიდევ ვინ მოსთვლის  რამდენი ცოდვის პასუხად, რომლებიც ვიდეთ თავზე ღვთის სახედ და ხატად შექმნილმა ადამიანებმა. მართალია, ღმერთი მომთმენია და მიმტევებელი, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი! უფალი  ითმენს, მაგრამ შეუმჩნეველი არაფერი რჩება, ფხიზლად გვადევნებს თვალ-ყურს, გვაძლევს შეცდომის გამოსწორების შანსს, მაგრამ თუ ვერ მივხვდებით და უფლის მოთმინებას ბოროტად გამოვიყენებთ, ცოდვებს გავიმეორებთ, მაშინ რისხვას ვერ ავცდებით, გავიხსენოთ გოდომ-სომორის ამბავი. ღვთის მცნების უგულებელყოფისა და ღმერთთან დაშორების პასუხად ცეცხლოვანი წვიმით რომ გაანადგურა და მხოლოდ უფლის ნების აღმსრულებელი ლოტის ოჯახი რომ დაინდო. იქნებ, ამ უცნაური ბაცილის მოვლინება აპოკალიფსურია და ჭკუის სასწავლებელი. უბრალოდ, ავიღოთ, უფალი გვეუბნება ოფლითა შენითა მოიპოვე პური შენიო, ყველას კარგი ცხოვრება გვინდა უშრომლად, სხვის ხარჯზე. დაირღვა კანონზომიერება ფულისა და ქონების მონა გახდა ადამიანი და გაწყრა უფალი!...იქნებ, რაც დღეს ხდება, განწმენდის დასაწყისია?! განა უმადურობის გამო არ გამოდევნა უფალმა ადამი და ევა სამოთხედან?!

ან კიდევ, ადამიანის ფანტაზიას არა აქვს საზღვარი. როგორც ზესკნელია უკიდეგანო და ზღვარდაუდებელი, ისე ქვესკნელია უსასრულო და შეუცნობელი, კეთილი ადამიანი ილტვის უფლისაკენ და ილიას თქმის არ იყოს, ფიქრობს,ვის რა არგოს, ისე  ქვებუდანი ადამიანი ქვესკნელის ჯურღმულებში დაძვრება და იმის ძიებაშია, ვის რა ავნოს. იქნებ, კორონა ადამიანის ხელით შექმნილი ბაქტერეოლოგიური იარაღია და უჩინარ   ომში ვართ ჩაბმულნი; ორივე შემთხვევაში, ხსნა ღმერთშია, უფალმა არ უნდა გვაქციოს ზურგი ჩვენი ცოდვებისათვის და არ მიეცეს ეშმაკეულ ძალას ფრთების გაშლისა და ბატონობის საშუალება.

ხსნა- ცოდვათა მონანიება, განწმენდა და უფალთან მიახლება! ურთიერთსიყვარული,„გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი, ვითარცა თავი ჩვენი!“ ვაჟა- ფშაველაც ხომ ამას გვეუბნება : „გვიყვარდეს , ხალხო, ერთმანეთი!“ ჩემი აზრით, ხსნა სიყვარულშია, ურთიერთანადგომასა და დახმარებაში.

როდესაც  დაცლილი სოფლის პრობლემაზე დავფიქრებულვარ, ხშირად მიფიქრია, რა სასწაული უნდა მოხდეს, რომ ქალაქს წასულებმა სოფლისკენ იბრუნონ პირი-მეთქი. ახლა კოლონებად მოემართებიან დატვირთული მანქანები, გაიღო წლების განმავლობაში გაუღებელი დაბოქლომებული ჭიშკრები, განიავდა დახშული ოთახები; ეძებენ მამაპაპეულ მიწის ნაკვეთებს დასამუშავებლად. კარგია, გაწყვეტილი კავშირი რომ აღდგა, რომ ცდილობენ პროდუქციის შექმნას და არამზარმზარეულის მიღებას, მაგრამ მერე რა იქნება, როცა საფრთხე გადაივლის ?! იქნებ, ეს კორონა უფლის ნიშანია სოფლისა  და მამულის საპატრონოდ.

ვუსმინოთ უფალს! მხოლოდ ამ გზით შევძლებთ დღევანდელი დროის ჭირს დაძლევას.

სსიპ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლის დირექტორი ეკეტერინე ჭიჭინაძე

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

როდიდან დამკვიდრდა პასქის ცხობის ტრადიცია საქართველოში და როგორი იყო პირველი ნუგბარი

4 სახარებისეული მოვლენა, რომელსაც  დიდ ხუთშაბათს მართლმადიდებლური სამყარო იხსენებს

„მოდგა აპრილი და ტიტებზე გაიარა“... - 37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

„ველოდებოდი სასჯელს, რადგან ესენი არიან პირსისხლიანები და საზოგადოებისგან მაინც უნდა გაერიდებინა მოსამართლეს ეს ახალგაზრდები“...

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

თამაში საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

პროექტის დახმარებით პირველკლასელები უკეთ გაიაზრებენ ჯანმრთელობისა და ჰიგიენის მნიშვნელობას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე. 

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება